მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა შემოდგომის ტესტების კალენდარი. ტესტები დაიწყება 24 ოქტომბერს და დამთავრდება დეკემბრის პირველ უქმეებზე. ამ პერიოდში დასრულდება ვაჟთა და ქალთა „ექვსი ერის თასები“- 2020 (24 და 31 ოქტომბერს) და მერე, 7 ნოემბერს დასვენების შემდეგ, გაიმართება ზედიზედ ოთხი სატესტო კვირა. ჰოდა, რა ხდება ახლა ჩვენს თავს? რა და ეს ოფიციალურად ჯერაც...
ჭდე: ბორჯღალოსნები
… თუ გამოვიდა კარგი იქნება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ თუ ექვს ერზე საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დამატებით შემოდგომაზე ტურნირი გაიმართება, ეს განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ სანამ ოფიციალური შეთავაზება არ იქნება, ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი ნაადრევია: „სასიამოვნო ინფორმაციაა და ძალიან კარგი იქნებოდა მოვლენების ამგვარი განვითარება, თუმცა ეს არაა ოფიციალური ვერსია. ამასთან...
რევაზ გიგაურმა კარიერა დაასრულა
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რევაზ გიგაურმა, „ნიცაში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ მორაგბის კარიერა დაასრულა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ის გუნდში ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე დარჩება და აკადემიაში, ასევე სკოლებთან იმუშავებს. 36 წლის ვეტერანს სხვადასხვა დროს „მონლუსონში“, „მასიში“, „ფიჟაკში“ უთამაშია. 2006-2015 წლებში გიგაურმა საქართველოს ნაკრების მაისურით 39 მატჩი ჩაატარა (2 ლელო). ის 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასის...
ვვა აფციაური
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ უკანახაზელი გიორგი აფციაური კარიერას რუსეთის პრემიერლიგის „ვვა-პოდმოსკოვიეში“ გააგრძელებს. 26 წლის მორაგბეს 2014-2019 წლებში ნაკრების კვართით 25 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის 4 – 2015 წლის მსოფლიო თასზე. 2018 წლის საქართველოს ჩემპიონი, 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.
ჯიგარი !!!
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა სპორტსმენების კარიერაც. ვინც გამორჩეულია, საზოგადოება მის ყველა ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდება, ვინც ღირსეულია – ბავშვებისთვის სამაგალითო ხდება, ხოლო ვინც თან წარმატებულია – მთელ ერს უყვარდება! და როცა კარიერის დასრულების დრო დგება, მადლიერი ქომაგი თვალაცრემლებული ფეხზე წამოუდგება ხოლმე, დაუსრულებელი ოვაციებით, აღფრთოვანების ყიჟინით თვალცრემლიანს აცილებს… ჰოდა, მამუკა გორგოძეც სწორედ ის კაცია,...
საით არის საქართველო?
27-30 აპრილს „მსოფლიო რაგბის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების დღეებია. ცხადია, კენჭისყრა ელექტრონული, დისტანციური მეთოდით გაიმართება და როგორც დღეისთვისაა ცნობილი, ორ კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს. წარსულში ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი მესამეხაზელი, სერ ბილ ბომონტი კონსერვატიული შეხედულებებითაა ცნობილი და მხოლოდ არჩევნების წინ საუბრობს ხოლმე განვითარებადი სარაგბო ერების ხელშეწყობაზე, რეალურად კი ამ მიმართულებით თავს დიდად არ იწუხებს. აი, მისი კონკურენტი...
სამხრეთ აფრიკა აღარ იქნება
სამხრეთაფრიკული მედიის ცნობით, ზაფხულის ტესტ-მატჩი საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის აღარ გაიმართება. ცხადია, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიითაა ნაკარნახები, რომელმაც კორექტივები არათუ რაგბში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სგეროში შეიტანა. გამოცემა ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციამ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირიდან გამოჟონა და მისი გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავიაო. მეტად უსიამოვნო ამბავია, მით უფრო, რომ „ქურციკების“ „ბორჯღალოსნებთან“ თუკი 18 ივნისის...
მამუკა ბოლოში გავიდა…
მსოფლიო რაგბის ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა. თავის ტელე-ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, განახლდება საფრანგეთის ტოპ 14 თუ არა, მას 30 ივნისს „ტულონთან“ კონტრაქტი უმთავრდება რის შემდეგაც ის დაემშვიდობება პროფესიონალი მორაგბის კარიერას. მამუკა გორგოძე 35 წლისაა. მან რაგბის თამაში დღევანდელი საზომებით ძალიან გვიან დაიწყო, რადგან მანამდე კალათბურთს მიჰყვებოდა და...
ვირუსმა საქართველო-რუსეთიც გადადო
დიახ, სტადიონზე მისვლა აგვიკრძალეს და რუსების რბევისთვის ყურება ტელევიზორში გვთხოვეს, მაგრამ ვაგლახ, რომ არც ამას გვაღირსებენ… ეს-ესაა, „რაგბი ევროპის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელი ყველა მატჩი გადაიდო მინიმუმ 15 აპრილამდე. ეს ამბავი საქართველოს რაგბის კავშირშიც დაგვიდასტურეს. მიზეზები ყველასთვის ცნობილია – კორონავირუსი…
ვითომ ეს უშველის…
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს რაგბის კავშირს მაინც მოუწია არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება – საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს „მიხეილ მესხზე“ უმაყურებლოდ ჩატარდება. კორონავირუსმა კორექტივები ყველა სფეროში შეიტანა, მათ შორის სპორტშიც და ცხადია, გვერდი არც რაგბს აუარა. აგერ, „ექვსი ერის“ ჩემპიონატი საერთოდაც შემოდგომაზე დასრულდება, რადგან ამ ტურნირის მონაწილე იტალია ხსენებული ვირუსული ინფექციის გავრცელების უმთავრესი წყაროა და...









