საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების ფარგლებში 14-ში ბორდოში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 20-ში – ფიჯის. ამ უკანასკნელთან ტესტის გამართვის ადგილი ჯერაც გაურკვეველია, რადგან ფიჯელებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით თბილისში ჩამოსვაზე უარი თქვეს და შეხვედრის გაუქმების თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა მისი ნეიტრალურ სტადიონზე გადატანა.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მატჩიც საფრანგეთში გაიმართება, რადგან როგორც ბორჯღალოსნების, ისე „მფრინავი ფიჯელების“ უმრავლესობა სწორედ ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ასპარეზობს.
თავდაპირველად თბილისში სამოას ნაკრების სტუმრობაც იგეგმებოდა, მაგრამ კუნძულელებმა ამ ტესტზე ხსნებული რეგულაციების პირობებში მაინც უარი თქვეს და საქართველოს რაგბისკავშირისა და „მსოფლიო რაგბის“ მესვეურები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ჩვენს ეროვნულ გუნდს 6-7 ნოემბერს კიდევ ერთი ტესტ-მატჩის გამართვა საშუალება მიეცეს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
