ფეხბურთის გურმანებს ჯერჯერობით ბარსელონაში ჩასვლას არ ვურჩევთ, რადგან ლეგენდარული „კამპ ნოუ” გამოშიგნული დახვდებათ. ესპანური ფეხბურთის გოლიათმა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია წამოიწყო. პროექტის ხორცშესხმა ჯამში 1,46 მილიარდი ევრო ჯდება. სამუშაოების დამთავრებას 2025-26 წლების სეზონისთვის გეგმავენ. სარბიელის ტევადობა 99354-დან 105000-მდე გაიზრდება. ის იყო და დარჩება ევროპის ყველაზე დიდ სტადიონად: მეორეზე დარჩება „უემბლი”, რომელშიც 90 000 გულშემატკივარი ეტევა. „კამპ ნოუ”...
ჭდე: ბარსელონა
12 მილიონი რაფინიასთვის…
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ, შესაძლოა, კლუბი მომავალ სეზონში დატოვოს. „ნიუკასლი“ 26 წლის ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა. კაჭკაჭები მზად არიან ბრაზილიელს სეზონში ჯამაგირად 12 მილიონი ევრო შესთავაზონ (კვირაში 230 ათასი ევრო) პრემიერლიგაში მოსაზიდად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელით „ჩელსი“ და „არსენალიც“ არიან დაინტერესებული. რაფინია „ბარსელონას“ „ლიდსიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა,...
მესი მოვა თუ მესი არ მოვა, ბუსკეტსი…
„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჩავიმ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, კლუბში პსჟ-ის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების კონტექსტში. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბუსკეტსი მშვიდია და სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება. არ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, სად ითამაშებს მესი. თუ სერხიო კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება „ბარსელონასთვის“, – თქვა ჩავიმ. ესპანელს...
ბარსელონა ერთი სეზონი დაისვენებს?
ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთან შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, „ბარსელონა“ უეფამ, შესაძლოა ერთი სეზონით ჩამოაშოროს ევროტურნირებს. ორგანიზაციის სადისციპლინო კოდექსში ნათქვამია, რომ კლუბებს არ შეუძლიათ გამოიყენონ უკანონო მეთოდები მატჩების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. თუ გუნდები ამ წესს დაარღვევენ, მაშინ მათ შეიძლება ევროტურნირებზე...
ისევ ვალენსიას სასარგებლოდ არ-დანიშნული პენალტის შესახებ
ესპანეთში არ წყდება ლაპარაკი „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრის 85-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, როდესაც მასპინძელმა ფრანკ კესიემ სტუმარი ფრან პერესი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა ალბეროლა როხასმა კი პენალტი არ დანიშნა. „ღამურების” ბანაკი და გულშემატკივარი განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ ხაიმე ლატრემ, რომელსაც ამ შეხვედრაში VAR ებარა, ეპიზოდი არც კი განიხილა. ვალენსიურ მედია-საშუალებას superdeporte-ს თავად ფრან პერესის კომენტარი მოჰყავს....
ხანდახან მამარდაც ცდება
ჯერ კიდევ როდინდელი მეკარეები ამბობდნენ, თუ გამოდიხარ ბურთს უნდა მიწვდე, თუ არა და იდექიო. მამარდა ვერ მიწვდა, რაფინიამ გაუტანა. ბუსკეტსმაც ზუსტად დაასვა რაფინიას თავზე, მაგრამ იმიტომაც არის ბუსკეტსი და იმიტომ ჰქვია იმ გუნდს „ბარსელონა”. მეორე მხრივ, თუკი ამ სეზონში „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილს რამე უნდა უთხრას, მადლობაა. ამ ერთი უზუსტობით ქვეყანა არ დაქცეულა. ისიც აღსანიშნავია, რომ...
ვალენსიას დიდი გამარჯვებები კამპ ნოუზე
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ბარსელონასთან”. ისტორიაში ეს გუნდები „კამპ ნოუზე” 87-ჯერ შეხვედრილან, აქედან 51 თამაში მასპინძლებს მოუგიათ, 23 ფრედ დამთავრებულა, ხოლო 13-ჯერ „ღამურებს” უზეიმიათ გამარჯვება. სხვა სიტყვებით, როდესაც „ვალენსია” ბარსელონაში მიემგზავრება, კარგს არაფერს ელის, მაგრამ ყოფილა ცალკეული ეპიზოდები, რომელთაც „ჩეები” დღემდე ამაყად იხსენებენ. ლაპარაკია იმ შეხვედრებზე, როდესაც საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ „ვალენსიას” „ბარსელონა” ნოკაუტში...
კვირას მამარდა კამპ ნოუზე ჩავა
გიორგი მამარდაშვილის „ვალინსიას” შემდეგი თამაში 5 მარტს „კამპ ნოუზე” „ბარსელონასთან” უწევს. 23 ტურის მერე „ბარსა” 59 ქულით ლიდერობს ლა ლიგის ცხრილს, „ღამურები” კი 23 ქულით მე-18 ადგილზე არიან. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ბლაუგრანას” 7 ქულით ჩამორჩება „რეალი” და ჩავის წინაშე მკაფიო ამოცანაა — ეს სხვაობა უნდა შეინარჩუნოს, „ვალენსიას” კი სურს გასავარდნთა ზონას დააღწიოს...
რონალდინიო ბარსელონაში
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ, რომელიც „ბარსელონაში“ 2003-2008 წლებში თამაშობდა, დაადასტურა, რომ მისი შვილი, ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა კატალონიური კლუბის აკადემიაში აიყვანეს. „ბარსელონა“ ჩემი ცხოვრების ნაწილია. კლუბი ყოველთვის ჩემთანაა. ახლა, შვილის „ბარსაში” ჩამოსვლის კვალად, მეც უფრო ხშირად ვიქნები აქ“, – უთხრა რონალდინიომ ესპანელ ჟურნალისტებს. რონალდინიოს ვაჟი 17 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია. თუმცა ნახევარდაცვაშიც წარმატებით შეუძლია...
ჩავიმ ბოდიში მოიხადა
„ბარსელონას” თავკაცი ჩავი შეცდა. „ხეტაფესთან” შეხვედრის წინ („ბარსამ” მოიგო 1:0), პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ დანი ალვეშის მდგომარეობას განიცდის, მაშინ როდესაც სწორი ქალებზე სექსუალური აგრესიის დაგმობა იქნებოდა. მოგეხსენებათ, ალვეშს 23 წლის ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი. მატჩის შემდგომ ჩავიმ მდგომარეობის გამოსწორება სცადა. მან თქვა: „გულს მტკენს, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა დანის ჩაედინა, მაგრამ ამ საკითხში დიდი სიზუსტეა...









