ანდრეი შევჩენკომ რუსეთ-უკრაინის 1999 წელს გამართული მატჩი გაიხსენა, როცა 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, ანგარიში გაათანაბრა და შესარჩევი ჯგუფიდან გაიყვანა თავისიანები. აქვე გთავაზობთ იმ ეპიზოდის ვიდეოს, რომელშიც რუსი კომენტატორის გასაცოდავებული ხმაც კარგ ისმის. მაშინ შევჩენკომ საჯარიმო დაარტყა, რუსების მეკარე ალექსანდრ ფილიმომოვს ლაფსუსი მოუვიდა და საკუთარ კარში შეიტანა ბურთი – 1:1. ფრე კი უკრაინელებისა იყო. „პირველი მატჩი...
ჭდე: ანდრეი შევჩენკო
ეს ყველაზე დიდი მიღწევაა…
ანდრეი შევჩენკომ განცხადება გააკეთა უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „ოქროს ბურთის“ მფლობელმა უკრაინელმა თანამემამულეებს ერთიანობისკენ მოუწოდა: „უკრაინა ჩემი სამშობლოა. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ხალხითა და ჩემი ქვეყნით! დიდი რთული პერიოდი გავიარეთ და ბოლო 30 წელი მოვახერხეთ ფორმირება, როგორც ერმა. ჩვენ ვართ გულწრფელი, შრომისმოყვარე და თავისუფლების მოყვარული ადამიანების ქვეყანა! ეს ყველაზე დიდი მიღწევაა ჩვენთვის. დღეს რთული...
პოლიტიკური თამაში
პოლონეთმა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩია: პოსტზე ადამ ნავალკას დააბრუნებენ, რომელიც ევრო 2016-ის პერიოდში მუშაობდა ნაკრებში. და ანდრეი შევჩენკო? პოლონეთის ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა Przeglad Sportowy წერს, რომ შევჩენკოს იგნორირების მიზეზი პოლიტიკურია: უკრაინელი რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში პოლონეთი სწორედ რუსეთს ხვდება… ისიც ცნობილია, რომ „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი რუსულ ფეხბურთთან მუდმივ...
შევჩენკო პოლონელებს დათანხმდა
45 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი შევჩენკო, პოლონეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობას დათანხმდა. წყაროს ინფორმაციით, შევჩენკომ პოლონეთის საფეხბურთო კავშირთან ყველა საკითხი შეათანხმა. მისი ხელფასი წელიწადში 2,5 მილიონი ევრო იქნება. აქედან ნაწილს საფეხბურთო კავშირი გადაიხდის, ნაწილს კი სპონსორები. შევჩენკოს ასისტენტები პოლონეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, ეჟი დუდეკი და ლუკაშ პიშჩეკი იქნებიან. შევჩენკოს ოფიციალურად 31 იანვარს წარადგენენ. შეგახსენებთ, რომ „შევა“ იტალიური...
შევჩენკოს შემცვლელები მოუძებნეს
45 წლის უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი შევჩენკო ორი თვეა რაც იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელია, მაგრამ უახლოეს ხანში შესაძლოა გაათავისუფლონ. მიზეზი? გუნდის ცუდი შედეგებია. არადა, კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. გენუელებს გამარჯვების გემო დაავიწყდათ, 12 ქულით სერია A-ს ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დგანან და საშველიც არ ჩანს. გუშინ, 10 იანვარს, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შევჩენკოს ჯერჯერობით გააგრძელებინონ მუშაობა, თუმცა...
შევჩენკომ ჯენოა ჩაიბარა
უკრაინის ნაკრების ყოფილი თავკაცი ანდრეი შევჩენკო იტალიური „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად კვირას დაინიშნა, ორშაბათს დღეს გენუაში ჩაფრინდა და უკვე სამშაბათს პირველ ვარჯიშს უხელმძღვანელებს. მისი წარდგენა და პრესკონფერენცია სტადიონ „ლუიჯი ფერარიზე“ იგეგმება. შევჩენკომ თანაშემწედ წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მაურო ტასოტი ჩაიყვანა, რომელიც მას უკრაინის ნაკრებშიც ეხმარებოდა. „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი შევჩენკოს 21 ნოემბერს ჟოზე მოურინიოს...
ანდრეი შევჩენკო: ფული თუ რეპუტაცია?
ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ კი გამოაცხადა, მაგრამ გადაწყვეტილების მიზეზად მხოლოდ კონტრაქტის დამთავრება დაასახელა. არადა, შარშან ზაფხულში მწვრთნელი და ფედერაციაც ამტკიცებდნენ, კონტრაქტი 2 წლით გავახანგრძლივეთო. ამან ბევრ ჭორ-მართალს მისცა გასაქანი. წარმატებული ევროპირველობის შემდეგ არავინ ეჭვობდა, რომ შევჩენკო დარჩებოდა. არაო… რა გახდა წასვლის მიზეზი? გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას: 1. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებს, რომელმაც ეროპირველობაზე 16...
შევჩენკოს უკრაინა დაუმთავრდა
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ დღეს „ტვიტერზე” ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა: დღეს, ვადა ამოეწურა ჩემს კონტრაქტს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. მე ეროვნულ გუნდთან ხუთი წელიწადი გავატარე. მუხლჩაუხრელი მუშაობის წყალობით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობელი ვარ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის, რომელთაც ნაკრების მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მადლობელი ვარ...
უკრაინამ ევრუფულები დაითვალა
უკრაინის ფეხბურთის ფეხერაციის საბანკო ანგარიშს ერთბაშად 16 მილიონი ევრო შეემატა. ეს ის ფულია, ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პრემიალურების სახით რომ გამოიმუშავა. ფინალურ ეტაპზე მოხვედრილ ყველა გუნდს ისეც ეკუთვნოდა 9,25 მილიონი და დამატებით – ჯგუფურ ეტაპზე მოგება (ჩრდ. მაკედონიასთან 2:1) – 1,5 მილიონი, ჯგუფიდან გასვლა – 2 მილიონი და 1/4-ფინალში გასვლა 3,75 მილიონი. ახლა ცედერაციამ უნდა გადაწყვიტოს,...
მბაპე – პირველი შევჩენკოს შემდეგ
ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მწარე ალიყური გააწნა „ბარსელონას“. საკუთარ მოედანზე 1:4 წაგება ერთია და ესპანური გრანდი (ისევე, როგორც მისი ლიდერი) საკუთარ თავს არ ჰგავდა. „კამპ ნოუს“ ნამდვილი მეფე წუხელ კილიან მბაპე იყო. ყველაზე მეტი დარტყმა (6), ზუსტი დარტყმა (4), შექმნილი მომენტები (6), საჯარიმოში ბურთის მიღება (10) და რაღა თქმა უნდა, ჰეთ-თრიკი. მბპემდე ჩემპიონთა ლიგაში „კამპ...









