დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უეფას სთხოვა ფანების ინტერესებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მონაწილეების, „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” სამშობლოში ჩაატაროს. შეხვედრა 29 მაისს სტამბოლშია დანიშნული, მაგრამ თურქეთი covid 19-ის წითელ ზონაშია და 29 მაისამდე ამ სამწუხარო ზონას თავს ვერ დააღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს შინ დაბრუნების შემდეგ კოვიდსასტუმროებში მოუწევთ ათი დღის გატარება....
ჭდე: ალექსანდერ ჩეფერინი
ბრტყელია დედამიწა?
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის სუპერლიგის შემქნელებს არაფერს აპატიებს. ეს მისი ყოველი გამოსვლისას იგრძნობა. თუმცა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეფს, ბუნტისთავებისადმი ერთნაირი სიბრაზე არ აქვს და ერთი დუჟინი ამბოხებულები სამ ჯგუფად ჰყავს დაყოფილი. „ყველამ უნდა იწვნიოს შედეგი საკუთარ თავზე. ვერ ვიტყვით, რომ არაფერი მომხდარა. თუმცა, ინგლისურ 6 კლუბსა და სხვებს შორის, ჩემთვი დიდი განსხვავებაა. ბრიტანელებმა...
ულტიმატუმი რეალს, ბარსას, მილანს და იუვეს
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩერეფინმა თქვა, რომ თუ სუპერლიგის შექმნაზე ფიქრს არ შეეშვებიან, „რეალს” და „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრებათ. მოგეხსენებათ, ეს ორი ესპანური გიგანტი იმ თორმეტ ბობოლა კლუბს შორის იყო, რომელთაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპის სუპერლიგა დააფუძნეს, მაგრამ შემდეგ რვამ უკან დაიხია და იდეის ერთგულად ოთხიღა დარჩა. სუპერლიგის პროექტს ყველაზე დიდი დარტყმა ექვსმა ინგლისურმა კლუბმა...
ანიელიმ ჩეფერინს ტელეფონი გაუთიშა
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და “იუვენტუსის” თავკაცი ანდრეა ანიელი ერთობლივ განცხადებას ამზადებდნენ, რომელშიც იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის რეფორმას დაუჭერდა მხარს. განცხადება 19 აპრილს უნდა გაკეთებულიყო. ჩეფერინმა ანიელის განცხადების ტექსტი გადაუგზავნა, მაგრამ მან შესწორებების შესატანად დრო ითხოვა. ამის შემდეგ უეფას პრეზიდენტის რამდენიმე ზარს ანიელიმ არ უპასუხა. ჩეფერინი ანიელის ერთ-ერთი გოგონას ნათლიაა, მის მეუღლეს დაურეკა და სთხოვა,...
უეფას ახალი ფორმატი
როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას აღმასკომმა ევროთასების ახალი ფორმატი დაამტკიცა და გამოაცხადა. ის 2024-25 წლების სეზონიდან შევა ძალაში. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ამასთან დაკავშირებით თქვა: „ჩვენი ახალი ფორმატი ამყარებს ეროვნული ჩემპიონატების სტატუსსა და მომავალს. მის მთავარ პრინციპად რჩება ის, რომ ევროპულ შეჯიბრებებში გუნდი შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატიდან. განახლებული ფორმატი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ოცნებასა და შანსს...
უეფა ქალაქებს შეკვეცავს
ევროპის ჩემპიონატი, გასულ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. ახლა კი ევროპულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მომავალ ევროპირველობას 12 ქალაქის ნაცვლად ორი უმასპინძლებს – ლონდონი და სანკტ-პეტერბურგი. ტურნირი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და პირველობისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი),...
ევრო მხოლოდ ლონდონში?
უეფა მარტის დასაწყისში დაამტკიცებს, თუ სად ჩატარდება ევრო 2020, რომელსაც დასახელება დაუტოვეს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარება კორონავირუსის პანდემიამდე კარგა ხნით ადრე დამტკიცდა. უეფას სურდა, რომ საფეხბურთო ზეიმი ბევრ ქვეყანას მიეღო. ევრო-2020 ერთ ქვეყანაში? იკითხა ცნობილმა გერმანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და დასძინა: „უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინი ამ...
რა სარგებლობა მოაქვს VAR-ს?
„ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ სააჩემპიონთალიგო დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ აქცია საკამათოდ ვიდეორეფერის ობიექტურობის და საერთოდ საჭიროების საკითხიც კი… ნამატჩევს „ბარსას“ თავკაცი რონალდ კუმანი აღშფოთებას ვერ მალავდა, რონალდუზე არდასადები პენალტი დაიდო და მესიზე კი უეჭველი დარღვევა გაატარესო. მოგეხსენებათ, გოლი სენსორებით ფიქსირდება, თამაშგარეს ლაზერული სისტემა არკვევს და რაღა დარჩა ვიდეორეფერის, მხოლოდ პენალტის დანიშვნა-არდანიშვნა? რაში მდგომარეობს ვიდეორეფერის უპირატესობა? სტუდიაში მჯდომს...
ნება თუ მიზანი
უეფამ უფრო მაღლა მდგომ ორგანოს, ფიფას საფეხბურთო წესებში ცვლილების შესატანად, წინადადებით მიმართა. ევროპელთა აზრით, მსაჯს თავად უნდა ჰქონდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება საჯარიმოში ხელის თამაშის დროს. დღევანდელი წესებით საჯარიმოში ყველა „ხელზე მოხვედრა“ – პენალტია. ჰოდა, UEFA-ს ამ წესის გადახედვა სურს. „ძალიან ხშირად ხდება, რომ ბურთი ფეხბურთელს შემთხვევით ხვდება ხელზე. რადგან ასეთ შემთხვევებს ვერ გავექცევით, ისინი პენალტით...
ევრო თავდაყირა
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გაისად გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. ყველაფერი რიგზე ვერ არის, კორონავირუსმა ბევრი რამ აურია და შესაძლოა, კიდევ აურიოს. – ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება. თუმცა შესაძლოა, მასპინძელი ქალაქების რიცხვი შემცირდეს. ანუ, ევრო-2020 არა 12 ქალაქში, არამედ 11-ში, ან 6-ში, ან 5-ში გაიმართოს. არაა გამორიცხული, რომ ერთ კონკრეტულ...








