ჭდე: ალექსანდერ ჩეფერინი

Home ალექსანდერ ჩეფერინი
სუპერთასი ხალხით
ჩანაწერი

სუპერთასი ხალხით

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში გასამართ „ბაიერნი“ – „სევილიას სეპერთასზე მაყურებელს დაუშვებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვით – მხოლოდ 30 პროცენტს სტადიონის საერთო ტევადობისა. შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით ევროთასების ყველა შეხვედრა უმაყურებლოდ ტარდება. „ამ გადაწყვეტილებით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ფეხბურთი ძნელბედობის ჟამსაც გრძელდება. თუმცა გულშემატკივრის გარეშე თავისი აზრის გარკვეული ნაწილი დაკარგა. უეფას სუპერთასის მატჩი...

UEFA-ს რვათა ფინალი მოეწონა
ჩანაწერი

UEFA-ს რვათა ფინალი მოეწონა

დასრულდა ევროსეზონი – ჩემპიონთა და ევროპის ლიგამ მორიგი გამარჯვებული ჩაწერეს ისტორიაში, თუმცა სეზონი გვიან დასრულდა, გვიან და ახლებურად. კორონავირუსის პანდემიის გამო UEFA-ს ევროტურნირების დასრულება შემჭიდროვებული ფორმატით მოუწია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ორმა სტადიონმა უმასპინძლა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მიუნხენის „ბაიერნმა“ მოიგო, ხოლო ევროპალიგის დასკვნითი შეხვედრები გერმანიის ოთხ ქალაქში (გელზენკირხენი, კიოლნი, დიუსელდორფი და...

უეფა სეზონს აგვისტოში დაამთავრებს
ჩანაწერი

უეფა სეზონს აგვისტოში დაამთავრებს

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროსეზონის დასრულებას აგვისტოში აპირებს. „გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როდის დავასრულებთ ევროსეზონს. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ჩემპიონატების უმრავლებაც დასრულდება. ვინც ასე არ გააკეთა ან არ გააკეთებს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, თუ გაისად უეფას ეგიდით ჩასატარებლ ტურნირებზე თამაში სურთ, ყველა შემთხვევაში მოუწევთ საკვალიფიკაციო რაუნდების გავლა....

ივნისის შუიდან ივლისის ბოლომდეო
ჩანაწერი

ივნისის შუიდან ივლისის ბოლომდეო

პრემიერლიგის შეფები შეწყვეტილი სეზონის დამთავრებას ივლისის ბოლოს აპირებენ. უეფასა და სხვა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებთან ვიდეოთათბირისას მათ ბოლო დღედ 31 ივლისი ახსენეს. ეს გადაწყვეტილება, შეთანხმება თუ თარიღი უეფას საშუალებას მისცემს ევროთასები აგვისტოში ჩაატაროს. თავის მხრივ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი კულტურის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა ფეხბურთის ბოსებს რჩევა მისცა, როდესაც შეწყვეტილ სეზონს განაახლებთ, ხალხს ტელერეპორტაჟებში ფულს ნუ გადაახდევინებთო. ინგლისის...

არსენალს ლიგაში რა უნდა?
ჩანაწერი

არსენალს ლიგაში რა უნდა?

უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,...

კორონა სან-სიროზე აფეთქდა
ჩანაწერი

კორონა სან-სიროზე აფეთქდა

უეფას პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ. ალექსანდერ ჩეფერინის საქმიანობით სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეშ იანშაა უკმაყოფილო. „ის, რომ ფეხბურთი პანდემიის გამოცხადებიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ შეწყდა, უპასუხისმგებლო და დანაშაულია. ჩეფერინიმ დაუშვა, რომ ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩი ჩატარებულიყო, რაც საბოლოოდ ბიოლოგიური ბომბი გამოდგა. უეფამ არ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებები, თუმცა რა გასაკვირია, მათ ხომ მხოლოდ ფული ადარდებთ,”-...

ოპტიმიზმი: ლიგა აგვისტოში
ჩანაწერი

ოპტიმიზმი: ლიგა აგვისტოში

ბრიტანული მედიის ცნობით, უეფა სულ უფრო მეტად იხრება იმ ვერსიისკენ, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევრიპა ლიგის დარჩენილი ნაწილი აგვისტოში გაიმართოს. მთლიანად ეს პროცესი სამ კვირაში უნდა ჩაეტიოს. ამავე გეგმის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატები არაუგვიანეს ივნისის შუა რიცხვებისა უნდა განახლდეს და ივლისის ბოლომდე დასრულდეს. აპრილში უეფამ ევროტურნირები უვადოდ გადადო და გაჩნდა ვარაუდი, რომ ევროთასები შემოდგომით დაგვიბრუნდებოდა. უეფას...

როგორ შეიძლება ლივერპული ჩემპიონი არ გახდეს?!
ჩანაწერი

როგორ შეიძლება ლივერპული ჩემპიონი არ გახდეს?!

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, „ლივერპული” ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდება. ჩეფერინს სწამს, რომ მერსისაიდელები ტიტულს იმსახურებენ. მართლაც, ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტისთვის, „ლივერპული” უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებდა და გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე ორად ორი მოგებაღა რჩებოდა. მოგეხსენებათ, შემდეგ პანდემიამ პრემიერლიგის ჩემპიონატი შეაჩერა, თუმცა ერთიცაა — კლუბების თავმჯდომარეებს იმედი აქვთ,...

ჩეფერინმა ვადა დათქვა
ჩანაწერი

ჩეფერინმა ვადა დათქვა

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ თუ შეწყვეტილი 2019-2020 წლების საფეხბურთო სეზონი ივლისამდე ვერ განახლდება, ის შეიძლება გამოვიტიროთ. ჩეფერინმა ევროპის საფეხბურთო დიდმოხელეებთან არაერთი კონსულტაცია გამართა და ყველა ღონე იხმარა რაიმე გამოსავალი რომ მოეძებნათ. 52 წლის სლოვენიელმა იურისტმა იტალიურ „ლა რეპუბლიკას” მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა: „ჩვენ ვცდილობთ მაისის შუაში, ან მაქსიმუმ ილისამდე განვაახლოთ შეწყვეტილი სეზონი, მაგრამ...

შოუ უნდა გაგრძელდესო?
ჩანაწერი

შოუ უნდა გაგრძელდესო?

ლარს კრისტერ ოლსენი შვედი კაცია, რომელიც 2007 წლამდე უეფას აღმასრულებელ კომიტეტს უძღოდა, ახლა კი ევროპის წამყვანი ლიგების (მათ რიცხვში პრემიერლიგის, ბუნდესლიგისა და ლა ლიგის) გაერთიანებას უდგას სათავეში. ის ამბობს, რომ შეწყვეტილი ჩემპიონატები აუცილებლად უნდა დასრულდეს! მან აგრეთვე მიმართა ისეთ მსხვილ ტელემაუწყებლებს, როგორებიც არიან Sky და BT. ოლსენი მათ ფინანსურ ზარალზე წასვლისა და ამით მსოფლიო ფეხბურთის გადარჩენისკენ მოუწოდებს....