ჭდე: ჯაბა კანკავა

Home ჯაბა კანკავა
წითელი ტური
ჩანაწერი

წითელი ტური

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში ფეხბურთელი გააძევეს, ერთში კი ორი. კერძოდ, „თელავი“ – „დინამოს“ მატჩში მსაჯმა ჯერ ჯაბა კანკავა დაითხოვა მინდვრიდან, შემდეგ კი განელი ბარნს ოსეი. ამის მიუხედავად თელაველებმა მაინც ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ქულების აღება. ცალკე გამოსაყოფია კანკავას ამბავი – 39 წლის საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მიმდინარე სეზონში მესამედ მიიღო წითელი ბარათი… ამჯერად...

აგვისტომდე წავედით…
ჩანაწერი

აგვისტომდე წავედით…

ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურში სამი დუბლი შესრულდა და ორი ფეხბურთელი გააძევეს. ლიდერი თბილსის „იბერიაა“ 44 ქულით, მას კვალში გორის „დილა“ მიჰყვება 38 ქულით, სამეულს კი 30-ქულიანი „ბათუმი“ ავსებს. სხვათა შორის, წინა სეზონში მეორე წრის გამარჯვებული „დილა“ გახლდათ 39 ქულით. „იბერია“ კი მესამე საფეხურზე იდგა და ლიდერს 7 პუნქტით ჩამორჩებოდა. გაძევებები ვახსენეთ და...

იბერია კოლხეთმა შეაჩერა
ჩანაწერი

იბერია კოლხეთმა შეაჩერა

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილებები არ მომხდარა. ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ლიდერმა „იბერიამ“ „კოლხეთთან“ მატჩში ფრედ დაასრულა. თბილისელებისთვის ეს შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული ზედიზდ 27-ე წაუგებელი მატჩი გახლდათ. იბერიამ ორი ქულა კი დაკარგა, თუმც მაინც საგრძნობი უპირატესობით უსწრებს უშუალო მდევარ „დილას,“ რომელმაც „ბათუმი“ სტუმრად 3:0 გაანადგურა. ქართლელების უპირტესობა უფრო დიდი იქნებოდა 36-ე წუთზე ანდრონიკაშვილს...

ყველაზე სწრაფი ეკონგოლო
ჩანაწერი

ყველაზე სწრაფი ეკონგოლო

ეროვნული ლიგის მესამე ტური თავიდანვე მოულოდნელობით დაიწყო: „თელავმა“ ქუთაისში „ტორპედოს“ 2:1 მოუგო. მოგეხსენებათ, ქუთაისელებს ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ, მაგრამ დირკ შუსტერის გუნდი მიჯრით მეორედ დამარცხდა. მოულოდნელიო, ვთქვით, თუმცა თუ თელაველთა ენერგიულ თამაშს ვნახავთ, არც ანგარიში მოგვეჩვენება გაზვიადებულად. მოკლედ, ვალერი გაგუას გაწვრთნილმა კახურმა კლუბმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და  მეორე ადგილზე დადგა. გოლები თელაველთა ახალწვეულებმა,...

პსჟ, პნნ და დინამო…
ჩანაწერი

პსჟ, პნნ და დინამო…

თბილისის „დინამომ“ ახალი სეზონისთვის პორტუგალიში შეკრება გაიარა. კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელა, თბილისელებმა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნაკრებში ნათამაშები ვაკო გვილია დაიმატეს, ამას გარდა გუნდში ჩაირიცხნენ ლეგიონერები  – ჯონ არტური,  დანიელ ოვუსუ და ლეო ასუნსეო. ცოტა ხნის წინ კი „დინამოს“ ნიკოლოზ ქუთათელაძე შეუერთდა. ქუთათელაძე სხვადასხვა დროს პრაღის „სლავიის“, „ლილისა“ და პსჟ-ს აკადემიებში...

20 წლის შემდეგ, ისევ 23…
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ, ისევ 23…

ჯაბა კანკავა 20 წლის შემდეგ ისევ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია და ისევე როგორც ოცი წლის წინ, ამჯერადაც 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერი „დინამომ“ცოტა ხნის წინ დაადასტურა, ახლა კი 38 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშემ კარიერის მშობლიურ კლუბში დასრულება გადაწყვიტა და „დინამოსთან“ კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა. კანკავა „დინამოს“ ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა, სწორედ...

ჯაბა დინამოშია!
ჩანაწერი

ჯაბა დინამოშია!

თბილისის „დინამოს“ ჯაბა კანკავა დაუბრუნდა… დაუბრუნდა 20 წლის შემდეგ. კონტრაქტი ჯერჯერობით ერთწლიანია, თუმც ვინ იცის, 38 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად თავს ახლაც მშვენივრად გრძნობს და მისი ხასიათის გათვალისწინებით, მშობლიურ გუნდს, ეგებ მეტხანსაც შემორჩეს. „დინამოდან“, სადაც შედგა კიდეც საქართველოს ნაკრების მომავალი კაპიტნის დებიუტი დიდ ფეხბურთში, კანკავამ ვლადიკავკაზის „ალანიას“ მიაშურა, შემდეგ კი იყო: კიევის „არსენალი“, „დნეპრი“, კრივბასი“, ფრანგული...

რატომ (არ) წავიდა ჯაბა?
ჩანაწერი

რატომ (არ) წავიდა ჯაბა?

ჯაბა კანკავამ განცხადება გაავრცელა – ევრო 2024-ზე არ წავალო. მარტში კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა, მაშინ როცა ისტორიული საქმე იყო გასაკეთებელი, გუნდი ევროპაზე უნდა გასულიყო. მან მინდორზე მეტი გასახდელში გააკეთა. იმ თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ის იყო – ცვლილებაზე შესულ კანკავას გურამ კაშიამ სამკლავური მინდორზევე რომ დაუბრუნა. და რატომ თქვა ჯაბამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი? მით...

დაიწყო…
ჩანაწერი

დაიწყო…

საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის  მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებითვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ დაბინავდა და „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება. საქართველოს ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა 38 წლის (18 მარტს გახდა) ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. საქართველო – ლუქსემბურგის...

მხოლოდ გამარჯვება !!!
ჩანაწერი

მხოლოდ გამარჯვება !!!

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან მატჩისთვის შეკრების დაწყებამდე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. ვილი სანიოლი „ჯაბა კანკავას დაბრუნებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი. თავის დროზე პატივი ვეცით ნაკრებიდან წასვლაზე მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამაზე ველაპარაკე იაშვილსაც და სხვებსაც. ჯაბას როცა ვესაუბრე, მითხრა, რომ მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდემიმე წუთით...