საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს და ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართავს. დღეს კი ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული მათცისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ შეიკრიბება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობას უბრუნდება 37 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. ჯაბამ ეროვნული გუნდის მაისურით პირველად 2004 წლის 8...
ჭდე: ჯაბა კანკავა
ჯოვინო 96 ნომრით…
„ბათუმის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს – „ვალენსიენმა“ იგი ოფიციალურად წარადგინა. ახალ კლუბში ჯოვინო 96-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ფლამარიონმა „ბათუმთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ბრაზილიელმა სეზონში 17 გოლი გაიტანა და ზურაბ მუსელიანთან („გაგრა“) და ზორან მარუშიჩთან („დინამო“) ერთად საუკეთესო ბომბარიდირი გახდა, ამას გარდა ის სეზონის...
ოხერი რამაა კარმა…
არველაძე vs კობიაშვილის ყველაზე სკანდალურ არჩევნებამდე 111 დღით ადრე (13 ივნისი. 2015) საქართველოს ნაკრებმა ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან 0:4 წააგო.(იმ მატჩში სამი გოლი ლევანდოვსკიმ გაგვიტანა, თუმცა ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის). საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში აკლდა ჯაბა კანკავა, რომელსაც არც ტრავმა ჰქონდა და არც რაიმე სხვა პრობლემა ჰქონია. უბრალოდ, ფედერაციაში ეგონათ, რომ ჯაბა… დისკვალიფიცირებული იყო. აი,...
კაშია სლოვაკურ სიმბოლურში
სლოვაკეთის ჩემპიონატი ქართული ტრიოს (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე) „სლოვანის“ ჩემპიონობით დასრულდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რაშიც ქართველი ფეხბურთელების წვლილიც საკმაოდ დიდია. „ფორტუნა ლიგის“ ოფიციალურმა ვებ გვერდმა სეზონის ბოლოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც გურამ კაშია მოხვდა. კაშიას გარდა „სლოვანიდან“ სეზონის გუნდში კიდევ ხუთი ფეხბურთელია – ლუკას ლოვატი, იური...
ქართული ტრიო ჩემპიონია
სლოვაკეთის ჩემპიონატის „ფორტუნა ლიგაში“ ბრატისლავის „სლოვანმა“ სტუმრად „ბანსკა ბისტრიცა“ 2:1 დაამარცხა, ორი ტურით ადრე სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა და ზედიზედ მეხუთედ გახდა ქვეყნის საუკეთესო გუნდი. ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (72 წუთი ითამაშა) დააყენა, გურამ კაშია კი მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა. საბოლოო ჯამში ბრატისლავის „სლოვანმა“ 69 ქულა დააგროვა,...
ჩვენების ახალი კონტრაქტები… ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაუძახეს…
ბრატისლავის „სლოვანმა“ საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიასა და ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას კონტრაქტები ერთი წლით გაუხანგრძლივა. „გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მომავალ სეზონშიც ჩვენი ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, რის გამოც ქომაგმა ძალიან შეიყვარა. ბედნიერი ვარ მათთან დადებული ახალი ხელშეკრულებებით“, – განაცხადა კლუბის დირექტორმა. „სლოვანის“ მესამე ქართველის, გიორგი ჩაკვეტაძის ბედი კი ჯერ...
ვაისმა ბათუმი შეგვიქო…
„იმ უიღბლობის შემდეგ, რაც მე და ქართულ ფეხბურთს შეგვემთხვა, საქართველოში პირველად ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა, ჩემი სიყვარული კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ“, – როგორ ფიქრობთ, ვისი სიტყვებია? დიახ, ვლადიმირ ვაისის, ვისი ხელმძღვანელობითაც საქართველომ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. წააგო, სწორედ მწვრთნელის უაზრო გადაწყვეტილებები გამო და აგერ, ახლა ამბობს, რომ „უიღბლობა, რაც...
ჩაკვეტაძე 70
ბრატისლავის „სლოვანმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით ამ კლუბში ითამაშებს. ჩვენიანი შემტევი 70-ნომრიან მაისურას მოირგებს… შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელია და სლოვაკეთამდე გერმანულ „ჰამბურგში“ იყო განათხოვრებული. შეგახსენებთ ასევე, რომ „სლოვანში“ გიორგის თანამემამულეები – ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და კაპიტანი გურამ კაშია დახვდებიან....
კაშია და კანკავა ბათუმში მოდიან
შვეიცარიულ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპული ტურნირების წილისყრა გაიმართა. გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეები როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე. საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე ქართველების კარგად ნაცნობი ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავკაცობს, ხოლო გუნდის შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება,...
ბათუმის ხუთი სავარაუდო
ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), სლოვანი (სლოვაკეთი), ლინკოლნი (გიბრაკტარი), შემროკ როვერსი (ირლანდია), – ამათგან ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე. წილისყრა 14 ივნისს შედგება. აზერბაიჯანისა და მოლდოვის ჩემპიონებს ჩვენებთან ადრეც უთამაშიათ. სლოვაკურ „სლოვანში“ კი მოგეხსენებათ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისი იყო, რომელმაც კლუბი ახლახან დატოვა. გიბრალტარის...









