ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ქუჩაში ჩხუბით გაიხსნა: „ბარსასა” და პსვ-ს ფანებმა ერთმანეთისთვის მუშტები არ დაინანეს. ფოტოები და ვიდეოკადრები მოსახლეობამ აივნებიდან გადაიღო. ბრძოლაში მხარეები იყენებდნენ ყველაფერს: სკამებს, მაშხალებს და ასე შემდეგ. პრესა წერს, კიდევ კარგი ეს საომარი განწყობილება სტადიონზე აღარ გადავიდაო. თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
სალაჰს ეწყინა თუ გაუხარდაო?
რობერტო ფირმინო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მსაჯის წამატებულ წუთებზე გოლი შეაგდო — ეს იყო გამარჯვების დარტყმა, რომელმაც „ენფილდ როუდზე” გრძნობათა ენითაუწერელი ვულკანი ამოხეთქა. მერსისაიდელებისა და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ნამდვილი ბლოკ-ბასტერი გამოდგა. „ლივერპული” 2:0-ს იგებდა, პარიზელებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს და მერე კი მოხდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ფირმინო სათადარიგოთა სკამზე...
მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო
„გამპერის თასის” წინ ლიონელ მესიმ თქვა, რომ ამ სეზონში „ბარსელონა” ყველა ღონეს იხმარს რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. დღეს „ბლაუგრანა” იწყებს, თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე „ეინდჰოვენს” მასპინძლობს. მატჩისწინა ინტერვიუში ფილიპე კოუტინიუმაც დიდი ენთუზიაზმით ილაპარაკა. კოუტინიუს კატალონიელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსამ”, რომლის შემადგენლობაშიც არც მეტი არც ნაკლები მესი თამაშობს, ბოლო ხუთ...
ჩვენ კი ნამდვილი ნეიმარი შეგვიტევს
დღეს „ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩია, „ლივერპული” „პარი სენ ჟერმენს” ხვდება და მასპინძელთა მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები ნეიმარის გამოთიშვის მიზნით მის გადათელვას არ შეეცდებიან. მან ისიც აღიარა, რომ ბრაზილიელის განეიტრალება ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეა. „ნეიმარი პსჟ-მ ბოლო ტურის შეხვედრაში დაასვენა ასე რომ, ჩვენთან სათამაშოდ 100 პროცენტით იქნება მზად. ის დაშავებულიც აღარ არის. „ენფილდზე” სრულყოფილ ნეიმარს...
სალაჰ, მიეცი პასი!
იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისმა „ლივერპულმა” „თამაშების მოკვლა” უნდა ისწავლოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იმის მტკიცება, რომ რაკიღა გუნდი გასულ სეზონში ფინალში იყო, ახლა მაინცდამაინც უნდა გაიმარჯვოს, გერმანელი მწვრთნელის აზრით გადაჭარბებულია. შაბათს მერსისაიდელები სტუმრად „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შეხვდნენ და 2:1 მოუგეს. ანგარიში ჟორჟინიო ვინალდუმმა გახსნა, მეორე რობერტო ფირმინომ შეაგდო, „დეზებმა” კი მხოლოდ მსაჯის წამატებულ წუთებზე შეძლეს...
მოურინიუ: მატჩის წინ რონალდუ სარკეში იპრანჭება
ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მოყვარულებს გული არ დასწყვიტა — წარმოიშვა რამდენიმე ინტრიგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „იუვენტუსის” დაპირისპირებაა: ჟოზე მოურინიუ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. თითქოს ორი პორტუგალიელის შეხვედრაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ისინი „რეალში” ერთად მუშაობდნენ და კონფლიქტით დაშორდნენ. მოურინიუ 2013 წელს „სანტიაგო ბერნაბეუდან” მის გაგდებაში თუკი...
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი
30 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს უეფა დაჯილდოებათა დიდ ცერემონიალს მოწყობს. ადრე მოგახსენეთ, რომ ამ შოუზე უნდა გამოვლინდეს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე როგორც კაცებს ასევე ქალებს შორის. სამმოთამაშიანი შორთ-ლისტები უკვე ცნობილია. ახლა ევროპული ფეხბურთის გამგებლებმა 2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის და თავდამსხმელის სამკაციან შორთ-ლისტებს აჰხადეს ფარდა. ესენია: მეკარეები:...
რეალზე ორჯერ ძლიერი ბაიერნი
რა მაცოფებს? ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებისას აშკარად დავინახე — „რეალის” დამარცხებაც შეგვეძლო და „ლივერპულისაცო”, თქვა „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „აბენდცაიტუნგთან” ინტერვიუში ფინალიდან ერთი კვირის მერე. ჰიონესმა თავისი აზრი უფრო მძაფრადაც კი გამოხატა: „ნახევარფინალში „რეალს” ორჯერ ვჯობდით. ხოლო შემდეგ, როდესაც ფინალს ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ეს თასი ჩვენ უნდა აგვეღო”. მეორე ხრივ, პრეზიდენტის ნათქვამი იმას...
კლოპს კარგი ამბავი აქვს
იურგენ კლოპი ამბობს, რომ შაბათს, კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „რეალითან” მის „ლივერპულს” გამარჯვების კარგი შანსი აქვს. „მოწინააღმდეგეს მართლა ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ერთი კარგი ამბავი მაქვს: ჩვენც კარგი გუნდი გვყავს”, — თქვა კლოპმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ფინალისთვის მზადებას მიეძღვნა. მადრიდელები ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გასაკვირი არ არის, რომ ფავორიტებად ითვლებიან,...
ლივერპულის აღლუმი 27 მაისს
„ლივერპულის” ფანები უკმაყოფილონი არიან — ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ საზეიმო აღლუმის გეგმები ისე ვერ ეწყობა როგორც მათ უნდათ. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ „რეალს” დაამარცხებენ და თასს მოიგებენ. გეგმა კი ასეთია: „ლივერპულმა” 26 მაისს კიევში უნდა გაიმარჯვოს, ხოლო მეორე დღეს, 27-ში, კვირას, ქალაქში, გულშემატკივართა გასახარად თასი ჩამოატაროს. მათდა სამწუხაროდ, ამ აღლუმს ვერ უსწრებენ გუნდის ყველაზე თავგადაკლული...









