ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ამბობს, რომ „ბაიერნი” მსოფლიოს ტოპ-გუნდი აღარ არის.
„მიმდინარე სეზონში მიუნხენელთა ბევრი მატჩი ვნახე. ისინი ნელა ირჯებოდნენ, ოსტატობა აკლდათ. ფეხბურთს გაბრაზებული უნდა თამაშობდე, ბავარიელებს კი სწორედ ეს ბრაზი აკლიათ. მათი პრობლემა მტკიცე ხასიათის არქონაა. არსად ჩანს სიმტკიცე, რომლის წყალობითაც მათ მეტოქე უნდა დაამარცხონ. დღეს ჩვენ სხვანაირ „ბაიერნს” ვუყურებთ”, — თქვა კაპელომ მონტე კარლოში გერმანიის საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას.
გერმანულ თემაზე საუბრისას „მილანის”, „რეალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ჩემპიონთა ლიგაში „დორტმუნდის” „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 წაგების გამო გაკვირვება გამოხატა.
„თამაშის წინ ვფიქრობდი, რომ „დორტმუნდი” ძლიერი გუნდი იყო, რომელიც სწრაფი შემტევი ფეხბურთით მეტოქეს დიდ პრობლემებს შეუქმნიდა, მაგრამ დაიწყო სეხვედრა და ეს ვერ დავინახე. და კიდევ, მათ ორი ტაიმიდან ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ითამაშეს. რატომ მოხდა ასე, ვერ ვხვდები”.
და ბოლოს, ფაბიო კაპელოს აზრით ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფავორიტი „მანჩესტერ სიტია”.
„მანჩესტერელებს ჰყავს გუნდი, რომელშიც მხოლოდ 14-15 ფეხბურთელი კი არ თამაშობს, არამედ მნიშვნელოვნად მეტი. ვინმე თუ დაშავდება, მათ შეუძლიათ ეს ფეხბურთელი სრულყოფილად შეცვალონ”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
