ჩოჩქოლი იყო „ლივერპულისა” და „ბაიერნის” 0:0 დამთავრებული მატჩის შემდეგ — ბავარიელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ლივერპულელთა თავკაცისთვის იურგენ კლოპისთვის ხელის ჩამორთმევას ლამობდა, ის კი რაღაცას უმტკიცებდა, ხელებს შლიდა, თითქოს გაურბოდა, თითქოს საყვედურობდა. მომხდარს ნათელი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მოეფინა. კლოპმა, რომლის გუნდიც 13 მარტს მიუნხენში საპასუხო შეხვედრისთვის უნდა ჩავიდეს, თქვა: „მე მინდოდა ნიკოსთვის ხელი თამაშის დამთავრებისთანავე ჩამომერთმია, ის...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ბაიერნი დაჩამიჩდა
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ამბობს, რომ „ბაიერნი” მსოფლიოს ტოპ-გუნდი აღარ არის. „მიმდინარე სეზონში მიუნხენელთა ბევრი მატჩი ვნახე. ისინი ნელა ირჯებოდნენ, ოსტატობა აკლდათ. ფეხბურთს გაბრაზებული უნდა თამაშობდე, ბავარიელებს კი სწორედ ეს ბრაზი აკლიათ. მათი პრობლემა მტკიცე ხასიათის არქონაა. არსად ჩანს სიმტკიცე, რომლის წყალობითაც მათ მეტოქე უნდა დაამარცხონ. დღეს ჩვენ სხვანაირ „ბაიერნს” ვუყურებთ”, — თქვა კაპელომ...
კარადის ბრალია
გაძევების შემდეგ პოლ პოგბა გასახდელში კარადას მუშტებს ურტყამდა, შემდეგ კი თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა — ეს ამბავი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც პოგბას გუნდმა „ოლდ ტრეფორდზე” 0:2 წააგო. და როგორც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, ამ დღეს დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნერ სულშერმაც პირველად ჩართო თავისი ფენი — ფენს ინგლისში...
რამოსის განზრახ ყვითელი
სერხიო რამოსმა ფაქტობრივად აღიარა, რომ „აიაქსთან” შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი ძალად მიიღო. შეგახსენებთ, რომ „რეალმა” ამსტერდამში 2:1 მოიგო და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. მთავარი ევროპული შეჯიბრების მოქმედმა გამარჯვებულმა რომელიც ზედიზედ მეოთხე ტრიუმფისთვის იბრძვის, ქარიმ ბენზემასა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით აჯობა ჰოლანდიის სახელოვან გუნდს, რომელთა მხრიდან ჰაკიმ ზიეჩმა შეაგდო. და როდესაც თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთი...
რუმენიგე საზმაუს ითხოვს
ლეგენდარული კარლ-ჰაინც რუმენიგე ძალ-ღონის დაუშურველად ცდილობს დაამტკიცოს, რომ გერმანიაში ჩემპიონთა ლიგას არაკომერციული (უფასო) ტელევიზიები უნდა გადაცემდნენ. „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „ამასწინათ პრესაში გამოქვეყნდა ტელემაყურებელთა სტატისტიკა. თურმე, მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგა ZDF-ზე (საზოგადოებრივ მაუწყებელზე) აღარ გადაიცემა, მას მაყურებელთა 84% მოაკლდა. ამიტომაც ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უეფასთან ბალანსში ვიყოთ და...
ჩემპიონთა ლიგა შაბათ-კვირასო?
ბევრჯერ უთქვამთ, რომ ჩემპიონთა ლიგა სრულყოფილებასთან ახლოს მყოფი შეჯიბრებაა, მაგრამ ვინაიდან ამქვეყნად სრულყოფილება არ არსებობს, უეფა და ევროპის კლუბთა ასოციაცია მისი გადასხვაფერების ვარიანტებზე ფიქრობენ. ამ ეტაპზე გეგმაშია 2021 წლიდან ლიგის თამაშების შაბათ-კვირას ჩატარება. ზემოთ ნახსენებ ორ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს შეჯიბრებას გააძლიერებს როგორც სპორტული, ასევე კომერციული კუთხით. თავისთავად იდეა ახალი არ გახლავთ. მას უკვე წლებია...
„ბაიერნს” „ლივერპულთან” შანსი არ აქვს
„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ წილსყრა სხვა ჯგუფების პირველადგილოსნებს აარიდებს. მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფლეი-ოფში მას სუსტი მეტოქე შეხვდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს ისეთმა გუნდებმა, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „რომა”, „ლიონი”, „ატლეტიკო” და „ლივერპული”. „შპორტ ბილდის” აზრით ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახიფათო...
ბარსელონაში ლონდონელები სცემეს
როგორც ირკვევა, „კამპ ნოუზე” ბარსელონელმა სტიუარდებმა და სპეცრაზმელებმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანები ხელჯოხებით სცემეს. ლაპარაკია სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 1:1 დასრულდა. ამ ინციდენტის დამადასტურებელი ვიდეო „სფურზის” მავანმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში დაპოსტა. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ლონდონელები არაფერს აშავებენ, ბარსელონელი ძალოვნები კი მათ ხელჯოხებს ურტყამენ. ფანმა, რომელსაც ჰქვია...
თავში პანღური და სხვა დაძაბულობები
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ყველაზე დაძაბული მატჩი ამსტერდამში გაიმართა. „აიაქსმა” და „ბაიერნმა” 3:3 ითამაშეს. შედეგად, გერმანულმა კლუბმა E ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა, ჰოლანდიური კი მეორეზე გავიდა. შეხვედრის დრამატულობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ექვსი გოლიდან ბოლო სამი 87-ე, 90-ე და მსაჯის მეხუთე წამატებულ წუთებზე გავიდა. აქედან ორი (87-ეზე და 90-ზე) ბავარიელებმა გაიტანეს, ხოლო...
ფეხბურთელების ცოლის ცრემლები
მაურო იკარდის ცოლი ვანდა ნარა ატირდა. მიზეზი: „ინტერი” ჩემპიონთა ლიგას ჩამოშორდა. ბოლო ტურში მილანელები „ეინდჰოვენს” შეხვდნენ, მათი კონკურენტი „ტოტენჰემი” კი „ბარსელონას” გაეჯიბრა. ორივე თამაში 1:1 დასრულდა. ფლეი-ოფში „ტოტენჰემი” გავიდა. არადა, „ნეროაძური” პსვ-თან ფავორიტად ითვლებოდა. სხვათა შორის, „სან სიროზე” ანგარიში პსვ-მ გახსნა, იკარდიმ თავურით გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს. ნარა „ინტერის” წარუმატებლობას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს...





