„რეალმა” „პარი სენ ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პირწმინდად წააგო, 0:3. მატჩის შემდგომ მადრიდელთა ფრანგმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თქვა: „მათ ჩვენ ყველაფერში გვაჯობეს, ბურთაობაში, ნახევარდაცვაში… მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა ის იყო, რომ ჩვენ ინტენსივობა გვაკლდა. ძნელია, როდესაც ძლიერად არ იწყებ. „პარი სენ ჟერმენი” სახიფათო მომენტების შექმნაში ძლიერია, მაგრამ, ვიმეორებ, ეს არ მადარდებს. მადარდებს ის,...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ერიკსენი არაფრად ვარგა
ჩემპიონთა ლიგა ბევრი მოულოდნელობით დაიწყო. მათ შორის გახლდათ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” 2:2 ათენში, „ოლიმპიაკოსთან”, სადაც შედეგზე მეტად ჩრდილო ლონდონელთა უხარისხო თამაში იყო გასაკვირი. „სანი” წერს, რომ ამ დღეს „სფურზის” მოთამაშეებიდან ბევრი ჩაფლავდა, რომელთა შორის დანიელი კრისტიან ერიკსენი გამოირჩეოდა. ინგლისურმა გაზეთმა ერიკსენის კრიტიკას ცალკე წერილი მიუძღვნა. როგორც ჩანს, „სანი” გააღიზიანა იმან, რომ თამაშის 54-ე წუთზე სწორედ დანიელის...
კლოპი გერმანელ მსაჯზე გაბრაზდა
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა” ახალი სეზონი ცუდად დაიწყო — სტუმრად „ნაპოლისთან” წააგო 0:2. იტალიურმა გუნდმა ანგარიში პენალტით გახსნა და სწორედ ამ თერთმეტმეტრიანმა გააბრაზა მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი. გერმანელის რისხვის ობიექტი მისი თანამემამულე მსაჯი ფელიქს ბრიჩი გახდა. ინტერნეტის ეპოქაში საფეხბურთო ეპიზოდის სიტყვებით აღწერა უმადური საქმეა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სადავო პენალტი უფრო ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ხოსე...
რა ღირს ჩემპიონთა ლიგა?
ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყების წინ უეფამ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, როგორი იქნება საპრიზო თანხები წლევანდელ ევროტურნირებში. ახალი არაფერია, რადგან უეფა სარეკლამო კონტრაქტებს სამწლიანი ციკლით აფორმებს და ახლები მხოლოდ 2021 წელს დაიდება. ორი ევროტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 3,25 მილიარდი ევროა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგი ტარიფებია: მოგება -2,7 მილიონი. ფრე – 0.9 მილიონი. ჯგუფიდან გასვლა –...
რეალს გამოცდები ეწყება
სანაკრებო კვირეული დასრულდა. ახლა საკლუბო ორომტრიალი გაგრძელდება. „რეალს”, რომელიც სეზონის დასაწყისში ვერ ქუხდა, უახლოეს კვირებში ორ-ორი თამაში ელის. კერძოდ, მადრიდელებს მომდევნო 22 დღეში შვიდი შეხვედრა უწევთ — ხუთი ლა ლიგაში და ორი ჩემპიონთა ლიგაში. ამ პერიოდში გაიმართება გამორჩეული მატჩები „პარი სენ ჟერმენთან”, „სევილიასთან” და მადრიდული დერბი „ატლეტიკოს” წინააღმდეგ. ეს საგამოცდო პერიოდი შაბათს, 14 სექტემბერს, „სანტიაგო...
კარტოფილი და ტოტენჰემი
ლონდონში და ინგლისში რომ „ტოტენჰემს“ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს რა გასაკვირი ამბავია. ეგ კი არა, „დეზებს“ ქომაგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუნდაც საქართველოშიც ეყოლებათ. მართალია, არა ისეთი რაოდენობით, როგორც ევროპულ გრანდებს, მაგრამ „ტოტენჰემის“ წარმატება ნისლიან ალბიონს მიღმაც უხარიათ და თან ისე, რომ მავანი მზად არის მშობლების მიერ დარქმეულ სახელზე უარი თქვას და პასპორტში ლონდონური გუნდის სახელწოდება ჩაიწეროს....
დორტმუნდი სტრესს ელის
„დორტმუნდის” ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ცორკი (ფოტოზე), რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, თავისი კარიერის ერთადერთი გუნდის სახელით 463 შეხვედრაში 131 გოლი გაიტანა, ახლა „შავ-ყვითლების” სპორტული დირექტორია. და ის დორტმუნდელთა ახალი კალენდრით ძალიან უკმაყოფილო გახლავთ. გუშინ, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ გამოაქვეყნა ბუნდესლიგის მომავალი სეზონის თამაშების განრიგი. 17 აგვისტოს, პირველ ტურში, „დორტმუნდი” „აუგსბურგს” მასპინძლობს, მაგრამ ეს შეხვედრა ხელს არავის უშლის. პრობლემა...
ნეიმარი უარით მიაბრძანეს
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნეიმარის საჩივარი არ დააკმაყოფილა. „რენთან“ წაგებულ თასის ფინალში პსჟ-ს თავდამსხმელმა გულშემატკივრის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ბრაზილიელმა ორი შეხვედრა უკვე გამოტოვა, მესამე კი ისევ „რენთან“ დაპირისპირება იქნება, ამჯერად სუპერთასზე. ფინალის შემდეგ ნეიმარი ერთერთმა ქომაგმა გააჩერა და მასთან გასაუბრება სცადა, თუმც 27 წლის ფეხბურთელისგან სახეში სილა მიიღო. ეს ბრაზილიელი ფორვარდის დასჯის პირველი...
ოქროზე ძვირი ლივერპული
ლივერპულის ფეხბურთელისთვის ფული პრობლემა არ არის, თუმც ძვირფას საჩუქარზე უარს არც ისინი იტყვიან. ბრწყინვალე სეზონის და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, მერსისაიდელთა ხელმძღვანელებმა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს მსუყე პრემიებთან ერთად, გვარიანი ძღვენიც მიართვეს – მათ უნიკალური დიზაინის სმარტფონები ჩამოურიგეს. ოქროს iphone X-ზე თითოეული ფეხბურთელის სახელი და გვარი და სათამაშო ნომერი წერია, უკანა მხარეს ჩემპიონთა ლიგის თასი ამშვენებს. შეგახსენებთ,...
… ქართული ფეხბურთისგან მადლობა მაინც ერგება
თურმე უკვე 90 წლის იყო… მთლად გლოვის დღეს არ გამოვაცხადებთ, მაგრამ ლენარტ იუჰანსონს ქართული ფეხბურთისგან ერთი პატარა მადლობა მაინც ერგება. შვედი ფუნქციონერი 1990-2007 წლებში ხელმძღვანელობდა უეფას და ჩვენი ფედერაციის გაწევრიანებას უეფაში სწორედ მისი ბეჭედი დაესვა. საქართველოშიც იყო სტუმრად და ქართული ფეხბურთის სახლის გახნა მოგვილოცა. მერე, როცა საზეიმო ბანკეტზე ქართულმა ანსანბლმა შვედური სიმღერა სამ ხმაში დაუგუგუნა,...









