მაურისიო პოჩეტინო მზად არის „ტოტენჰემ ჰოთსპური” ამ ზაფხულსვე დატოვოს, თუკი კლუბის თავმჯდომარე დენიელი ლევი გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სამომავლო გარანტიებს არ მისცემს. აი, ასე: გაიყვანა კაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 48 საათიც არ იყო გასული, რომ ყუმბარა გახეთქა. ამის გაგონებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ის სეზონის დამთავრების შემდეგ ერთი წლით ყოველგვარი საქმეებისგან ჩამოშორებას. ამაზე...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ინგლისმა ისტორია დაწერა
ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება. ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას”...
გმადლობთ ფეხბურთო!
„ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია! „ლივერპულის” კვალდალვალ კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა ჩაიდინა სასწაული და ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე წარმოუდგენელი თამაში შემოატრიალა (2:3). ლონდონელთაგან სამივე გოლი 26 წლის ბრაზილიელმა ლუკას მოურამ გაიტანა. თან, მესამე — 96-ე წუთზე, მსაჯის წამატებულ დროში. და „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მუხლებზე დაეცა. მან ცრემლი ვერ შეიკავა. ხუმრობა ხომ არ...
ასე ზეიმობენ ლივერპულელები
ეს ვიდეო ლივერპული – ბარსელონას თამაშის დროსაა გადაღებული. სად? ერთ-ერთ ბარში, რომლის ადგილმდებარეობის დასახელებასაც აზრი არ აქვს, რაკი ასეთი ზეიმი ათასობით ამის მსგავს ბარში მოეწყო. ამიტომ ეს მოკლე ვიდეო ბედნიერი ქომაგის განზოგადებულ სახედ ჩავთვალოთ. თუ გნებავთ, ცოტათი შეგვშურდეს კიდეც.
მესის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდნენ
მას მერე რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს „ლივერპული” და „ბარსელონა” უნდა შეხვედროდნენ, ბევრმა თქვა გუნდებს შორის ერთი დიდი განსხვავებაა და მას ლეო მესი ჰქვიაო. ეს აზრი ისმოდა პრეს-კონფერენციებზე, საიტებზე, ტელეგადაცემებში… პირველ შეხვედრაში, რომელიც „კამპ ნოუზე” გაიმართა, არგენტინელმა მართლაც გამოიჩინა თავი. მან ორი გოლი შეაგდო — ერთი უბადლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით — მაგრამ საპასუხო...
მოურინიუმ ღმერთი იწამა
ჟოზე მოურინიუმ მესიზე თქვა ფეხბურთის ღმერთიაო. ბევრისთვის „რეალის” ყოფილი მწვრთნელისგან მესის ასეთი ქება ალბათ მოულოდნელია. გეხსომებათ, რა დაძაბული იყო ურთიერთობა „რეალსა” და „ბარსელონას” შორის სწორედ მოურინიუს პერიოდში, რაშიც პორტუგალიელს დიდი წვლილი მიუძღოდა. მოურინიუმ, რომელმაც „ჩელსიში” მუშაობის დროს თავს „განსაკუთრებული” უწოდა, არგენტინელი ვარსკვლავი „ბარსელონასა” და „ლივერპულის” (3:0) ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ აქო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში მესიმ ორი გოლი...
სუარესი ლივერპულს არ დაინდობს
ლუის სუარესი ამბობს, რომ ოდნავი შესაძლებლობა თუ მიეცემა, თავის ყოფილ გუნდს „ლივერპულს” არ დაინდობს — ხვალ, „კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. იმავდროულად, ურუგვაელი დარწმუნებულია, რომ მერსისაიდელებს მის ახლანდელ გუნდთან, „ბარსელონასთან”, რა ბედიც გინდა ეწიოს, „ენფილდზე” ახალი ეპოქა დადგება. 31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულში” ოთხი წელიწადი ითამაშა და იფიცება, რომ კლუბმა მის გულში მარადიული ადგილი დაიმკვიდრა. —...
ჯადოქარი
რაფა ბენიტესი რომ თავისი საქმის ჯადოქარია, ინგლისში აქამდეც იცოდნენ. დასტურად სტამბული-2005 კმარა. ახლა კი მის სხვა გამოვლინებასაც მიაქციეს ყურადღება. „ნიუკასლს“ შარშანდელ და მიმდინარე სეზონში 35 ტურის შემდეგ აბსოლუტურად იდენტური შედეგი აქვს, გატანილი და გაშვებული ბურთების ჩათვლით: 11 მოგება, 8 ფრე, 16 მარცხი, 35 გატანილი და 44 გაშვებული ბურთი, 41 ქულა. იტყვიან, ეს სტაბილურობის ნიშანიაო, მაგრამ...
68 წამიანი სიგიჟე და არანორმალური თამაში
„ეტიჰედი” 68 წამის განმავლობაში ვულკანივით აფრქვევდა სიხარულს. ყველას ეგონა, რომ რაჰიმ სტერლინგმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” გამარჯვების გოლი გაუტანა და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. უკვე მსაჯის დამატებული წუთები მიმდინარეობდა — 2 წუთი და 22 წამი იყო გასული. „ტოტენჰემის” ხალხი კი განადგურებული ჩანდა. დელე ალი მოედანზე ეგდო, პოჩეტინიო ზეცას შეჰყურებდა, უგო ლორისი სასოწარკვეთილი იდგა… მაგრამ, როგორც...
გვარდიოლას საშინელი აპრილი
პეპ გვარდიოლა გაბრაზდა, რადგან „მანჩესტერ სიტისა” და „კარდიფ სიტის” პრემიერლიგური შეხვედრა კალენდარში „ბრაიტონთან” ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალზე სულ რაღაც სამი დღით ადრე ჩაუსვეს. თავდაპირველი გეგმით ასე იყო: „სიტის” უელსელებთან 6 აპრილს უნდა ეთამაშა. ეს მატჩი ინგლისის ჩემპიონისთვის იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნებოდა (და არც იქნება), რადგან „კარდიფ სიტი” პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამასობაში მოხდა ისე, რომ...



