ჭდე: ჩელსი

Home ჩელსი
რომელუმ იცის რომელ გზას დაადგეს
ჩანაწერი

რომელუმ იცის რომელ გზას დაადგეს

„ჩელსიმ” და „ინტერმა” საერთო ენა გამონახეს — ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იჯარით მილანში ბრუნდება. გარიგება ერთწლიანია. მისი საფასურია 7 მილიონი გირვანქა. 29 წლის ლუკაკუში ლონდონელებმა „ინტერს” სულ რაღაც 10 თვის წინ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ახალა, ოღონდ უკან დაბრუნებულიყო და 29 წლის ფორვარდმა ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებაზეც კი განაცხადა თანხმობა — 12 მილიონ ევროს (10,3 მილიონი...

უცნაური ამბავი ჩელსიში
ჩანაწერი

უცნაური ამბავი ჩელსიში

შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალამდე ორიოდ საათით ადრე, „ჩელსიში” უცნაური ამბავი მოხდა — ანდრეას კრისტენსენმა მწვრთნელ თომას ტუხელს უთხრა, რომ თამაშისთვის მზად არ იყო, გუდა-ნაბადი აიკრა და სასტუმროდან წავიდა. თანაგუნდელები გაოცებულები უყურებდნენ. დანიელმა წინა შეხვედრა „ლიდს იუნაიტედთან” თავიდან ბოლომდე ითამაშა და ცუდი მომზადებისა არაფერი ეტყობოდა. ტუხელი იძულებული გახდა შემადგენლობა შეეცვალა — კრისტენსენის ნაცვლად დაცვაში...

Neuro11
ჩანაწერი

Neuro11

იურგენ კლოპს ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებს „ლივერპული“ პენალტებში ყოველთვის მოგებას. წლეულს ორი ფინალი უკვე „გადააგორეს“ ასე, პენალტების სერიაში, ორივეჯერ „ჩელსისთან“. „ყველამ ვიცით, რომ ეს ლატარეაა. სხვა აზრი არც მე მაქვს, მაგრამ ფაქტია, ისევ მოვიგეთ. ვმუშაობთ კომპანია Neuro11-თან, სადაც 4 გერმანელი ბიჭიცაა. კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე წლის წინ დაგვიკავშირდნენ. ისინი ნეირობიოლოგები არიან. შემოგვთავაზეს პენალტების სერიაზე გავარჯიშებთო. დავინტერესდით:...

ლივერპულის მეორე ინგლისური თასი
ჩანაწერი

ლივერპულის მეორე ინგლისური თასი

ამ სეზონში „ლივერპულმა” ინგლისის ორივე თასი მოიგო, ლიგის და ფეხბურთის ასოციაციის. იურგენ კლოპის გუნდს ორივე ფინალში „ჩელსი” შეხვდა და ორივეჯერ თამაში თავისი დამატებითი დროით 0:0 დამთავრდა ანუ მერსისაიდელებმა წარმატებას პენალტებით მიაღწიეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველს ლონდონელთა კაპიტან სესარ ასპილიკუეტას მოეცარა ხელი, თუმცა მდგომარეობა მეკარე ედუარ მენდიმ გამოასწორა. მან თანამემამულისა და სენეგალის ნაკრებში თანაგუნდელის სადიო მანეს დარტყმა...

აბრამოვიჩს თავისი ფული მოუნდა
ჩანაწერი

აბრამოვიჩს თავისი ფული მოუნდა

მარტში, როდესაც რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ „ჩელსის” ყიდის, დასძინა, ერთი პენის მოგებაც არ მინდა, ლონდონის კლუბი ჩემთვის ბიზნესი კი არა, გატაცება იყოო. მაისში რუსმა ოლიგარქმა პოზიცია შეცვალა. ახლა ის „ჩელსისთვის” ვალად მიცემულ 1,6 მილიარდი გირვანქის დაბრუნებას ითხოვს. აბრამოვიჩის გუნებ-განწყობის ასეთმა ცვლილებამ ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრო საგონებელში ჩააგდო. თუ მილიარდერი პირვანდელ პოზიციაზე არ დაბრუნდება,...

საშველად მამა მოვიდა
ჩანაწერი

საშველად მამა მოვიდა

კრისტიან პულიშიჩის მამამ ვაჟის დასაცავად ხმა აიმაღლა. მან დაიჩივლა, რომ მის შვილს „ჩელსიში” ხშირად არ ათამაშებენ. ამერიკელი დასავლეთ ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში უკვე ორი თვეა არ გამოჩენილა. კვირას, „ევერტონთანაც” სათადარიგო იყო და საქმეში გვიან ჩაერთო. მარკ პულიშიჩმა თავისი გულისწყრომა ტვიტერით გამოხატა, თუმცა შემდეგ რაც დაწერა, წაშალა. არადა, ჩიოდა, რომ თომას ტუხელი მის ვაჟს უფრო ხშირად არ...

ტუხელი: ჩელსი ზარმაცების გუნდია
ჩანაწერი

ტუხელი: ჩელსი ზარმაცების გუნდია

„ჩელსის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ზარმაცების გუნდი ჰყავს. ტუხელის „ჩელსი“ ამ სეზონში ისეთი ვეღარ არის, როგორიც შარშან. მართალია, „რეალთან“ გასვლაზე და სხვა ბევრ მატჩშიც აჩვენა ძალა, მაგრამ სტაბილურობა აკლია. აი, რა ახსნა მოძებნა ტუხელმა: „რა თქმა უნდა, დაღლილობა ადამიანური თვისებაა, მაგრამ „ჩელსი“ ნამდვილად ზარმაცების კლუბია. მუდამ მჭირდება ბიძგის მიცემა, ტონუსში ჩაყენება. …მახსოვს „მაინცში“ მუშაობა,...

ასპილიკუეტამ ხელები შალა
ჩანაწერი

ასპილიკუეტამ ხელები შალა

„ჩელსიმ” „არსენალთან” შინ 2:4 წააგო. დასავლეთ ლონდონელთა გაწბილებული კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა თამაშის შემდეგ, გულშემატკივარს დაუპირისპირდა. მიზეზი რასაკვირველია ტრიბუნიდან ყურმოკრული ფრაზა იყო. ინგლისური პრესა წერს, რომ ფანი, სავარაუდოდ, ფეხბურთელების თავდადებით იყო უკმაყოფილო. ესპანელმა ჯერ განრისხებული სახით მოედნიდან უპასუხა ქომაგს, შემდეგ კი ახლოსაც მივიდა და ისე გაურჩია საქმე. გულშემატკივარმა, რომელიც თავიდან ყინჩი ვინმე ჩანდა, უკან დაიხია და...

გახსოვთ ევა კარნეირო?
ჩანაწერი

გახსოვთ ევა კარნეირო?

შვიდი წლის წინათ, გიბრალტარელი ექიმი ევა კარნეირო ლამის ყველაზე ცნობილი ქალი გახდა საფეხბურთო სამყაროში. ამაბვი „ჩელსის“ უკავშირდება, რომლის ექიმიც გახლდათ ის მაშინ. „სოუნსის“ წინააღმდეგ მატჩში ის კლუბის მთავარ ფიზიოთერპევტ ჯონ ფერნთან ერთად მინდორზე შევარდა ედენ აზარის სამკურნალოდ. „ლურჯების“ მაშინდელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინუ ამ ეპიზოდმა ძალიან გააბრაზა და ქალბატონი კლუბიდან დაითხოვა. თანაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მერე...

ლუკა თუ მუკა! სახელს რა მნიშვნელობა აქვს
ჩანაწერი

ლუკა თუ მუკა! სახელს რა მნიშვნელობა აქვს

„რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, რაშიც ლუკა მოდრიჩმა უდიდესი როლი შეასრულა. წუხელ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” „ჩელსი” საოცრებას სჩადიოდა: მასპინძლებს 3:0-ს უგებდა (გოლები: მეისონ მაუნტი, ანტონიო რუდიგერი, ტიმო ვერნერი) და პირველ შეხვედრაში წაგებული 1:3 საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე თითქმის ამოტრიალებულიც ჰქონდა, მაგრამ საქმეში მოდრიჩი ჩაერთო. მან ლონდონელთა საჯარიმოში ბრწყინვალე გრძელი პასი მიაწოდა როდრიგოს, რომელმაც ერთი შეხებით...