ჭდე: ჩელსი

Home ჩელსი
ტუხელ-ანჩელოტის გადაძახილები
ჩანაწერი

ტუხელ-ანჩელოტის გადაძახილები

„ჩელსი“ – „რეალი“ 1:3… ეს ვნახეთ, საპასუხო მატჩი კი დღეს მადრიდშია და ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თომას ტუხელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს გასვლის მცირე შანსი დარჩა. რა არის ეს? ეშმაკობა თუ რეალობა? შესაძლოა, ორივე. ობიექტურადაც რომ შევხედოთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სასწაულის ტოლფასი იქნება. რაც შეეხება ანჩელოტის, მან ტუხელის სიტყვებზეც გააკეთა მცირე კომენტარი...

კურტუამ ჩელსის აურია
ჩანაწერი

კურტუამ ჩელსის აურია

„სტემფორდ ბრიჯზე“ „რეალის“ მეკარეს ტიბო კურტუას თავისი კაპიტნისთვის ქარიმ ბენზემასთვის არჩეული კარის შეცვლა უკარნახია. ეს „ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის წინ მომხდარა. იმ დღეს თავად ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მადრიდელებმა ლონდონელებს 3:1 მოუგეს. ხვალ „თეთრები” „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საპასუხო შეხვედრას ფავორიტების რანგში ხვდებიან. რატომ ურჩია ბელგიელმა გოლკიპერმა ფრანგ თავდამსხმელს კარის შეცვლა? საქმე ის არის, რომ...

ჩელსის რამდენიმე დღე დაუმატეს
ჩანაწერი

ჩელსის რამდენიმე დღე დაუმატეს

„ჩელსის“ ამბავი ასეა: ოთხ მყიდველს დამატებითი დრო მისცეს, რათა თავიანთი წინადადებები უფრო დახვეწონ, გააძლიერონ და ისე წარმოადგინონ. თავდაპირველად, ბოლო ვადა ორშაბათამდე იყო დათქმული, მაგრამ „სქაი ნიუსმა“ შეიტყო, რომ კონკურენტებს რამდენიმე დღე დაუმატეს. ოთხშაბათს, როდესაც „ლურჯებმა“ „რეალთან“ შინ 1:3 წააგეს, მათთვის უთქვამთ, რომ გეგმების პრეზენტაცია მომდევნო კვირის მეორე ნახევარშიც შესაძლებელია. ვაჭრობის ოთხი მონაწილიდან ერთმა, ინკოგნიტომ, „სქაის“...

ბენზემამ მოიგო თუ ლუკაკუმ წააგო?
ჩანაწერი

ბენზემამ მოიგო თუ ლუკაკუმ წააგო?

ბრწყინვალე ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა“ „ჩელსის“ სტუმრად 3:1 მოუგო, მაგრამ… ნუთუ ეს რომელუ ლუკაუს ბრალი იყო? ბელგიელ თავდამსხმელს გვარიანი კრიტიკა შეხვდა. „ლივერპულის“ ყოფილმა ლეგენდამ, სატელევიზიო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ეკრანიდან მოუწოდა, ნუ ფილოსოფოსობ, უბრალოდ გადი მოედანზე და კარგად ითამაშეო. მანვე თქვა, რომ სისულელეა, თითქოს ლუკაკუ „ჩელსიში“ კარგად იმიტომ ვერ თამაშობს,...

ჩელსის ფანები ბანერებს ამზადებენ
ჩანაწერი

ჩელსის ფანები ბანერებს ამზადებენ

„ჩელსის” ფანებმა ტომ რიკეტსის წინააღმდეგ გამოსვლა გადაწყვიტეს. გულშემატკივართა ჯგუფმა სახელწოდებით We Are The Shed ოთხშაბათ საღამოს თავის წევრებსა და ზოგადად „ლურჯების” ქომაგებს მოუწოდეს შინ დაამზადონ პლაკატები და შაბათს „ბრენტფორდთან” შეხვედრის დროს ტრიბუნებზე გაშალონ. რამდენადაც ცნობილია, ამერიკელი რიკეტსი და მისი ოჯახი „ჩელსის” შეძენის მსურველთა შორის ლიდერობენ. დიდი შანსია, რომან აბრამოვიჩისგან ლონდონის კლუბი სწორედ მათ იყიდონ. ტომ...

აზარისთვის სეზონი დასრულდა
ჩანაწერი

აზარისთვის სეზონი დასრულდა

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა. ბელგიელს აქილევსის მყესის პრობლემა აქვს და ოპერაცია სჭირდება. რაც აზარი „ჩელსიდან“ „რეალში“ გადავიდა, სხვა ფეხბურთელი გახდა – ასეთი სახეცვლილება უარესობისკენ იშვითია… ისე, ტრავმის გარეშეც ჩანდა, რომ კარლო ანჩელოტი ბელგიელს არ ენდობოდა. 115-მილიონიან კაცს ბევრი შანსი მისცა, მაგრამ ფაქტია, მიმდინარე სეზონის 17 მატჩში მან მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა....

აბრამივიჩის მერე მანსურიც
ჩანაწერი

აბრამივიჩის მერე მანსურიც

როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკაში მართლაც ახალი ეპოქა დგება, რომელშიც დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება და აღშფოთება საკმარისი აღარ არის. ამის ყველაზე მკაფიო ნიშნებს დიდი ბრიტანეთი ამჟღავნებს, რომელიც თავის ფეხბურთის კლუბებს, უფრო სწორად კი მათ მეპატრონეებს დაერია. „ჩელსისა“ და რომან აბრამოვიჩის ამბავი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მართალია, 55 წლის ოლიგარქი უარყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საქმიანი კავშირები...

რომანის ბოლო შენაძენი და იუბილარი
ჩანაწერი

რომანის ბოლო შენაძენი და იუბილარი

„ჩელსი“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნახევარფინალში გავიდა. დასავლეთ ლონდონელებმა მიდლსბროში 2:0 მოიგეს. ანგარიში რომან აბრამოვიჩის ეპოქის ბოლო ძვირმა შენაძენმა, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გახსნა, მეორე კი ჰაკიმ ზიეშმა შეაგდო, რომელსაც ამ დღეს 29 წელიწადი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დამთავრებამდე მთელი ერთი საათი რჩებოდა, ზიეშის გოლის შემდეგ თამაშს წერტილი დაესვა. „ჩელსის“ მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ...

ჩელსი — მოედანზე ძველებურად, მართვა კი ახლებური
ჩანაწერი

ჩელსი — მოედანზე ძველებურად, მართვა კი ახლებური

ნიკ კენდი ამბობს, რომ თუ „ჩელსის” მეპატრონე გახდება, კლუბის განვითარებისთვის ფულს არ დაინანებს. ლონდონელმა დეველოპერმა რომან აბრამოვიჩისგან ორ მილიარდ გირვანქაზე ძვირადღირებული კლუბის შესაძენად განაცხადი დროულად, პარასკევ საღამოს 9 საათამდე შეიტანა. კენდიმ პირობა დადო, რომ მისი „გლობალ კონსორციუმი”, რომელსაც ფინანსურად ზურგი ევროპის გარდა აშშ-დან და სამხრეთ კორეიდან უმაგრდება კლუბის მართვა-პატრონობის ახალ მოდელს დაამკვიდრებს. მან თქვა, რომ...

უეფამ მეოთხედფინალები დაალიგა
ჩანაწერი

უეფამ მეოთხედფინალები დაალიგა

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების წილისყრა. ერთი ქვეყნის გუნდების დაპირისპირება მეოთხედფინალებში არ იქნება… „ჩელსი“ – „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ –„ატლეტიკო“, „ვილიარეალი“ – „ბაიერნი“, „ბენფიკა“ – „ლივერპული“ ნახევარფინალში ასე დაწყვილდებიან: „ჩელსი“ – „რეალში“ მოგებული შეხვდება „სიტი“ – „ატლეტიკოში“ მოგებულს. „ვილიარეალი“ – „ბაიერნში“ უკეთესი კი „ბენფიკა“ – „ლივერპულში“ მოგებულს. მეოთხედფინალები ჩატარდება 5-6 და 12-13 აპრილს, ნახევარფინალები 26-27...