რას აღარ ითვლიან. აგერ, წუხელ „ჩელსიმ“ „ლილს“ 2:1 მოუგო და გაირკვა, რომ ლონდონელთა გერმანელ თავკაც თომას ტუხელს რეკორდი გაუმეორებია — ჩემპიონთა ლიგაში მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველ 50 შეხვედრაში მან თურმე ოცდამეთორმეტედ გაიმარჯვა, რითაც თანამემამულეს იუპ ჰაინკესს გაუტოლდა. და მაინც, უპირატესობა ჰაინკესს დარჩენია, რადგან მას თავისი 32 გამარჯვება 47 შეხვედრაში მოუპოვებია. შეგახსენებთ, რომ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგა...
ჭდე: ჩელსი
რომან აბრამოვიჩი: თელ ავივი, სტამბოლი, ბაქო, მოსკოვი
გუშინ, „ჩელსის“ მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს თელ ავივის აეროპორტში ფოტო გადაუღეს. სანქციადადებული რუსი მილიარდერი „ბენ გურიონიდან“ სტამბოლში მიფრინავდა. ფოტოზე აბრამოვიჩი აეროპორტის VIP ლაუნჯში ზის. ოლიგარქი „ბენ გურიონის“ აეროპორტში თელ ავივთან მდებარე 65 მილიონ გირვანქად ღირებული კარ-მიდამოდან მივიდა. აბრამოვიჩის თვითმფრინავი Gulfstream G650ER თურქეთში შუადღის სამ საათზე დაეშვა. „სანი“ წერს, რომ აბრამოვიჩი რუსეთის გარდა ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეა....
რომ ჰკითხო, გულშემატკივარია
საუდის არაბეთის მედია ჯგუფმა „ჩელსის“ ყიდვა განიზრახა. ის 2,7 მილიარდ გირვანქას იხდის. ლონდონური კლუბის გაყიდვა საშური საქმეა, რადგან დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გასულ კვირას მის მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო აქტივები გაუყინა. CBS Sports-ის ჟურნალისტი ბენ ჯეკობსი იტყობინება, რომ საუდელ მყიდველთა კერძო კონსორციუმს პიროვნულად მავანი გულშემატკივარი მოჰამედ ალხერეიჯი წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, ხსენებულ მედია...
ინგლისური ფეხბურთის შავ-ბნელი დღე
ეს იყო ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი დღე: ერთმანეთს ხვდებოდნენ სისხლიანი ფულით დაფინანსებული გუნდები, რომელთა თამაშს საუნდტრეკად გასდევდა ღლიცინი და ხუმრობა ფანებისა, რომელთაც ხარკოვის, მარიუპოლისა და რიადის ენით აუწერელი საშინელებები არაფრად უღირდათ. თუკი ვინმეს უნდა შევახსენოთ, საიდან ფინანსდება პრემიერლიგის ბოლოხანს წამოჩიტული კლუბი, „ნიუკასლ იუნაიტედი“, შორს წასვლა არ დაგვჭირდება — სააგენტოებმა ახლა შაბათს გაავრცელეს ინფორმაცია,...
ჩელსის ამოსუნთქვის საშუალება მისცეს
„ჩელსის“ 110 მილიონ გირვანქად ღირებული მაშველი რგოლი გადაუგდეს. ახლა „ლურჯები“ სეზონს ჩაამთავრებენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის დასჯა ერთია, მაგრამ თავიანთი კლუბის წყლისთვის გაყოლება — მეორე. მოგეხსენებათ, „ლურჯების“ მეპატრონეს, აბრამოვიჩს, რუსეთის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო პრემიერლიგაში სანქციები დაუწესეს, რის გამოც ჩემპიონთა ლიგისა და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული „ჩელსი“ გაკოტრებისა და ადმინისტრაციულ...
კონტემ რუსი სპორტსმენები დაიცვა
„ტოტენჰემის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია არასამართლიანია, სპორტსმენებს არაფერი დაუშავებიათო. „ძალიან სამწუხაროა, რომ ომი სპორტზეც მოქმედებს. მთლიანად სპორტულ სამყაროზე. ადამიანი ყოველდღიურად ვარჯიშობს, რათა შეჯიბრებაზე კარგად გამოვიდეს. და ამ დროს დისკვალიფიკაცია. …გასაგებია, ომის დროს დამნაშავეები უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სპორტსმენია საბრალო. იმედია, მალე ყველაფერი მოგვარდება. 2022 წელია და როცა ასეთ რამეს ხედავ,...
ჩელსის მყიდველებს დრო პარასკევამდე აქვთ
ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს ვადა დაუთქვა. შესაბამისად, რუსმა ოლიგარქმა თავის ამერიკელ ბანკირებს მოსთხოვა დააჩქარონ „ჩელსის“ გაყიდვა. წუხელ, ლონდონური კლუბის მილიარდერმა მეპატრონემ „რეინ გრუპს“ განკარგულება მისცა, რომ ისინი დაუკავშირდნენ „ლურჯების“ შეძენის მსურველებს და სთხოვონ, რომ მათ თავიანთი წინადადებები შემდგომ პარასკევამდე წარმოადგინონ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სანქციების თანახმად აბრამოვიჩი ამ ოპერაციით კაპიკს ვერ მოიგებს. ამას წინ...
ვადა დათქმულია! „ჩელსი” კოლაფსის პირასაა!
რომან აბრამოვიჩს „ჩელსის” გასაყიდად 81 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი შეიძლება დაიხუროს. მას მერე, რაც რუს ოლიგარქს ბრიტანეთში სანქციები დაადეს, „ჩელსის” კონტროლი ფაქტობრივად სახელმწიფოს ხელში გადავიდა. სპონსორმა სახელწოდებით Three (ლაპარაკია კომპანიაზე, რომლის ლოგო „3“ ფეხბურთელებს მაისურაზე აწერიათ) კლუბთან 40 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტი გაწყვიტა და ლონდონელები ფინანსურ შავი ხვრელში აღმოჩენის საშიშროების წინაშე დადგნენ. მათ შეიძლება...
ჩელსის მყიდველი გამოჩნდა
დაირხა ხმა, რომ „ჩელსი” ახალ მეპატრონეს მალე იშოვის — დასავლეთ ლონდონელთა შეძენა NFL-ს ერთ-ერთი კლუბის მეპატრონეს სდომებია. ამერიკულ ბურთაობაში ჭიპმოჭრილი ბიზნესმენის მიერ ინგლისური ფეხბურთის კლუბის შეძენა იშვიათობა არ არის. გაიხსენეთ, გლეიზერების ოჯახი და „მანჩესტერ იუნაიტედი”. „იუნაიტედისა” რა მოგახსენოთ და 2020 წელს სუპერბოული სწორედ გლეიზერების „ტამპა ბეი ბუკანირსმა” მოიგო. „ლოს ანჯელეს რემსმა”, რომელიც „არსენალის” მეპატრონე სტენ...
ჩელსის ფანებმა კი აბრამოვიჩის ძახილი დაიწყეს
„ბარნლისა” და „ჩელსის” თამაშის წინ, როდესაც „ტარფ მურზე” შეკრებილი ორივე გუნდის გულშემატკივარი უკრაინის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად ტაშს უკრავდა, დასავლეთ ლონდონელთა ფანებმა რომან აბრამოვიჩის გვარ-სახელის სკანდირება დაიწყეს. გაგიკვირდებათ და ამან მათივე გუნდის მწვრთნელი, გერმანელი თომას ტუხელი გააღიზიანა. „საამისოდ შესაფერისი მომენტი არ იყო, — თქვა ტუხელმა, — როდესაც ვინმეს სოლიდარობას ვუცხადებთ, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. თუკი მუხლს...









