51 წლის ჯანფრანკო ძოლა შეიძლება “ჩელსის” ტექნიკური დირექტორი გახდეს. “ლურჯების” ლეგენდაზე რამდენიმე დღეა რაც ალაპარაკდნენ, კერძოდ, მას მერე, რაც თანამდებობა მაიკლ ემენალომ დატოვა. კლუბის კაბინეტებში ჩახედულ ადამიანთაგან ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიელი სწორედ ის კაცია, ვინც მწვრთნელ ანტონიო კონტეს აღმასრულებელ შეფთან, მარინა გრანოვსკაიასთან გაფუჭებულ ურთიერთობას დაურეგულირებს. გრანოვსკაია “ჩელსიში” გავლენიანი ფიგურა ყოფილა. ნებისმიერ მოხსნა-დანიშვნას თუ მიღება-გაგდებას უმალ ის...
ჭდე: ჩელსი
“ჩელსის” ჯაშუშური ოპერაცია
30 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა რომელიც ახლა უკვე ჩინეთის კლუბ “ტიანჯინ ტედაში” თამაშობს, გაიხსენა, როგორ ჩაატარა ლონდონის “ჩელსის” მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა, ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია მის “სტემფორდ ბრიჯზე” გადასაყვანად. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნიგერიელის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ებრძოდნენ. ბრძოლამ მთელ წელიწადს გასტანა და ბოლოს, ის-ის იყო ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტისთვის ხელი...
რაზე ესაუბრა ლინეკერი ფაბრეგასს?
გარი ლინეკერმა ტელეკომპანია BBC-სთვის „ჩელსისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველთან, სესკ ფაბრეგასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაიწერა. „ფაბრეგასმა მითხრა, რომ მომავალზე ლაპარაკი არ უყვარს, რადგან რამდენჯერაც საჯაროდ თქვა რამე, იმდენჯერ მის ცხოვრებაში ყველაფერი ყირაზე დადგა“ — თქვა ჟურნალისტმა, რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, ინგლისის ნაკრებში 80 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ლინეკერმა ყველაზე დიდი ტიტულები — ესპანეთის „სამეფო თასი“...
შეყვარებული მორატა 🎥
კვირას, 5 ნოემბერს, “ჩელსის” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დიდი ჯახი ელის. ეს მატჩი ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე”, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი, “ლურჯების” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა შინ, ცოლს შესციცინებს. აბა, მხოლოდ ფეხბურთზე მტერმა იფიქროს! ფოტო, სადაც ალვაროს ალის კამპელო ჰყავს ატაცებული, ხოლო მათი მდიდრული ბინის აივნიდან თემზის ხედი ჩანს, ფეხბურთელმა თავად გამოფინა ინსტაგრამზე....



