ჭდე: ჩელსი

Home ჩელსი
მესი vs ჩელსი
ჩანაწერი

მესი vs ჩელსი

მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თეორიულად კი სამშაბათს, 20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგა დიდ დაპირისპირებას გვპირდება: „ჩელსი” „ბარსელონას” მასპინძლობს. ლონდონელთა მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ „ბარსას” მთავარი ვარსკვლავი ლეო მესი „ტრადიციას” გააგრძელებს და „ლურჯების” კარში გოლს ვერ გაიტანს. არგენტინელს „ჩელსის” წინააღმდეგ კარიერაში რვაჯერ უთამაშია, მაგრამ გოლი არ აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ ამ რვა შეხვედრაში „ბარსელონამ” ლონდონელებს მხოლოდ...

და ვის ჰყავს 06?
ჩანაწერი

და ვის ჰყავს 06?

„სანმა” დაწერა და ჩვენც გიამბეთ, როგორ გადმოაგდო ქარმა „ჩელსის” ბაზაზე ტერასიდან მინის მაგიდა და როგორ დაეცა ის ანტონიო კონტეს „ნისან ჯუკს”. შემდეგ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: რატომ ჰყავს მულტიმილიონერ მწვრთნელს 15 ათასიანი ავტომობილი? ცნობისათვის: ჩვენი წერილის მთავარ სურათზე სწორედ ეს მანქანაა აღბეჭდილი, რომლის საჭესთანაც ანტონიო კონტეს მეუღლე ზის. ახლა კიდევ უფრო გაგაკვირვებთ. კონტეს მეორე მანქანაც ჰყოლია...

კანტე-კონტე მანქანათა მსხვრევა ჩელსიში
ჩანაწერი

კანტე-კონტე მანქანათა მსხვრევა ჩელსიში

„ჩელსის” წევრებს ეტყობა საავტომობილო ცოდვებმა უწიათ. გუშინ ნგოლო კანტეს ავარიაზე გიამბეთ, დღეს კი ანტონიო კონტეს მანქანის დაზიანების ამბავი უნდა გითხრათ: ლონდონიდან 27 კილომეტრში, კობჰემის საწვრთნელ ცენტრში, ქარმა მინის მაგიდა აიტაცა და ტერასიდან პირდაპირ „ლურჯების” მწვრთნელის „ნისანს” დაახეთქა. მანქანა მანქანად და ბეწვზე გადარჩა კლუბის კომუნიკაციათა დირექტორი სტივ ატკინსი. როდესაც მაგიდა ავტომობილს დაეზღერთა და უამრავ ნაწილად დაიფშვნა, ატკინსი...

ნგოლო კანტეს ავარია
ჩანაწერი

ნგოლო კანტეს ავარია

„კარაბაოს” ანუ ლიგის თასზე „ჩელსიმ” და „არსენალმა” 0:0 რომ ითამაშეს ცხადია იცით, მაგრამ ის თუ გაიგეთ, ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად „სტემფორდ ბრიჯისკენ” მიმავალ ნგოლო კანტეს ავარია რომ შეემთხვა და თავისი ნახმარებში ნაყიდი „მინი კუპერი” რომ დაამტვრია? და ამის მიუხედავად, გამვლელებთან სელფიებს რომ იღებდა, არ მოგწონთ? ეტყობა, თავაზიანი კაცია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გუნებაზე იქნებოდა, მაგრამ ფოტოზე...

გიჟისა და გიჟის ამბის გაგრძელება
ჩანაწერი

გიჟისა და გიჟის ამბის გაგრძელება

ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიუს „თვალთმაქცი” და „პატარა კაცი” უწოდა — ესეც თქვენ გიჟების ამბის გაგრძელება. გიჟების იმიტომ, რომ ყველაფერი მოურინიუს ნათქვამიდან დაიწყო, ეს კონტე მოედნის კიდესთან რა გიჟივით იქცევაო. მართალია, გიჟივით იქცევა, მაგრამ თვითონ როგორ იქცეოდა? ჰოდა, ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოო. მოკლედ, კონტემ მოურინიუზე თქვა მაგას ეტყობა ასაკობრივი დემენცია დაეწყო, რადგან საკუთარი ქცევა არ...

არსენ ვენგერი თავს მოიკლავდა
ჩანაწერი

არსენ ვენგერი თავს მოიკლავდა

“არსენალისა” და “ჩელსის” 2:2-ის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე არსენ ვენგერმა თქვა, ეს თამაში რომ წაგვეგო თავს მოვიკლავდიო. “მეთოფეთა” ბოსმა სასაცილო უწოდა პენალტს, რომელიც მსაჯმა ენტონი ტეილორმა ედენ აზარის წაქცევის გამო დაინიშნა. ბელგიელმა თავად გაუტანა თერთმეტმეტრიანი “ლურჯების” ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს. ჯობს გოლები თანმიმდევრობით ჩამოვთვალოთ: ანგარიში არსენალელმა ჯეკ უილშირმა გახსნა 63-ე წუთზე; 67-ეზე აზარმა ხსენებული პენალტი...

რაღაც უაზარობაა
ჩანაწერი

რაღაც უაზარობაა

ან უცხოური მას-მედია ურევს რაღაცას, ან ედენ აზარს ვერ გაურკვევია რას აპირებს: კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამბობდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში “ბარსელონას” დარი გუნდი და ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მესისთან ახლოს დავაყენებდი არ ყოფილაო, ახლა “ჩელსისთან” კონტრაქტს აღარ აახლებს, რადგან “რელში” გადასვლა და კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ თამაში უნდა. მოგეხსენებათ, “ჩელსის” მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის ახალი ფეხბურთელებით...

ზიდან, ჩამოეცალე გზიდან!
ჩანაწერი

ზიდან, ჩამოეცალე გზიდან!

“სანი” წერს, რომ “ჩელსის” იტალიელ თავკაც ანტონიო კონტეს “რეალის” მწვრთნელობა უნდა. 10 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტის თანახმად კონტეს “ლურჯებთან” კიდევ აკავშირებს წელიწადნახევარი, მაგრამ პირველივე სეზონში პრემიერლიგის მოგების შემდეგ მას “სტემფორდ ბრიჯზე” რთულად მისდის საქმე — 19 ტურის შემდეგ ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 16 ქულით ჩამორჩება. კვირას, ლონდონელებმა, “ევერტონთან” სტუმრად უსახური ფრე 0:0 ითამაშეს, “რეალმა” კი შინ...

ევროპული ცარცის წრე
ჩანაწერი

ევროპული ცარცის წრე

ჟოზე მოურინიუ ბრიტანეთის რეკორდის დამყარებას აპირებს — “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი თავკაცი მზადაა ბელგიელ ედენ აზარში “ჩელსის” 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანუ 101,7 მილიონი ევრო (305,6 მილიონი ლარი) გადაუხადოს. “განსაკუთრებულს” სწამს, რომ ვაჭრობაში “რეალსა” და “პარი სენ ჟერმენს” აჯობებს. 26 წლის აზარმა თავის ახლანდელ გუნდს უკვე უთხრა უარი კვირაში 300 000 გირვანქად ხელშეკრულების განახლებაზე. როგორც ჩანს,...

“ჩელსი” მესის 29 აცილებას აძლევს
ჩანაწერი

“ჩელსი” მესის 29 აცილებას აძლევს

“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რთული ამოცანა აქვს — “ბარსელონას” უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა, თუმცა, არის ერთი რამ, რაც ლონდონელებს შესაძლოა კარგად ენიშნოთ: ლეო მესი “ლურჯებს” კარიერაში რვაჯერ შეხვედრია და მოედანი რვავეჯერ ისე დატოვა, რომ გოლი ვერ გაუტანა. ახლა 30 წლის არგენტინელს კიდევ ორი შანსი ეძლევა. თან, ანტონიო კონტეს გუნდს ამწუთას საუკეთესო დღეები არ უდგას, მაგრამ თებერვლამდე...