„ამ საკითხს განვიხილავ“, – დაწერა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა და თანხაც ახსენა: 3 მილიარდი გირვანქა. როგორც იცით, რუსი რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ ჰყიდის. აბრამოვიჩი 2003 წლიდან იყო არისტოკრატების მფლობელი. კიდევ, დღესვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბის შეძენაზე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯიმ რეტკლიფი ფიქრობს. ბრიტანული პრესა წერს, რომ მას ადრეც...
ჭდე: ჩელსი
ისტორიაში საუკეთესო 0:0
ინგლისში ამას ორი წელიწადი ელოდნენ — „უემბლიზე” თასის ფინალი გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე ჩატარდა. 85 ათას მაყურებელს გაუმართლა, ისინი დაესწრნენ თამაშს, რომელსაც პრესაში ყველა დროის ყველაზე დიდებული 0:0 დაარქვეს. რასაკვირველია, თასის ფინალები იგულისხმება. შემდეგ კი იყო პენალტების კლასიკური სერია. ისევ და ისევ, აღმატებული სიტყვების მოშველიება მოგვიწევს: ერთ-ერთი უდიდებულესი, რაც კი „უემბლიზე” ოდესმე უნახავთ. ცხადია, არც ეს...
ტუხელი: სიამოვნებით წავაგებდი
თომას ტუხელმა თქვა, თუ „კარაბაოს თასის“ ფინალში ჩვენი „ლივერპულთან“ წაგება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაასრულებს, სიამოვნებით წავაგებო. „ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მართალია მისი მეტოქე „ლივერპულია“ და ამ გუნდთან გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში, „უემბლიზე“ მოგებას მაინც არ ექნება ჩვეული გემო. შაბათ საღამოს „ჩელსის“ მეპატრონემ, რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა ყველასთვის მოულოდნელად კლუბის მართვაზე...
წავიდა! მაგრამ არ წასულა
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ მართვაზე უარი თქვა. ასეთია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი. ლონდონური კლუბის მეპატრონემ, რომელიც მას 2003 წლის შემდეგ ფლობს და უძღვება, „ლურჯების“ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა. ეს მოხდა „კარაბაოს თასის“ ფინალის წინა საღამოს: დღეს „უემბლიზე“ „ჩელსი“ „ლივერპულს“ ხვდება. აბრამოვიჩის ნების შესაბამისად ახლა „ლურჯებს“ ექვსი ადამიანი მართავს: თავმჯდომარე ბრუს ბაკი, ქალთა კლუბის ხელმძღვანელი ემა ჰეისი, ეროვნული...
ტუხელმა იცის, რომ ჩელსისადმი დამოკიდებულება შეიცვალა
„ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პრობლემებს ელის. ომმა დასავლეთ ლონდონელთა კლუბი და მათი მეპატრონე, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი უნებურად ყურადღების ცენტრში მოაქცია. ტუხელმა თქვა, რომ შეიქმნა შემაძრწუნებელი ვითარება, რომელიც ადამიანთა გონებას ღრუბელივით ფარავს, ის კი ამ დროს ცდილობს გუნდი კვირას გასამართი „კარაბაოს თასის“ ფინალისთვის მოამზადოს. „ჩელსის“ მეტოქეა „ლივერპული“. ტუხელი: „გარკვეულ დონემდე...
რამ დაღალა ლუკაკუ?
„ჩელსიმ“ ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო. წუხელ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მან „ლილს“ სძლია 2:0. კვირას დასავლეთ ლონდონელებს „კარაბაოს თასის“ ფინალი უწევთ „ლივერპულის“ წინააღმდეგ. „ლილთან“ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა არ ათამაშა ბელგიელი რომელუ ლუკაკუ. ლუკაკუს ადგილი კაი ჰავერცმა დაიკავა, რომელსაც პირველ 10 წუთში ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო. საბოლოოდ, ჰავერცი მე-8 წუთზე გატანილი ერთი გოლით...
აფრიკელი ვარ, დაჩაგრული ვარ
„ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდი მიიჩნევს, რომ აფრიკელობის გამო დაიჩაგრა. მენდიმ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ერთი ხმაც კი ვერ მიიღო. „საუკეთესო პასუხი იქნება, რომ ისევ ისე გავაგრძელო თამაში და დავამტკიცო, რომ ტოპ-30 ფეხბურთელს შორის უნდა ვიყო. ვფიქრობ, აფრიკელობამ დათვური სამსახური გამიწია, რადგან გასულ წელს არცერთ სანაკრებო დიდ ტურნირზე არ მითამაშია,“ – თქვა სენეგალელმა მენდიმ. სამაგიეროდ, მენდიმ 2022...
როს დააშავებ, დაისჯები
პრემიერლიგის ვარსკვლავ როს ბარკლის მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრება. მიზეზი: ის საჭესთან ტელეფონზე ლაპარაკობდა. „ჩელსის“ ნახევარმცველი მოძრაობის წესების დაცვით დიდად არც ადრე გამოირჩეოდა. ახლა, სავარაუდოდ, ერთი წლით მგზავრის სავარძელთან მოუწევს შეგუება. 28 წლის ბარკლი საჭესთან მობილურზე ლაპარაკის გამო ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით გააჩერეს. ის თავის 150 ათასიან „მერსედეს-AMG“-ს მართავდა. ბარკლი კუთხურობით სკაუსერი ანუ ლივერპულელია. მას ინგლისის ნაკრებში 33-ჯერ...
ჩელსი: სან პაულუსთან წააგო, სან პაულუსთან მოიგო
„ჩელსი“ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა! დასავლეთ ლონდონელებს ახლა უკვე დიდი ტიტულების შთამბეჭდავი კოლექცია აქვთ: არიან პრემიერლიგის ჩემპიონები, ფეხბურთის ასოციაციისა და კარაბაოს თასის მფლობელები, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებულები და ამ ჯილდოებს მათ კლუბთა მსოფლიოს თასიც მიამატეს. „ლურჯებმა“ ფინალურ შეხვედრაში 2:1 მოუგეს ბრაზილიის „პალმეირასს“. გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში კაი ჰავერცმა პენალტით გაიტანა. „ჩელსის“ კაპიტნისთვის სესარ...
კარში დააბრუნეთ კეპა!
კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ საუდის არაბეთის გუნდ „ალ ჰაილის“ 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც 12 თებერვალს „პალმეირასს“ შეხვდება — ბრაზილიელებმა 2:0 სძლიეს ეგვიპტის „ალ აჰლის“. კაცმა რომ თქვას, ის, რომ ლონდონელები მეტოქეს დაამარცხებდნენ მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ის, რომ იოლი გასეირნებაც არ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ მიიპყრო საყოველთაო ყურადღება „ლურჯების“ ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ,...









