
„ჩელსის” ფანებმა ტომ რიკეტსის წინააღმდეგ გამოსვლა გადაწყვიტეს. გულშემატკივართა ჯგუფმა სახელწოდებით We Are The Shed ოთხშაბათ საღამოს თავის წევრებსა და ზოგადად „ლურჯების” ქომაგებს მოუწოდეს შინ დაამზადონ პლაკატები და შაბათს „ბრენტფორდთან” შეხვედრის დროს ტრიბუნებზე გაშალონ.
რამდენადაც ცნობილია, ამერიკელი რიკეტსი და მისი ოჯახი „ჩელსის” შეძენის მსურველთა შორის ლიდერობენ. დიდი შანსია, რომან აბრამოვიჩისგან ლონდონის კლუბი სწორედ მათ იყიდონ.
ტომ რიკეტსი, მისი და ლორა და ძმები პიტი და ტოდი ჩიკაგოს სპორტული კლუბების ხელმძღვანელები არიან.
მაინც რატომ აპირებენ ლონდონელი ფანები რიკეტსების წინააღმდეგ გალაშქრებას? იმიტომ, რომ მათ მამას, ჯოს უთქვამს, მუსლიმები ბუნებრივად ჩემი მტრები არიანო.
არ არის გამორიცხული, რომ We Are The Shed-ს ლიდერები „ჩელსის” შეძენის სხვა მსურველებმა წააქეზეს.
რიკეტსების კონკურენტებს მიაჩნიათ, რომ ვაჭრობის პროცესში ამ ამერიკული ოჯახისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსისა” და „ბრენტფორდის” შეხვედრას ბრიტანული ტელევიზიები პირდაპირ არ გადაცემენ, აქციის მოთავეებს ეიმედებათ, რომ ამერიკელ ფანებს მაინც ექნებათ მისი ონლაინ ნახვის შესაძლებლობა და ტრიბუნებზე გადმოფენილ ბანერებსაც წაიკითხავენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
