თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს დელეგაციამ ექვსი მედალი მოიპოვა: თითო ოქრო-ვერცხლი და ოთხიც ბრინჯაო.ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) გახდა. ქართველმა ფალავანმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სომეხ არმან ანდრეასიანთან 2:1 იმარჯვა. ფინალამდე იაკობაშვილმა შვეიცარიელი მარკ დიეტშე (5:1), ბულგარელი რამაზან რამაზანოვი (12:2) და აზერბაიჯანელი ზირადინ ბაირამოვი (4:3) დაამარცხა.
ოქროს ველოდით გენო პეტრიაშვილისგანაც (125), რომელიც თავიდან ისვენებდა. მეოთხედფინალში კი, იტალიელი აბრაჰამ დე ხესუს კონიედო რუანო წმინდად, 11:0 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 2:1 მოუგო. ფინალში ქართველი ფალავანი უშუალო მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდა და 2:5 დამარცხდა.
საქართველოს პირველი ბრინჯაოს მედალი ბექა ბუჯიაშვილმა (57) მოუტანა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელ სალიმ ნაიმს 11:0 სძლია. გიორგი სულავა (74) ბრინჯაოსთვის სომეხ ჰრაირ ალიხანიანს დაეჭიდა, რომელსაც ლამაზ სტილში აშკარა უპირატესობით, 17:5 მოუგო.
კვარცხლბეკზე ავიდა ვლადიმერ გამყრელიძეც (79), რომელმაც სომხეთის ნაკრების წევრ არმან ავაგიანს 9:7 სძლია. მირიან მაისურაძემა (92) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველი გიორგი რუბაევი 7:2 დაამარცხა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
