ჭდე: ფიფა

Home ფიფა
სამხრეთ ამერიკა ევროპაში
ჩანაწერი

სამხრეთ ამერიკა ევროპაში

როგორც ჩანს, უეფა არავისთან არაფრის დათმობას არ აპირებს. ჯერ იყო და სუპერლიგის შექმნელებს დაერია და ტურნირი ჩაუშალა, ახლა არის და ფიფასთან კინკლაობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ არ ჩატარდეს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მხარდამჭერიც ჰყავს – კონმებოლი, სამხრეთ ამერიკის კონფედერაცია. რამდენიმე დღის წინ ფიფამ გააჟღერა, რომ თუ უეფა და კონმებოლი მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში...

საქართველო მსოფლიოში დაწინაურდა
ჩანაწერი

საქართველო მსოფლიოში დაწინაურდა

კოსოვოსთან და შვედეთთან შესარჩევი მატჩების მოგებამ, ამხანაგურში კი უზბეკეთის დამარცხებამ საქართველოს ნაკრები ფიფა – კოკა-კოლას მსოფლიო რეიტინგში დააწინაურა. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ სამი მოგებით 25.36 ქულა შეიმატა, ერთბაშად 7 საფეხურით აინაცვლა და სირიასა და ჰაიტის შორის 86-ე ადგილზე დადგა. რეიტინგის სათავეში ძველებურად, ბელგია გახლავთ, რომელსაც ბრაზილია და მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი მოჰყვებიან. საინტერესოა, რომ ათეულში არ არის...

თამაშგარეს სისტემა დაადგენს
ჩანაწერი

თამაშგარეს სისტემა დაადგენს

2022 წელს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც ავტომატურად დააფიქსირებს თამაშგარე მდგომარეობას. კომპანია Hawk-Eye-მ სისტემაზე მუშაობა უკვე დაასრულა და გამოყენებისთვის მზადაა. სისტემა თამაშგარე მდგომარეობას ავტომატურად ადგენს და სიგნალს ვიდეორეფერის (VAR), უგზავნის, რომელიც გადაწყვიტავს, რამდენად ზემოქმედებს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილი ფეხბურთელი სათამაშო ეპიზოდზე და უნდა გაგრძელდეს თუ არა თამაში. ფიფა აპირებს, ტექნოლოგიაზე გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით...

ფიფას მათემატიკა
ჩანაწერი

ფიფას მათემატიკა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მსოფლიოს ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ გამართვასთან დაკავშირებით. „ეს არაა იოლად გადასაწყვეტი საკითხი. გვაქვს შიდა კონსულტაციები, ზოგი ემხრობა ამ ვარიანტს, ზოგი – არა. პირადად მე მომხრე ვარ. როცა მსოფლიოს ჩემპიონატების 4 წელიწადში ერთხელ გამართვა გადაწყდა, ტურნირში სულ 40 გუნდი მონაწილეობდა, ახლა კი შესარჩევ ეტაპზე 211 ქვეყანა თამაშობს. ჩვენ გვინდა,...

ვისია? ვისია? 2030
ჩანაწერი

ვისია? ვისია? 2030

ბრიტანეთისა და ირლანდიის ერთობლივი განაცხადი 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე, სავარაუდოდ ვერ გაიმარჯვებს. ირკვევა, რომ უეფა ბრიტანეთსა და ირლანდიას ევრო 2028-ს სთავაზობს, ფიფამ კი ოღონდ მსოფლიოს ჩემპიონატს შეეშვით და სანაცვლოდ აგერ, უეფა ევროპის ჩემპიონატს მოგცემთო. ირლანდიის მთავრობაში შეიტყვეს, რომ ფიფას 2030 წლის მუნდიალი ესპანეთისა და პორტუგალიისთვის უნდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ ევრო 2028-ის ირლანდიასა და...

ოფსაიდი თანამსაჯის საქმე აღარ იქნება
ჩანაწერი

ოფსაიდი თანამსაჯის საქმე აღარ იქნება

ბოლო წლებში ფეხბურთი გვარიანად შეიცვალა და სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება — ფიფა ოფსაიდის წესში კვლავ აპირებს ჩარევას. მიზანი: შემცირდეს ადამიანთათვის დამახასიათებელი შეცდომები. ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმღვანელი არსენ ვენგერი თამაშგარის შეფასების სრულ ავტომატიზაციას მოითხოვს. დავაზუსტოთ: მას სურს, რომ ოფსაიდის დანიშვნა თანამსაჯის საქმე საერთოდ აღარ იყოს. ვენგერმა პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „საამისოდ მართლა ბევრი ვარიანტი არსებობს....

ტიბო კურტუა: დაგვასვენეთ!
ჩანაწერი

ტიბო კურტუა: დაგვასვენეთ!

ევროპის ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიასთან 1:2 მარცხის შემდეგ ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუა გუნებაზე აშკარად არ იყო და საკმაოდ გულახდილად ისაუბრა: „გაისად, ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატი გველის. შემდეგ ეროვნული ჩემპიონატებია ივნისამდე, რასაც ერთა ლიგის ოთხი შეხვედრა მოჰყვება. ეს არანორმალური გრაფიკია, რომლის შემდეგაც ორკვირიანი დასვენება ძალიან ცოტაა. ბუნებრივია, ასეთ დროს ტრავმიანობა მოიმატებს. ფიფა და უეფა სწორედ...

პაბლო საბალეტა შემცირებას უჭერს მხარს
ჩანაწერი

პაბლო საბალეტა შემცირებას უჭერს მხარს

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ ფიფას კალენდარში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. მან თქვა, რომ 2024 წლიდან სანაკრებო შეხვედრების გამოხშირვა ფეხბურთელებზე ფიზიკურ და მენტალურ ზეწოლას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ხოლო გულშემატკივარს თავიანთი ქვეყნის ეროვნულ გუნდებთან კიდევ უფრო დააახლოებს. მოგეხსენებათ, ფიფამ თავისი 211 წევრი ფედერაციის — როგორც თავად ამბობს უმრავლესობის — მოთხოვნით, 2021 წლის დასაწყისში გამართულ 71-ე კონგრესზე,...

ფიფა ქვეყანას ეძებს
ჩანაწერი

ფიფა ქვეყანას ეძებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ეძებს. საქმე ის არის, რომ იაპონიის მთავრობამ უარი თქვა ამ ტურნირის მასპინძლობაზე, მიზეზად კი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია დაასახელა. შეგახსენებთ, რომ იაპონია უარის თქმას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც აპირებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. შესაძლოა, უარი არც ახლა თქვან, მაგრამ ორგანიზატორებს კოვიდ-რეგულაციების გამო შეზღუდვების დაწესება მოუწევთ. სავარუდოდ, ფიფა ახალ...

მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ და სხვა
ჩანაწერი

მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ და სხვა

არსენ ვენგერმა ევროპელების პროტესტი აინუნში არ ჩააგდო და დოჰაში, ვეტერანი ვარსკვლავების წინაშე თავისი ახალი პროექტის წარდგინება მოაწყო. გეგმა მსოფლიოს ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას ეხება. ვენგერი ამტკიცებს, რომ მისი (იგივე ფიფას) პროექტი ფეხბურთელების გადაღლას შეამცირებს, თამაშის ხარისხს აამაღლებს და სანაკრებო მატჩების რაოდენობასაც შეკვეცავს. ფიფა, რომელსაც მხარს ევროპის გარდა სხვა კონტინენტები და მათი ფედერაციები სავარაუდოდ დაუჭერენ,...