პრემიერლიგაში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ მწვრთნელი თომას ტუხელი შეშფოთებული იყო, რომ ბოლოხანს ინგლისურ ფეხბურთში მაყურებლის მხრიდან ძალადობამ იმატა. ასე მაგალითად, მისი გუნდის გერმანელ მცველს ანტონიო რუდიგერს „სფურზის“ ფანებმა ტრიბუნიდან ბოთლის გასახსნელი და სანთებელა ესროლეს. შეხვედრას დაახლოებით 3 000 ჩრდილო ლონდონელი გულშემატკივარი ესწრებოდა. ფეხბურთელმა ამის შესახებ იქვე აცნობა მსაჯ პოლ ტიერნის, მაგრამ არბიტრს...
ჭდე: ტოტენჰემ ჰოთსპური
ლორისი კონტეს გამო რჩება
უგო ლორისის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა დამთავრდა. ფრანგმა მეკარემ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბოლო კვირების განმავლობაში „სფურზის“ კაპიტნის მომავალი გაურკვეველი იყო. მის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გაუდიოდა. ახალ ხელშეკრულებაზე მხარეები ვერ თანხმდებოდნენ — ლორისს ჩრდილოეთ ლონდონში დარჩენა თითქოსდა აღარ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. მსოფლიოს ჩემპიონი „ტოტენჰემში“ 2024 წლამდე დარჩება. ამ ამბავმა „სფურზის“ მწვრთნელი...
ფეხბურთი სხვა კი არაფერია
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ვარსკვლავმა პიტერ კრაუჩმა ანტონიო კონტე შეაქო, გუნდს მებრძოლი სულისკვეთება დაუბრუნაო. გუშინ „სფურზი“ ლესტერში 1:2-ს აგებდა, კონტე ჩრდილო ლონდონური გუნდის მწვრთნელის რანგში პირველი მარცხის პირას იდგა, როდესაც სტივენ ბერგვინმა მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლი გაიტანა და „დეზებს“ სამი ქულა შეჰმატა. 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი კონტემ მოედანზე 79-ე წუთზე შეუშვა და მან ჯერ 90+5...
მაცდური მადლენი
„ჩარლტონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი მოდელმა მადლენ რაიტმა თავისი ინსტაგრამის გამომწერები შოკში ჩააგდო, როცა „ტოტენჰემი“ – „ჩელსის“ ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ (0:1), „ჩელსის“ გულშემატკივრებს შეხვედრის პროგნოზის გაკეთება სთხოვა. შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კამერა ჯერ „ჩელსის“ მაისურიან ქალბატონს გვიჩვენებდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ქვემოთ ჩადიოდა და „ჩელსის“ ფერის ტრუსებში გამოწყობილი, სხეულის სიმდიდრეებს უჩევნებდა. 261 ათასი...
თამაში რომელიც VAR-VAR-ებდა
ოცი წელიწადი დასჭირდა ინგლისელ მსაჯ მაიკ დინს ბოლოს და ბოლოს ჩრდილო ლონდონელთა პატივისცემა რომ ეგრძნო. „კარაბაოს” ანუ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში, მან „ტოტენჰემ ჰოთსპურის” სასარგებლოდ ორჯერ პენალტი დანიშნა, ერთხელ კი გოლი ჩათვალა, მაგრამ VAR-მა სამივე გადაწყვეტილება გააუქმებინა. შედეგად, „ჩელსი”, რომელმაც 1:0 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამში მეტოქეს 3:0 აჯობა, ფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულსა” და „არსენალს”...
ჩელსის თავდამსხმელი სულ არ უნდა
წუხელ „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 2:0 მოუგო და ინგლისურ მედიაში გაჩნდა ხუმრობა, რომელუ ლუკაკუს გამო ატეხილი სკანდალიდან ერთ კვირაში გაირკვა, რომ „ჩელსის“ თავდამსხმელი საერთოდ არ სჭირდებაო. „სტემფორდ ბრიჯზე“ ანტონიო კონტეს დაბრუნების დღეს „ტოტენჰემის“ მცველებმა დასავლეთლონდონელი ფორვარდების საქმე თვითონ იტვირთეს. არადა, აქამდე „სფურზის“ დაცვა ხელწამოსაკრავი არ ჩანდა — წინა ათი შეხვედრიდან „დეზებმა“ მეტოქეს ხუთში...
ერიკსენი ვარჯიშს იწყებს
კრისტიან ერიკსენი ამ იანვარში ერთ-ერთ ტოპ-გუნდში დაიწყებს ვარჯიშს. შემდეგ მას რომელიმე კლუბი გაუფორმებს კონტრაქტს. დაინტერესებულთა შორის არიან დანიის, ჰოლანდიის და ინგლისის კლუბები. შეგახსენებთ, რომ დანიელ ვარსკვლავს კარიერის უდიდესი პერიოდი სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ აქვს გატარებული, საიდანაც 2020 წლის იანვარში „ინტერში“ გადავიდა. არის ერთი საინტერესო დამთხვევაც, დღეს „სფურზს“ ანტონიო კონტე უდგას სათავეში, კაცი,...
თამაშგარეც არის და თამაშგარეც
კაცმა რომ თქვას, „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „საუთჰემპტონს“ 2:1 მოუგო, მაგრამ ოფიციალურად თამაში 1:1 დამთავრდა. მიზეზი: მსაჯმა VAR-ის რეკომენდაციით ჰარი კეინის მეორე გოლი არ ჩათვალა. აქ, სამართლიანად ისმის კითხვა, შეიძლება კი მილიმეტრებზე გამოდევნება? ფეხბურთში რა უნდა წახალისდეს, შეტევა თუ დაცვა? ერთი სიტყვით, ამაზე ოდნავი და უაზრო თამაშგარის წარმოდგენა ალბათ შეუძლებელია. მეორე მხრივ, ნურც „საუთჰემპტონს“ დავუკარგავთ მონდომებას. 39-ე...
როცა ასეთი სიძულვილია
„ტოტენჰემმა“ „ვესტ ჰემს“ „კარაბაოს თასზე“ 2:1 მოუგო, ლონდონის პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო — მტრად მოკიდებული გუნდების ფანებმა იჩხუბეს. არეულობა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის“ გარეთ მოხდა. საქმეში სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია. შეხლა-შემოხლა სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან მოქიშპე ჯგუფებმა მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაიწყეს. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ ლანძღვა-გინება უსწრებდა. ერთი დასისხლიანებული ფანის ფოტომ კი მთელი მსოფლიოს მედია მოიარა. ამ...
უეფამ ტოტენჰემი გაწირა
უეფამ სიმკაცრე გამოავლინა და პირველად კოვიდსაფეხბურთო ისტორიაში გუნდს წაგება ჩაუთვალა, შედეგად კონფერენციის ლიგიდან მოკვეთა. ეს გუნდი ლონდონის „ტოტენჰემია“. უეფამ „ტოტენჰემს“ წაგება „რენთან“ გადადებულ შეხვედრაში ჩაუთვალა. ლონდონელების ბანაკში კოვიდ 19 დიდი დოზით შევიდა, რის გამოც რამდენიმე თამაშის გადადება მოუწიათ. მათ შორის იყო უეფას ეგიდით ჩასატარებელი მატჩი. ლონდონელები გადათამაშებას ითხოვდნენ, მაგრამ სანაცვლოდ წაგება ჩაუთვალეს და კონფერენციის ლიგიდანაც...









