19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს. თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს. ორივე გუნდი უკვე კახეთშის მთავარქალაქშია და მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ისრაელის ნაკრებმა ვარჯიში დახურა, საქართველოს ნაკრებმა – მცირე ხნით [...]
ჭდე: ტიტე კალანდაძე
მოუგებელი ევროპა
ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სამი წაგებით დაასრულა. ტიტე კალანდაძის გუნდი ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა. დაახლოებით ათი წუთი თამაში ბურთი ბურთში წავიდა. მდევრის როლში საქართველო იყო. გიორგი ცხოვრებაძის გოლით საქართველო მე-11 წუთზე პირველად დაწინაურდა; მე-18 წუთისთვის საქართველოს ორბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ 25-ე წუთიდან მეტოქემ იგდო ხელთ მატჩის სადავეები. დაწინაურდნენ და პლუს სამი ბურთიც მიაყოლეს. [...]
კალანდაძემ 16 თქვა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გაივლის. ნაკრების მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ის 16 ხელბურთელი იახლა, რომლებსაც ევროპირველობისთვის მოამზადებს. სლოვენიაში საქართველოს ნაკრებს ორი ამხნაგური მატჩი აქვს დაგეგმილი – კუვეიტთან და ალჟირთან. ევროპირველობაზე ნაკრებს კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე ტრავმის გამო დააკლდება. გუნდშია რამდენიმე ახალი სახეც. კალანდაძის გადადწყვეტილებით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: [...]
კარპატის თასი მოგებით დავიწყეთ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რუმინეთში მიმდინარე „კარპატის თასზე“ მონაწილეობს. ქართველთა და მასპინძელთა გარდა, რუმინეთში სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებებიც არიან. ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველივე მატჩში მოიგო – ჩვენებმა სლოვაკებს 31:28 აჯობეს. პირველ ტაიმში სლოვაკები უკეთ გამოიყურებოდნენ და 16:14 მოიგეს. თუმცა, შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენები უფრო გააზრებულად ათამაშდნენ და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. ორივე [...]
არის ევროპა!
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის 26 მარტს ეს თუ ფეხბურთელებმა მოახერხეს, დღეს იმავეს გაკეთება ხელბურთელებმა შესძლეს. ტიტე კალანდაძის გუნდმა გადამწყვეტი მატჩი საბერძნეთს 29:26 მოუგო და კონტინენტის უმთავრესი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორეობისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და ეს დავალება რთულად, მაგრამ წარმატებით შეასრულა. ანგარიში ბერძნებმა გახსნეს [...]
მონდომებული, მიზანდასახული, ერთსულოვანი…
8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ტიტე კალანდაძის გუნდს კონტინენტის მთავარი ტურნირის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, შესაძლოა, ფრეც ეყოს და წაგებითაც გავიდეს, მაგრამ საქმე მოლეული სჯობიაო… არადა, ბერძნებთან პირველი თამაში 26:27 წავაგეთ. უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე მეტოქემ მოიგო, რადგან ბოლო ბურთი 8 წამით ადრე მივიღეთ და ისიც [...]
საქართველო – ევროპასთან ძალიან ახლოს
ახლა, სასწაული უნდა მოხდეს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდეს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბონსიის ნაკრები სტუმრადაც დაამარცხა. ჩვენებმა ისევ ორი ბურთის სხვაობით იმარჯვეს – 22:20. არადა, საქმე ასე სანერვიულოდავ არ უნდა გაგვეხადა. პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ქულა-ქულაში მიდიოდა. უფრო ხშირად წინ მასპინძლები იყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს [...]
კარპატებზე მეორე
რუმინეთში დასრულდა ხელბურთში „კარპატის თასის“ გათამაშება, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ეს მას შემდეგ გარიკვა, რაც ტიტე კალანდაძის შეგირდებმა მასპინძლებს 35:34 მოუგეს. ჯგუფი არ იყო სუსტი – მასპინძლების გარდა სერბეთისა და თურქეთის ნაკრებებიც ასპრეზობდნენ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ საქართველო მხოლოდ სერბეთის ნაკრებს ჩამორჩა. არადა, თავიდან სწორედ სერბეთთან წავაგეთ, მაგრამ დარჩენილ მატჩებში უკეთ ვითამაშეთ და [...]
პირველი მოგება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მინდინარე „კარპატის თასზე“ მეორე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – ტიტე კალანდაძის შეგირდებმა თურქეთი ნაკრები მარტივად, 32:27 დაამარცხეს. თანაბარი დასაწყისის შემდეგ საქართველომ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ტაიმი სოლიდური ანგარიშით მოიგო – 19:11. ეს უკვე ის სხვაობაა, რომელიც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა. შესვენების შემდეგ ჩვენების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და სხვაობა 10-ბურთიანიც [...]
მარცხი კარპატის თასზე
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები რუმინეთში, „კარპატის თასზე“ მონაწილეობს, სადაც მასპინძლების გარდა სერბეთისა და თურქეთის ნაკრებებიც იმყოფებიან. ტიტე კალანდაძის შეგირდებმა პირველი მატჩი სერბებთან გამართეს და 25:35 დამარცხდნენ. უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით არის ჩასული. ჩვენებს სასტარტო შემადგენლობის სამი ხელბურთელი – კბილაშვილი, რუსტამოვი და არსენაშვილი – აკლია. საქართველომ სერბეთთან თამაში არეულად დაიწყო და 2:5 ჩამორჩა, [...]









