ჭდე: სერხიო რამოსი

Home სერხიო რამოსი
დავაქორწინეთ, მაშ!
ჩანაწერი

დავაქორწინეთ, მაშ!

„არსენალის” ყოფილმა მოთამაშემ სანტი კასორლამ სერხიო რამოსის ქორწილის შესახებ სახალისოდ ილაპარაკა. გასულ უქმეებზე „რეალის” კაპიტნმა ცოლი მოიყვანა. კასორლა, მოგეხსენებათ, „ვილიარეალის” ფეხბურთელია. ის შაბათს, სევილიაში, რამოსისა და მისი ოდინდელი თანამეცხედრის პილარ რუბიოს ურთიერთობათა ოფიციალურ გაფორმებას დაესწრო. რამოსსა და რუბიოს სამი ვაჟი ჰყავთ, თუმცა აქამდე ცოლ-ქმარი არ იყვნენ. რამოსთა ქორწილში, ცხადია, ბევრი ფეხბურთელი იყო დაპატიჟებული. მათ შორის გახლდათ...

ჩანაწერი

გარბის და არ უშვებენ

„მარკა” წერს, რომ სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ „რეალის” კაპიტანს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და კლუბიდან წასვლა უნდა. რა გამოთქმას აღარ ხმარობენ: პრეზიდენტისა და ვარსკვლავის კონფლიქტი უკან დაბრუნების წერტილს გაცდაო; მათ შორის ხიდები დაიწვაო… ესპანური რადიო Cope-ს გადაცემა El Partidazo-ში თქვეს: „ურთიერთობა საბოლოოდ წახდა. მათ ერთმანეთთან კავშირი აღარ აქვთ. კაცმა, რომელსაც...

სამოტივაციო ქეიფი ანუ თქვენი გადახდილია!
ჩანაწერი

სამოტივაციო ქეიფი ანუ თქვენი გადახდილია!

„რეალი” მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილ რესტორან „ასადორ დონოსტიარაში” შეიკრიბა. ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის თანამშრომლები კაპიტანმა სერხიო რამოსმა დაპატიჟა. წვეულების მიზანი კიდევ ერთხელ დაახლოება და დარჩენილი შვიდი თამაშის წინ საბრძოლო განწყობის შექმნა გახლდათ. მოგეხსენებათ, მადრიდელებს მოტივაციის მოგონება ნამდვილად სჭირდებათ, რადგან ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი უკვე აღარ აქვთ. ესპანური პრესის თანახმად, წვეულებაზე სამი კაცი არ მივიდა: კეილორ...

ვინ დაბლოკა მოურინიუ
ჩანაწერი

ვინ დაბლოკა მოურინიუ

გერმანული „შპორტ ბილდი” ის გამოცემაა, რომელმაც საფეხბურთო სამყარის კულუარებისა თითქმის ყველაფერი იცის. საუბარია არა მხოლოდ ბუნდესლიგაზე, არამედ მსოფლიოზე. და აი, რას წერს „შპორტ ბილდი” „რეალში” ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ. უფრო სწორედ იმაზე, რატომ არ დანიშნა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ, რომელიც თითქოსდა უპირველესი კანდიდატი იყო. „პერესს მადრიდში მოურინიუს დაბრუნება უნდოდა. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მას...

ყვითელი ბარათი მიიღო, ეს მეტოქე მაინც გავლილიაო
ჩანაწერი

ყვითელი ბარათი მიიღო, ეს მეტოქე მაინც გავლილიაო

გახსოვთ, რა ქნა „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამსტერდამში? განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი, აქაოდა „აიაქსთან” საქმე უკვე გაკეთებული გვაქვს („რეალს” 2:1 ჰქონდა მოგებული) და ჯობს საპასუხო თამაში გამოვტოვო, ვიდრე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ყვითელი ბარათი, იქით, უფრო ძლიერ გუნდებთან გადამყვესო. უეფამ „რეალის” გამარჯვებაში დარწმუნებულ რამოსს ყვითელი ბარათის განზრახ მიღებისთვის (ეს პრეს-კონფერენციაზე თავისი პირით აღიარა) ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა,...

უკანასკნელი შანსი რეალისთვის
ჩანაწერი

უკანასკნელი შანსი რეალისთვის

ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი ტურნირია, სადაც მადრიდის „რეალს“ გამარჯვების შანსი კიდევ აქვს. „აიაქსთან“ საპასუხო მატჩს სანტიაგო სოლარის გუნდი ერთბურთიანი უპირატესობით ხვდება, თუმცა „სამეფო კლუბი“ საუკეთესო ფორმაში არ არის: წინა კვირაში „რეალმა“ ორჯერ წააგო „ბარსელონასთან“ – ორივეჯერ საკუთარ მოედანზე და თან ისე, რომ ერთი ბურთის გატანაც ვერ მოახერხა. ამ ყველაფერს სერხიო რამოსის დისკვალიფიკაციაც დაემატა. „რეალის“ კაპიტანი იმაში...

რამოსის განზრახ ყვითელი
ჩანაწერი

რამოსის განზრახ ყვითელი

სერხიო რამოსმა ფაქტობრივად აღიარა, რომ „აიაქსთან” შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი ძალად მიიღო. შეგახსენებთ, რომ  „რეალმა” ამსტერდამში 2:1 მოიგო და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. მთავარი ევროპული შეჯიბრების მოქმედმა გამარჯვებულმა რომელიც ზედიზედ მეოთხე ტრიუმფისთვის იბრძვის, ქარიმ ბენზემასა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით აჯობა ჰოლანდიის სახელოვან გუნდს, რომელთა მხრიდან ჰაკიმ ზიეჩმა შეაგდო. და როდესაც თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთი...

ჩანაწერი

მეორედ ხმა აღარ გამცე

ადრე, რომ გაგეგო რას ფიქრობს ფეხბურთელი, ან ინტერვიუ უნდა წაგეკითხა, ან მისი პირადი ნაცნობი უნდა ყოფილიყავი. ახლა დრო შეიცვალა. დღეს შეიძლება იყო „ფოლოვერი” ან „ფრენდი” და სოციალურ ქსელებში მის „ექაუნთებს” მალიმალ ათვალიერებდე. ეს ამბავიც სოციალური ქსელიდან, კერძოდ კი „ინსტაგრამიდან” მოდის. „რეალის” კაპიტანმა თავისი ჩაფიქრებული ფოტო გამოფინა და მიაწერა: „წინ დიდი გამოწვევებია. დაე, გადავლახოთ”. კაპიტნის პოსტს...

ჩანაწერი

შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბა

სერხიო რამოსს საკლუბო ფეხბურთში 590 თამაში აქვს ჩატარებული, რომელთაგან 24-ში ის მოედნიდან გააძევეს, მაგრამ… 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მისთვის წითელი ბარათი აღარ ამოუღიათ. არადა, ერთი წლის წინ, იმ ავბედით დეკემბრის თვეში, „რეალის” კაპიტანი ორჯერ გააგდეს — „ბილბაოსთან” და „დეპორტივოსთან”, მაგრამ მერე რაღაც მოხდა. ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა საქმისადმი დამოკიდებულება შეცვალა. სხვათა შორის, 32 წლის...

ჩანაწერი

„რეალი” მეშვიდედ! ანუ მადლობა ზიდანს

„რეალმა” აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში „ალ აინი” 4:1 დაამარცხა და მეშვიდედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. აქვე დავძენთ, რომ ეს გახლდათ მადრიდელთა მიჯრით მესამე ტრიუმფი ამ შეჯიბრებაში. ჯილდოს, რომელსაც თავიდან საკონტინენტთაშორისო თასს უწოდებდნენ, შემდეგ კი სახელი და ფორმატი შეუცვალეს „რეალი” აქამდე 1960, 1998, 2002, 2014, 2016 და 2017 წლებში ფლობდა. ამ ტიტულის რაოდენობით „რეალთან”...