გერმანული გამოცემა „შპიგელი” „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა ორჯერ დაარღვია ანტიდოპინგის წესები. ერთი თამაში, რომელმაც ეჭვი გამოიწვია გახლდათ ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი „იუვენტუსთან” (4:1), ხოლო მეორე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი „მალაგასთან” (2:1). „იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ რამოსის შარდში დექსამეტაზონი აღმოუჩენიათ. ამ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ის ჩვეულებრივ წამლებშია,...
ჭდე: სერხიო რამოსი
აჩუ-აჩუ ცხენო
„რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი ბედნიერია — მისი ცხენი, სახელად „იუკატანი” მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რამოსმა „ლა როხას” ბანაკი ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ დატოვა. მან ისარგებლა იმ გარემოებით, რომ მცირე ტრავმა მიიღო და სევილიასკენ გაეშურა, სადაც SICAB ანუ ცხენების საერთაშრისო შოუ-გამოფენა ტარდებოდა. ხსენებულ შოუზე ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი გახლდათ ის, რომ ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავის ერთ-ერთმა ცხენმა ეგრეთწოდებულ...
შეწყვიტეთ გინება!
„კამპ ნოუზე” ნამდვილი სპორტული სულის დემონტსტრაცია მოხდა: „ბარსელონას” ფანები ტრიბუნებიდან „რეალის” კაპიტან სერხიო რამოსს ერთხმად „ბ…ის შვილს” ეძახდნენ, მაგრამ მისმა კოლეგამ და ყოფილმა თამაგუნდელმა ესპანეთის ნაკრებში, ჟერარდ პიკემ ხალხს ჟესტით მოუწოდა სკანდირება შეეწყვიტა და გააჩერა.
რამოსმა კლოპს შვიდი შეახსენა
იურგენ კლოპსა და სერხიო რამოსს შორის კამათი გრძელდება. ეს ის კამათია, რომელიც მაისის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში „ლივერულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „რეალის” მცველსა და კაპიტანთან ჭიდაობის მსგავს ორთაბრძოლაში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. თითქოსდა ჩამცხრალი ვნბათაღელვა გასულ კვირაში მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა განაახლა, როდესაც რამოსის „ნებისმიერ ფასად გამარჯვების სტილი” გააკრიტიკა. „რეალს”...
რამოსი: მარადონა მესის სინათლის წლებით ჩამორჩება
რას არ გაიგებ კაცი! სერხიო რამოსმა ლეო მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესო არგენტინელია, დიეგო მარადონას გაცილებით ჯობიაო. არადა, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირებიდან გამომდინარე რამოსი ასე რომც ფიქრობდეს, თითქოს არ უნდა ამბობდეს, არა? თურმე რაშია საქმე: მარადონას უთქვამს რამოსი ნამდვილი ლიდერი არ არის, მაგას დიეგო გოდინი მირჩევნიაო. ჰოდა, რამოსის კონტრშეტევამაც არ დააყოვნა. „არგენტინაში ყველამ კარგად იცის,...
პიკემ რამოსი და რუბიალესი გააშველა
დღეს 22 საათზე ესპანეთი პორტუგალიას ხვდება. რა ხდება ორი დღის წინ სკანდალგადატანილ ესპანეთის ნაკრებში? მას-მედია ჯერ კიდევ იმდღევანდელის დეტალებს იკვლევს. როგორც ჩანს, „ლა როხას” ბანაკში დაძაბულობა მართლა მწვერვალს აღწევდა. დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ ესპანელთა კაპიტანი სერხიო რამოსი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ჟერარდ პიკემ გააშველა. პიკე რომ არა ეშმაკმა იცის რა მოხდებოდაო, წერენ წყაროები. მოგეხსენებათ,...
სალაჰი: შეიძლება განზრახაც დამამტვრია
არა და არ ბეზრდება საფეხბურთო მსოფლიოს მოჰამედ სალაჰისა და სერხიო რამოსის ამბის მოსმენა. კვლავ ისმის კითხვა: ძალად დააშავა „რეალის” კაპიტანმა „ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი თუ რაც მოხდა შემთხვევითობა იყო. ამჯერად დუმილი სალაჰმა დაარღვია. ესპანური „მარკას” კითხვაზე მისი აზრით განზრახ ატკინა თუ არა მადრიდელმა მხარი, თავდამსხმელმა უპასუხა: „არ ვიცი, შესაძლოა განზრახაც. მოედანზე რომ დავეცი ერთბაშად მომერია ფიზიკური...
ფირმინო: სერხიო რამოსმა იდიოტობა თქვა
რობერტო ფირმინომ სერხიო რამოსს იდიოტი უწოდაო, წერს მსოფლიო პრესა. მიზეზი რამოსის ცინიკური კომენტარი გახლდათ. მას მერე, რას „რეალის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოჰამედ სალაჰის შემდეგ მეკარე ლორის კარიუსის დაშავებაც დაბრალდა და ითქვა, რამოსთან შეტაკება რომ არა კარიუსი ორ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებდაო, ესპანელმა სარკასტულად იხუმრა: „ახლა მხოლოდ ის დარჩა ფირმინომ თქვას რამოსის ოფლი შემომესხა და...
რამოსმა კრიტიკოსებს უპასუხა
„სალაჰის ინციდენტს გადაჭარბებული ყურადღება დაუთმეს. საერთოდ არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, რადგან მერე ჩემს ნათქვამს აზვიადებენ ხოლმე მაგრამ ახლა მოგახსენებთ: ჩანაწერიც კარგად ვნახე და მახსოვს კიდეც, რომ პირველმა სალაჰმა ჩამჭიდა ხელი, მე სხვა მხარეს წავიქეცი, მან კი განა ის მკლავი იტკინა რომლითაც შებმულები ვიყავით, არამედ მეორე. და ამის მერე წერენ, რომ მე მას ძიუდოს ილეთი ჩავუტარე....
დამნაშავე ისევ რამოსია
სერხიო რამოსი ან მართლა ტარტაროზია ან ყველაფრის მისთვის დაბრალება მოდაში შემოვიდა. ახლა ამბობენ, რომ „ლივერპულის” გერმანელი მეკარის ლორის კარიუსის ორი უხეში შეცდომა იმის ბრალია, რომ თამაშის დასაწყისში მას რამოსი შეასკდა და ტვინი შეურყია. სხვა სიტყვებით, რამოსის უხეშობა რომ არა, კარიუსი ფინალში ორ უპატიებელ გოლს არ გაუშვებდა. „ბილდი” წერს, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ კარიუსს ქცევაში ნორმიდან...









