ტურინის „იუვენტუსი“ არაფრისდიდებით არ აპირებს „ბარსელონას“ ნახევარმცველის, არტურის ტრანსფერზე უარის თქმას. იტალიელები ფეხბურთელს ხელფასის გასამმაგებას ჰპირდებიან. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არტურს ბარსელონაში 5 მილიონ ევროს უხდიან. ასეთია მარტივი საფეხბურთო მათემატიკა… ამასობაში კი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა სიმბოლომ, სერხიო რამოსმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივების სურვილი გამოთქვა, უფრო რომ დავაზუსტოთ, სურვილი ორმხრივია. 34 წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში...
ჭდე: სერხიო რამოსი
რეალი ბერნაბეუდან გავიდა
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პრიმერას განახლების შემდეგ საშინაო მატჩები არა მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართოს. ეს კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. გადაწყდა ისიც, რომ აბონემენტების მფლობელი ქომაგები დარჩენილი 6 საშინაო მატჩზე ვერ დაშვებითვის ფულად კომპენსაციას მიიღებენ. თუ „რეალმა“ საშინაო 1:2-ს მერე ჩემპიონთა ლიგაში „სიტის“ ბარიერი დაძლია, ერთი...
ბენზემა მკვლელი არ არის
მადრიდის „რეალი“ შემადგენლობის გაძლერებას გეგმავს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში თვით სამეფო კლუბსაც არ აქვს ისეთი ფუფუნების უფლება, სუპერვარსკვლავი აბსოლუტურად ზუსტი სტრატეგიის გარეშე იყიდოს. ამ საკითხზე საკუთარი აზრი გამოთქვა „რეალის“ ექსვარსკვლავმა უგო სანჩესმა: „მე „რეალის“ ხელმძღვანელობას კიდევ ერთი ფორვარდის ყიდვას ვურჩევდი. ქარიმ ბენზემას თამაში ძალიან მომწონს. ის უდავოდ მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, მაგრამ არ არის მკვლელი. გუნდს კი...
ვარსკვლავების თვითიზოლაცია და ჯორდან პიკფორდის ოფოფები
ლეო მესიმ თავის მილიონობით გულშემატკივარს საყვარელ ხალხთან ერთად შინ ჯდომისკენ მოუწოდა — COVID 19, რომელიც იშიფრება, როგორც „კორონავირუსის დაავადება (disease) 2019″, ჯერ კიდევ უტევს მსოფლიოს და ამ ეტაპზე უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია. მოგეხსენებათ, ახალმა გრიპმა სპორტს სერიოზულად დაარტყა. გაურკვეველი ვადით შეწყდა შეჯიბრებები. ბურთი, სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში აღარ გაგორდება, თუმცა ეს დრო შესაძლოა გაცილებით მეტიც...
თავი 41
ელ კლასიკო მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანებს ისეთი ხალხიც მიუსხდება, რომლებმაც ფეხბურთის სამყაროში მხოლოდ ათი გვარი თუ იციან. „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა, დღეს კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ორი დიდი კაპიტანისა და ლეგენდის – სერხიო რამოსისა და ლეო მესის 41-ე შერკინებას ვიხილავთ. … „ბარსას“ ათიანი ამ თამაშის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (26 გოლით) და...
სერხიო რამოსი მესიზე: წარმატებები…
პირველ მარტს მადრიდის „რეალი“ საკუთარ „სანტიაგო ბერნაბეუზუ“ კატალონიურ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ამ გუნდების ყველა ჯახი ისედაც საფეხბურთო კლასიკაა, მაგრამ კვირა საღამოს სულ სხვა დატვირთვა ექნება. კიკე სეტიენის გუნდს ორქულიანი ფორა აქვს და თუ მოიგო, ფაქტობრივად უიმედოდ ჩამოიტოვებს სამეფო კლუბს. თავის მხრივ, ზიზუს და კომპანიას უკან დასახევი მისხალიც არ დარჩათ. ჩემპიონთა ლიგაში „სიტისთან“ საშინაო მარცხმა მათი სამეოთხედფინალო...
ცუდი და კარგი ფედე
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში „რეალმა” პენალტებით მოუგო „ატლეტიკოს” და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. პენალტების სერიაში ჯერ ტიბო კურტუამ მოიგერია ტომას პარტეის დარტყმული, შემდეგ კი გამარჯვების გოლი სეხიო რამოსმა შეაგდო. საკუთრივ თამაში 0:0 დასრულდა. ყველაზე ხმაურიანი მომენტი ალბათ 115-ე წუთზე იყო, როდესაც მეკარისკენ ჯიქურ მიმავალ ალვარო მორატას ფედე ვალვერდე თავქუდმოგლეჯილი წამოეწია და უკნიდან კვანტი გამოსდო. ვალვერდე ცხადია...
რეალმა ვერ ისარგებლა
„რეალმა” „ბარსელონას” მოულოდნელი წაგებით ვერ ისარგებლა და ლა ლიგის ცხრილს სათავეში ვერ მოექცა. „თეთრებმა” „ბეტისთან” შინ 0:0 ითამაშეს. მადრიდელებმა მე-10 წუთზე გოლი კი გაიტანეს, ეს ედენ აზარმა მოახერხა, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა. მიზეზი: ოფსაიდი. ამრიგად, „რეალი” და „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილს 22-22 ქულით ლიდერობენ. კატალონიური გუნდი გოლების უკეთესი სხვაობის გამო მაინც პირველ ადგილზეა. მატჩის შემდეგ...
აგინა და შერჩა
AS წერს, რომ შარშან „ბარსელონასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში მსაჯის შეურაცხყოფისთვის დიეგო კოშტას რვათამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო 2015 წელს, ჟერარდ პიკე „ბარსა” – „ატლეტიკის” შეხვედრაში არბიტრის დედის გინებისთვის ოთხი თამაშით დაისაჯა. მაშ, რატომ შერჩა ხახვივით სერხიო რამოსს შაბათს, მადრიდულ დერბიში, თანამსაჯის ლანძღვა? რამოსს უთქვამს „ის ბოზი, ვინც შენც მუცლით გატარაო”… ეს ამბავი „ატლეტიკოს” სათადარიგოთა სკამთან მოხდა და თვით...
სერხიო რამოსის 14
2005 წლის 1 სექტემბერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო. მადრიდის „რეალმა“ მოასწრო და „სევილიასგან“ 27 მილიონ ევროდ 19 წლის სერხიო რამოსი დაიმატა. დღევანდელი საზომებით სერხიო რამოსის დონის ფეხბურთელისთვის 27 მილიონი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ 2005 წელს მეექვსე უძვირესი ტრანსფერი იყო. წინა წლების განმავლობაში რამოსი კლუბის ქარიზმატულ ლიდერად და შეუცვლელ კაპიტნად ჩამოყალიბდა. 14 წლის განმავლობაში სერხიო რამოსმა...









