შოუ გახურდა. „მარადონა” სავსეა ენთუზიაზმით, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, ბიჭები საუცხოოდ ირჯებიან, საბრალო „მონცა” წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, პერიოდულად კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ შთაგონებული „ნაპოლის” გაჩერება ვერ შეძლო. ამ გუნდს მეტოქის ნოკაუტში (Knock Out) ჩაგდება შეუძლია, ოღონდ ამჯერად სიტყვა ნოკაუტში კვარაცხელია-ოსიმენს ვგულისხმობთ (Kvaratskhelia-Osimhen-ის აბრევიატურა). მათი გოლების თანმიმდევრობა იგივე იყო, რაც ვერონაში, ოღონდ ნეაპოლში უფრო ეფექტური გამოვიდა. „ნაპოლიმ”...
ჭდე: სერია A
ნაპოლის K-ფაქტორი
ნუ იღელვებთ. საქმეს მე მივხედავ. ასეთი იყო სიგნალი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ახალ გულშემატკივრებს და მთელს იტალიის ჩემპიონატს გაუგზავნა: ის მთავარი გმირი იქნება. ხსენებული მესიჯი მან (სულ რაღაც) 37-ე წუთზე გატანილი თავისი პირველი გოლის ზეიმის დროს გამოაგზავნა — გოლის, რომლითაც სერია A-ში მოინათლა. NBA-ს მოყვარულმა ქართველმა მძინარე ბავშვი გაითამაშა, ისე როგორც ამას „გოლდენ სტეიტის” მოთამაშე...
ნაპოლი უდრის ექვსს
სერია A-ს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეღა რჩება. იტალიის ამჟამინდელმა პირველობამ ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რის მიზეზიც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში” გადასვლაა. ამიტომაც თვალში გვეცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შანსები აქვთ სერია A-ს კლუბებს 2022-23 წლების სეზონში. calciomercato-ს ბუქმეიქერთა გამოთვლილი კოეფიციენტები მოყავს. ტოტალიზატორების აზრით „სკუდეტოს” მოპოვების ყველაზე დიდი და თანაბარი შანსი კვლავ მილანის კლუბებს აქვთ,...
ნაპოლის ვეტერანი უნდა
„ნაპოლის” ამბებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მას მერე შეიძინა, რაც იტალიის ეს კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირეს. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ნეაპოლელები ბოსნიელი ნახევარმცველით მირალემ პიანიჩით არიან დაინტერესებულნი. 32 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას” საკუთრებაა და „ბეშიქთაშში” თამაშობდა. კატალონიელებს ის სათავისოდ არ სჭირდებათ და გაყიდვას უპირებენ. თავად ბოსნიელს კი ამბიცია არ აკლია, მას უნდა სერიოზული პროექტის სერიოზული ნაწილი...
ვაი, ინტერს!
„ინტერი” ზედიზედ მეორე სკუდეტოსთვის იბრძვის, მაგრამ ბოლონიაში 1:2 წააგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე „მილანს” ორი ქულით ჩამორჩა. თან, წაგებაც არის და წაგებაც: „ნეროაძურის” მეორე მეკარე, რუმინელი იონუტ რადუ შესაბრალისად შეცდა. მის დოყლაპიობას ქვემოთ, ვიდეოზე ნახავთ. ის, რომ „ინტერი” სერია A-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლას თანაქალაქელ და მოძულე „მილანთან” აგებს, რადუს შეცდომას ორმაგად უმწარებს გემოს, ხოლო...
კაპელომ, დასაჯეთო
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა კორონავაქცინაციის შესახებ. „ვაქცინაზე უარის თქმა – ეგოიზმია. თუკი პოლიციელები ვალდებულნი არიან აიცრან, ფეხბურთელები გამონაკლისები რატომ არიან? მოთამაშეები, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე, საზოგადოებას ვნებენ და ჩემი აზრით, მათ ხელფასები უნდა შეუმცირონ,“ – ამბობს კაპელო. ცნობისთვის, ამ მხრივ, სერია А-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპულ ლიგებს შორის. იქ...
სალერნიტანას გასაჭირი
31 დეკემბრამდე „სალერნიტანას“ თუ მყიდველი არ გამოუჩნდა, კლუბი შეიძლება იტალიის სერია A-დან მოკვეთონ და დიდი ჯარიმებიც დაადონ. საქმე ის არის, რომ „სალერნიტანას“ ფაქტობრივი მფლობელი „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტოა. კლუბი მის ჰოლდინგს ეკუთვნის. სერია A-ს წესებით კი ერთ ადამიანს ორი კლუბის ფლობა არ შეუძლია. ისე, საინტერესოა, აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე?.. 17 ტურის შემდეგ, „სალერნიტანა“ სერია A-ს...
ძალიან ბებერი ქალბატონი
„იუვენტუსი“ ძალასა და საკუთარი თავის რწმენას კარგავს. „ბებერი ქალბატონი“ ყოველი ტურის შემდეგ შორდება სერია A-ს მწვერვალს. გაჩნდა საშიშროება, რომ იტალიის ყველაზე საყვარელი და საძულველი კლუბი გაისად შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშეც კი დარჩეს. შაბათს, „იუვემ“ მე-16 ადგილზე მყოფ „ვენეციასთან“ 1:1 ითამაშა. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ნაპოლის“ 8 ქულით ჩამორჩება. „ნაპოლი“ მეოთხე ადგილზეა. გულშემატკივრებს განსაკუთრებით არ მოსწონთ...
მოკეტე!
„იუვენტუსის“ ესპანელ თავდამსხმელს ალვარო მორატას მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მოკეტეო“ მკვახედ მიაძახა. ეს მოხდა „ჯენოასთან“ შეხვედრაში, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა“ 2:0 მოიგო. 72-ე წუთზე მორატამ „ჯენოას“ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არბიტრმა ესპანელი დააჯარიმა. მორატა აღშფოთდა, თავი ვეღარ მოთოკა და მსაჯს, აგრეთვე მეტოქე გუნდის მცველ დავიდე ბირასკის ლანძღვა დაუწყო, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. მასიმილიანო ალეგრიმ ფორვარდის ქცევა სახიფათოდ მიიჩნია...
ჟოზე დაცინვაზე გადავიდა
ჟოზე მოურინიუს „კალიარისა“ და „რომას“ შეხვედრაში, თავისი გუნდის გასახდელში შესვლა აკრძალული ჰქონდა. „განსაკუთრებულმა“ გადაწყვიტა ეს აკრძალვა აბუჩად აეგდო. მან ასეთი რამ მოიფიქრა: სადილი კონტეინერით მოიმარაგა და „კალიარის“ სტადიონის გარეთ კიბეებზე მიირთვა. დისკვალიფიკაციით მოურინიუ წინა ტურში, „ნაპოლისთან“ შეხვედრის შემდეგ დასაჯეს. თამაში „სტადიო ოლიმპიკოზე“ 0:0 დამთავრდა, მაგრამ მას ახლდა ვნებათაღელვა. პორტუგალიელს მსაჯმა წითელი ბარათი ამოუღო, მან კი...









