სერია A-ს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეღა რჩება. იტალიის ამჟამინდელმა პირველობამ ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რის მიზეზიც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში” გადასვლაა. ამიტომაც თვალში გვეცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შანსები აქვთ სერია A-ს კლუბებს 2022-23 წლების სეზონში. calciomercato-ს ბუქმეიქერთა გამოთვლილი კოეფიციენტები მოყავს.
ტოტალიზატორების აზრით „სკუდეტოს” მოპოვების ყველაზე დიდი და თანაბარი შანსი კვლავ მილანის კლუბებს აქვთ, რომლებიც გასულ სეზონშიც პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ. „მილანისა” და „ინტერის” კოეფიციენტი 3,50 ყოფილა.
„იუვენტუსის” შანსი პროგნოზების ოსტატებმა 4,0-ად შეაფასეს ანუ ქვეყნის 36-გზის ჩემპიონის გამარჯვებისა ოდნავ ნაკლებად სჯერათ.
„ნაპოლი”? თუ კვარაცხელიას გუნდის ჩემპიონობაზე თანხას დღეს ჩახვალთ, გამარჯვების შემთხვევაში, სეზონის ბოლოს ექვსჯერ მეტი დაგიბრუნდებათ. საიტი ხაზს უსვამს, რომ ეს არის კლუბი, რომელსაც დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე დააკლდა, ჩვენ კი გავბედავთ და დავამატებთ, რომ იმავდროულად ეს არის კლუბი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია შეემატა.
რაც შეეხება ჟოზე მოურინიუს „რომას”, მისი კოეფიციენტი 10 გახლავთ.
იტალიის დედაქალაქის მეორე გუნდი, „ლაციო”, თხუთმეტად შეფასებულა, „ატალანტა” ოცდახუთად ხოლო „ფიორენტინა” ოცდათხუთმეტად.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
