ჭდე: სერია A

Home სერია A
ჟოზემ თვით ალეგრის გადაასწრო
ჩანაწერი

ჟოზემ თვით ალეგრის გადაასწრო

გუშინ, სერია A-ში, „რომამ“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. როგორც გაირკვა, ეს იყო რომაელთა პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ზედიზედ 42-ე გამარჯვება შინ, იტალიის ჩემპიონატში. ამ მაჩვენებლით მან თვით მასიმილიანო ალეგრის გადაასწრო, რეკორდი მოუხსნა. „ჩემი მენტალიტეტი არ შეცვლილა, — თქვა მოურინიუმ მატჩისშემდგომ ინტერვიუში, — მე რეკორდებზე კი არა, ყოველთვის შემდეგ თამაშზე ვფიქრობ. მაგრამ, მაინც მინდა დიდი...

არწივი და ადრენალინი რომში
ჩანაწერი

არწივი და ადრენალინი რომში

რომაულ დერბიში 3:2 გამარჯვებით გახარებულმა მაურიციო სარიმ ხელზე ცოცხალი არწივი დაისვა. „ჩელსის“ ყოფილმა თავკაცმა მწვრთნელთა დუელში არც მეტი არც ნაკლები ჟოზე მოურინიუს აჯობა, რომლისთვისაც ეს იყო კარიერაში პირველი „დერბი დელა კაპიტალე“. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები გაიტანეს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა, პედრომ და ფელიპე ანდერსონმა. „რომას“ ფეხბურთელთაგან როჟერ იბანესმა და ჟორდან ვერეტუმ ორჯერ შეამცირეს სხვაობა. მოურინიუს შეგირდები თამაშის შემოტრიალებითაც...

ჯენოა ამერიკელებში
ჩანაწერი

ჯენოა ამერიკელებში

იტალიასა და სერია A-ს, შესაძლოა, მალე კიდევ ერთი საინტერესო კლუბი შეემატოს. როგორც ირკვევა, „ჯენოას“ ახალი მეპატრონე ჰყავს – ამერიკული საინვესტიციო ფირმა 777 Partners. ამერიკულმა მხარემ აქციების 99,9% შეიძინა. საქმის დეტალები არ ხმააურდება, მაგრამ საუბარია 150 მილიონ დოლარზე. მიუხედავად იმისა, რომ აქტივების თითქმის სრული ნაწილი ინვესტორის ხელში გადავიდა, კლუბის ყოფილი მფლობელი ენრიკო პრეციოზი კვლავ რჩება დირექტორათა...

სეზონის საუკეთესო იტალიური
ჩანაწერი

სეზონის საუკეთესო იტალიური

სერია A-ს ორგანიზატორებმა სეზონის შეჯამება დაიწყეს და პოზიციების მიხედვით საუკეთესოები დაასახელეს. ბუნებრივია, ჩემპიონი „ინტერის“ წევრებს გარკვეული ფორა ჰქონდათ და მჯობნის მჯობნიც მათგან შეირჩა. 24 წლის ნიკოლო ბარელა არც ძალიან ქუხს და არც ძალიან შედეგიანია – სულ 3 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა სეზონში. სამაგიეროდ, ბარელა სტაბილურობის განსახიერებაა და 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სპეციალისტებს ნამდვილად არ...

რონალდუ და მორატა ბურთს 25 წუთში ერთხელ იღებენ
ჩანაწერი

რონალდუ და მორატა ბურთს 25 წუთში ერთხელ იღებენ

ფრანგი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე „იუვენტუსში” 2000-2010 წლებში თამაშობდა და ტურინული კლუბის ბედ-იღბალი მისთვის სულერთი არ არის. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, რომელმაც „ბებერი ქალბატონის” მაისურით ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, „მილანთან” თავისი ყოფილი კლუბის საშინაო მარცხზე (0:3) ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის გამო „იუვენტუსი” მეხუთე ადგილზეა და თუ დარჩენილ სამ ტურში არ გაუმართლა, არ არის გამორიცხული...

მილანსა და ამსტერდამში კოვიდი დაავიწყდათ
ჩანაწერი

მილანსა და ამსტერდამში კოვიდი დაავიწყდათ

„ინტერისა” და „აიაქსის” ფანებმა კოვიდრეგულაციები არად ჩააგდეს. მათ თავიანთი კლუბების ჩემპიონობა ქალაქის ქუჩებში მასობრივად იზეიმეს. თავად კლუბებმა ქომაგებს რასაკვირველია თხოვეს სოციალური დისტანციის დაცვა, მაგრამ ეს თხოვნა ყურად არავინ იღო. სერია A-ში „ატალანტამ” და „სასუოლომ” 1:1 ითამაშეს, რის შედეგადაც ანტონიო კონტეს „ინტერმა” პირველად 2009-10 წლების სეზონის ანუ მას შემდეგ, რაც კლუბს ჟოზე მოურინიუ წვრთნიდა, სკუდეტო მოიპოვა....

გატუზოს შემცვლელი უპოვეს
ჩანაწერი

გატუზოს შემცვლელი უპოვეს

ჯენარო გატუზოს კონტრაქტს “ნაპოლისთან” სეზონის დამთავრებისთანავე გასდის ვადა. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს. უკვე ცნობილია, ვინ შეცვლის გატუზოს “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე — 62 წლის ლუჩანო სპალეტის დიდი წარდგენა არ სჭირდება. კლუბსა და ცნობილ სპეციალისტს შორის მოლაპარაკება ორი თვე გრძელდებოდა და საბოლოოდ ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ლუჩანო სპალეტი მას შემდეგ უქმობდა, რაც შარშანწინ...

ლუკაკუმ ინტერი წინ გაიყვანა
ჩანაწერი

ლუკაკუმ ინტერი წინ გაიყვანა

„მილანისთვის” რომ გადაესწრო და ცხრილის სათავეში მოქცეულიყო, „ინტერს” „ლაციოსთან” გამარჯვება სჭირდებოდა. სეზონის მეორე ნახევარში „ნეროაძური” პირველ ადგილზე 2009-10 წლების ჩემპიონატის შემდეგ არ ყოფილა. „სან სიროზე” გამართულ შეხვედრაში „შავ-ლურჯებმა” 3:1 მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ ორი გოლი თავად გაიტანა, მესამე კი ლაუტარო მარტინესს გაატანინა. ეპიზოდებს ლუკაკუს მონაწილეობით ქვემოთ, ვიდეოში გთავაზობთ. იტალიური პრესა და სხვა საიტები წერენ, რომ ეს...

რიბერი თავად იტყვის რა უნდა
ჩანაწერი

რიბერი თავად იტყვის რა უნდა

„ფიორენტინას” ვეტერანმა თავდამსხმელმა, 37 წლის ფრანკ რიბერიმ „ტორინოს” კარში გოლი შეაგდო (იხ. ვიდეო) და მატჩის შემდეგ თქვა, რომ ფლორენციაში თავს კარგად გრძნობს. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ერთი ხნის წინ კი გავრცელდა ხმა, თითქოს ფრანგის „იებში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ღიად იყო. ფეხბურთელმა თავისი პირით თქვა, რომ გერმანიაში სურდა დაბრუნება — რიბერიმ 2007-19 წლები „ბაიერნში” გაატარა. ტურინელებთან შეხვედრის შემდეგ...

ადრე აქებდა, ახლა აგინა
ჩანაწერი

ადრე აქებდა, ახლა აგინა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერ თავის ყოფილ თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს დაუპირისპირდა, შემდეგ კი მოედნიდან გააგდეს. ეს მილანურ დერბიში მოხდა — იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერმა” „მილანს” 2:1 მოუგო. შვედი და ბელგიელი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდნენ ერთად. იბრამ იქ 2016-18 წლები გაატარა, ლუკაკუმ კი 2017-19. შეხვედრაში, სადაც ორ თავდამსხმელს შორის კონფლიქტი გასახდელში გამწვავდა, თითო გოლი ორივემ გაიტანა. დამატებითი დროის მე-7...