ათი წლის წინ ათი ინგლისელი ქომაგისთვის რომ გეკითხათ, ქვეყანაში ამომავალ ვარსკვლავად ვის მიიჩნევთო, სულ მცირე შვიდი, დენიელ სტარიჯიო, გიპასუხებდათ. მართლაც, ყველაფერი კარგად დაიწყო: „ჩელსიში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თავი ევრო თუ მსოფლიო ჩემპიონატიდანაც დაგვამახსოვრა და მერე, „ლივერპულს“ ტრანსფერისთვი 15 მილიონი გირვანქის გადახდა მოანდომებინა... მერე იყო ტრავმები, რამდენიმე განათხოვრება და სათადარიგო ფორვარდის სტატუსი. წინა ზაფხულის მერე ლიგის...
ჭდე: სევილია
მესის პირადი მტერი
ესპანეთის მსაჯთა გამანაწილებელმა ორგანომ, რომელსაც RFEF ეწოდება, მოახლოებულ უქმეებზე ყველა არბიტრს თავისი მატჩი მიუჩინა. ლაპარაკია ლა ლიგის მე-14 ტურზე, რომელიც სანაკრებო წყვეტას მოსდევს. „ბარსელონა” შაბათს, საქართველოს დროით 16 საათზე სტუმრად თამაშობს „ლეგანესთან”. ამ შეხვედრას მოემსახურება სანტიაგო ხაიმე ლატრე. ლატრეს კარიერაში „ბლაუგრანას” თამაში ათჯერ განუსჯია. მათგან „კატალონიის სიამაყემ” 8 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. ბარსელონელთათვის ასეთი სასიამოვნო...
შენ ხარ ძალიან ცუდი!
„ბარსელონასა” და „სევილიას” შეხვედრაში რაც მოხდა გახსოვთ: მსაჯმა მატეუ ლაოსმა „ბლაუგრანას” ფორვარდი ოსმან დემბელე მოედნიდან გააძევა. მიზეზი: მოუზომელი სიტყვა. „ბარსას” ლიდერმა ლეო მესიმ, როგორც კაპიტანმა, დემბელე დაიცვა. თურმე ნუ იტყვით და მას ლაოსისთვის ასე უთქვამს: „ძალიან ცუდი. შენ ხარ ძალიან ცუდი”. ამ სიტყვების გაგონებაზე მსაჯმა არ იყოყმანა, ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო და 22 წლის ფრანგი...
სერხიო რამოსის 14
2005 წლის 1 სექტემბერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო. მადრიდის „რეალმა“ მოასწრო და „სევილიასგან“ 27 მილიონ ევროდ 19 წლის სერხიო რამოსი დაიმატა. დღევანდელი საზომებით სერხიო რამოსის დონის ფეხბურთელისთვის 27 მილიონი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ 2005 წელს მეექვსე უძვირესი ტრანსფერი იყო. წინა წლების განმავლობაში რამოსი კლუბის ქარიზმატულ ლიდერად და შეუცვლელ კაპიტნად ჩამოყალიბდა. 14 წლის განმავლობაში სერხიო რამოსმა...
მესის მკლავი გაებზარა
„ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი შემდეგ კვირას „ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. მეტიც, მის მკურნალობას სამი კვირა დასჭირდება. ლიონელ მესიმ „სევილიასან” შეხვედრაში, რომელიც „ბლაუგრანამ” თავის მოედანზე 4:2 მოიგო, მკლავი გაიბზარა. ის 26-ე წუთზე ოსმან დემბელემ შეცვალა. ამრიგად, 28 ოქტომბერს გაიმართება 2007 წლის მერე პირველი „ელ კლასიკო” რომელშიც არც მესი მიიღებს მონაწილეობას და არც კრიშტიანუ რონალდუ. ტრავმის ამბავი უფრო ზუსტად...
როგორ გააფრინეს ინგლისელებმა
ინგლისელმა ფანებმა სევილიაში მთელი ღამე ილოთეს და ისე მოიქცნენ, რომ ესპანეთის სპეცრაზმთან მოუხდათ შეტაკება. ესპანელები ინგლისელებს დღეს საღამოს, 22 საათსა და 45 წუთზე მასპინძლობენ ერთა ლიგის A ლიგის მეოთხე ჯგუფის შეხვედრაში. ამ ჯგუფში კიდევ ხორვატიაა. „ლა როხა” ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ინგლისელებსა და ხორვატებს თითო ქულა აქვთ. ქუჩის კამერებმა მრავალგზის დააფიქსირეს, როგორ ამტვრევენ ჭკუიდან გადასული...
რას ფიქრობს მუნირი?
„ბარსელონას” სეზონურ განაცხადს შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი მოაკლდეს. საქმე ის არის, რომ ბოლო დროს მუნირის საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო: ეთნიკურად მაროკოელი, დაბადებით კი მადრიდელი თავდამსხმელი „კამპ ნოუზე” უნდა დარჩენილიყო და ერნესტო ვალვერდეს გუნდში ადგილის მოპოვებისთვის ებრძოლა, მაგრამ სურათი შეიცვალა. „ბარსამ” „სევილიასგან” ისეთი წინადადება მიიღო, რომ ყურიდან ყურში გატარებად არ უღირს, თუმცა ფეხბურთელსაც არაფერს აძალებს. კლუბმა მუნირს...
ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა
„ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. „კატალონიის სიამაყემ” ფინალში 5:0 დაამარცხა „სევილია” — გუნდი, რომელიც მის მსგავსად სულ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამოდიოდა. სევილიელებს „ბარსასთან” შანსი არ ჰქონდათ. „ბლაუგრანას” უპირატესობა მეტისმეტად დიდი იყო. პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს ლუის სუარესმა (13,40 წთ) და ლეო მესიმ (31-ე წთ); შესვენების შემდეგ მეტოქის რბევა დიდებულმა ანდრეს ინიესტამ (52-ე წთ) და...
ა-მა-ღამ!
„მოურინიუ დღესვე უნდა გააგდონ. ხვალ კი არა. ზეგ კი არა. სეზონის ბოლოს კი არა. ა-მა-ღამ!” — ეს გახლავთ „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი გამწარებული გულშემატკივრის პოსტი, რომელმაც ემოციურობის გამო ინგლისური პრესის ყურადღება მიიპყრო. პოსტი ჩემპიონთა ლიგიდან მანჩესტერელთა გავარდნას მოჰყვა. მოურინიუს გუნდი „ოლდ ტრეფორდზე” ესპანურმა „სევილიამ” 2:1 დაამარცხა. აი, კიდევ: „მოურინიუ, დატოვე ჩემი კლუბი! მორჩა, კარგად იყავი.” ანდა:...
ესპანეთმა ნასრისთვის ოთხწლიანი მოითხოვა
30 წლის ფრანგმა სამირ ნასრიმ გასული სეზონი ესპანურ „სევილიაში“ გაატარა, ამჟამად კი თურქული „ანთალიასფორის“ ღირსებას იცავს. ესპანურმა ანტისადოპინგო ასოციაციამ რეკომენდაციით მიმართა უეფას, რომ ფრანგი 4 წლით ჩამოაშორონ ფეხბურთს, რაც ფაქტობრივად, კარიერისთვის წერტილის დასმას ნიშნავს. მიზეზი ის გახლავთ, რომ ნასრის ესპანეთში ბურთაობისას სისხლი გადაუსხამს, რაც ანტისადოპინგო კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. ნასრიმ უკვე მიმართა უეფას აპელაციით, თუმცა „თერაპევტული...









