ჭდე: რუდი გარსია

Home რუდი გარსია
რუდი გარსია: მე გუნდი მაინტერესებს და არა ინდივიდუმები
ჩანაწერი

რუდი გარსია: მე გუნდი მაინტერესებს და არა ინდივიდუმები

მას მერე, რაც „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დი ლაურენტისმა მწვრთნელად რუდი გარსია დანიშნა, ერთი თვე გავიდა. და აი, დიმაროში გუნდთან ერთად სეზონისწინა შეკრებაზე ჩასულმა ფრანგმა პრეს კონფერენცია მოაწყო. დიმაროს შესახებ: დიმაროში ყველაფერი შესანიშნავია. საფრანგეთში ასეთი „ნაპოლის სოფლის” მსგავსი ადგილები არ არსებობს. აქ უამრავი ბავშვი ვნახე, რომლებიც მშობლებთან ერთად იყვნენ მოსულები და ლურჯები ეცვათ. ვარჯიშს იმდენი ადამიანი...

სპალეტის რჩევა გარსიას: იმუშავე მშვიდად
ჩანაწერი

სპალეტის რჩევა გარსიას: იმუშავე მშვიდად

„ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სატელევიზიო არხ „სპორტიტალიას” „აძურის” შესახებ რამდენიმე სიტყვა უთხრა. „გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩემი ოჯახის სასარგებლოდ მივიღე, დიდი გულისდაწყვეტა მომიტანა — მომიხდა ისეთი ძლიერი კლუბის დატოვება, როგორიც „ნაპოლია”. დავემშვიდობე ნეაპოლის ფეხბურთში შეყვარებულ სამყაროს”. შემდეგ სპალეტიმ მომავლის შესახებაც გამოთქვა თავისი მოსაზრება. „კლუბმა უდიდესი სამუშაო გასწია. ჩემს მემკვიდრეს, რუდი გარსიას მინდა მშვიდად მუშაობა ვურჩიო. თუ...

რით მოეწონა კალენდარი რუდი გარსიას?
ჩანაწერი

რით მოეწონა კალენდარი რუდი გარსიას?

„ნაპოლის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ სერია A-ს კალენდარზე თავისი კომენტარი გააკეთა. „პირველი თამაში სტუმრად გვაქვს „ფროზინონესთან”, რომელმაც სერია B-ში ჩინებული სეზონი ჩაატარა. ამ გუნდმა დამსახურებულად მოიპოვა სერია A-ს საგზური. ზოგადად, კარგად მოგვეხსენება, რომ ამ ლიგაში იოლი თამაშები არ არის, რასაც იტალიური ფეხბურთის დონე განაპირობებს. დადებითი კი ის არის, რომ ექვსიდან ხუთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, შინ...

რა კაცია რუდი გარსია?
ჩანაწერი

რა კაცია რუდი გარსია?

რა კაცია „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი რუდი გარსია? მისი არტისტული ხასიათი კარგად ჩანს 2014 წელს მომხდარი ინციდენტიდან, რომელიც „იუვენტუსისა” და „რომას” შეხვედრის დროს მოხდა. გარსია მაშინ „რომას” ედგა სათავეში. „ჯალოროსიმ” „ბებერ ქალბატონთან” 2:3 წააგო, მაგრამ ამ საქმეში ტურინელებს მსაჯი ჯანლუკა როკი დაეხმარათ. ეს იყო ლიდერთა შეხვედრა, სადაც ფრანგი მწვრთნელი მოედნიდან იმიტომ გააძევეს, რომ… წარმოსახვით ვიოლინოზე დაუკრა....

რუდი გარსია: სპალეტის მემკვიდრეობა? ჯანმრთელობის პრობლემების მეტი არაფრის მეშინია
ჩანაწერი

რუდი გარსია: სპალეტის მემკვიდრეობა? ჯანმრთელობის პრობლემების მეტი არაფრის მეშინია

„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდს ახალი მწვრთნელი რუდი გარსია დაუნიშნა. გუშინ ფრანგი „კაპოდიმონტე მუზეუმში” ჟურნალისტების წინაშე წარდგა. „მე და პრეზიდენტ დე ლაურენტისს დიდი ამბიცია გვაქვს. მინდა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა გულთბილი შეხვედრისთვის და გასულ სეზონში მიღწეული წარმატება მივულოცო. ქალაქში უამრავი დროშა დავინახე და მივხვდი, რომ ქალაქი თავისი გუნდით ამაყობს. ჩემი მიზანია ეს მომავალშიც გამეორდეს. მე...

რუდი გარსია ნაპოლის და შვილს ელოდება
ჩანაწერი

რუდი გარსია ნაპოლის და შვილს ელოდება

ჯერ კონტრაქტი „ნაპოლისთან”, შემდეგ — ვაჟი. რუდი გარსიას ცხოვრებაში საუცხოო პერიოდი უდგას. „რომას” ყოფილ თავკაცს, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა „მარადონაზე” ლუჩანო სპალეტის შემცვლელად მიიყვანა, მალე მეოთხე შვილი გაუჩნდება. გარსიას პარტნიორი ფრანჩესკა ბრიენცა 37 წლისაა. ის რომაელია. ისინი ერთმანეთს „რომას” ბაზაზე, ტრიგორიაში შეხვდნენ. ფრანჩესკა კლუბის ტელეარხზე მუშაობდა, „ჯალოროსის” სახე იყო. შვილი, რომელსაც წყვილი ელოდება, ქალისთვის პირველია,...

რუდი გარსია და ევროთასები
ჩანაწერი

რუდი გარსია და ევროთასები

აურელიო დე ლაურენტისი მწვრთნელის ძიების პროცესში არ მალავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია როგორ ითამაშებს „ნაპოლი” ევროთასებზე და კანდიდატებს დიდწილად ამ თვალსაზრისით აკვირდებოდა. რა შედეგები აქვს „აძურის” ახალ თავკაც რუდი გარსიას ევროპულ შეჯიბრებებში? დავიწყოთ ყველაზე დიდი წარმატებებით: გარსიას ხელმძღვანელობით „მარსელმა” 2017-18 წლების სეზონში ევროლიგის ფინალში ითამაშა, ხოლო „ლიონი” 2019-20 წლების კოვიდიან სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. „მარსელში”...

ექსპერტი: რუდი გარსია საუკეთესო არჩევანი სულაც არ არის
ჩანაწერი

ექსპერტი: რუდი გარსია საუკეთესო არჩევანი სულაც არ არის

რუდი გარსიას „ნაპოლის” მწვრთნელად დანიშვნისთანავე ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ ფრანგი სულაც არ იყო აურელიო დე ლაურენტისისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი. „გარსია ვეზუვის ძირში” — ასე ერქვა Speciale Calciomercato-ს გადაცემას, სადაც სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა რამდენიმე საათის დამთავრებული კასტინგის წინაისტორია მოჰყვა. „დე ლაურენტისის პირველი კანდიდატი იყო ლუის ენრიკე, რომლისთვისაც „ნაპოლის” პრეზიდენტი წელიწადში 8 მილიონი ევროს დანიშვნას და...

რუდი გარსიას პირველი კომენტარი
ჩანაწერი

რუდი გარსიას პირველი კომენტარი

„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პირველი კომენტარი აურელიო დე ლაურენტისის მიერ მისი დანიშვნის გამოცხადებიდან ერთ საათში გააკეთა. ნეაპოლური მედიის შეფასებით ეს გახლდათ სპონტანური სიტყვები, რომელიც სასარგებლო და სასიამოვნო გამოდგა. ფრანგმა გაავრცელა ტვიტერის პოსტი, რომელიც „ნაპოლის” გვერდმა გააზიარა. გარსია მის სამწვრთნელო კარიერაში „რომას” შემდეგ მეორე იტალიურ კლუბს მიესალმა. „რა სიამოვნებაა დაუკავშირდე „ნაპოლის” პროექტს. რა სიამოვნებაა იტალიაში...

დე ლაურენტისმა ახალ კანდიდატთან ისადილა
ჩანაწერი

დე ლაურენტისმა ახალ კანდიდატთან ისადილა

წუხელ ნეაპოლს ახალი ამბავი მოედო. გავლენიანი იტალიური გაზეთის „ლა რეპუბლიკას” ცნობით „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა სადილად „ალ ნასრის” ყოფილი მწვრთნელი, 59 წლის ფრანგი რუდი გარსია  დაპატიჟა. „ალ ნასრი” საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადის კლუბია. რამდენადაც ცნობილია, სადილი რომში, იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციის, კუირინალეს სასახლის სიახლოვეს გაიმართა. თავად დე ლაურენტისი იქვე ცხოვრობს. „ლა რეპუბლიკა” წერს, რომ...