ფრანგი მწვრთნელი რუდი გარსია, რომელიც ერთი წლის წინ „ნაპოლის’’ ედგა სათავეში, ბოლო დღეეებში გასულ ამბებს იხსენებს. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გარსიამ წყრომით გაიხსენა, თუ როგორ უტეხა პირი კლუბმა და არ უყიდა ის ფეხბურთელები, რომელთა შეძენასაც დაპირდა. მან აგრეთვე თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეცვლებს უკადრისობდნენ, თუმცა გარსიამ საკმაოდ უხეშად მოიხსენია „პარტენოპეელთა’’ პრეზიდენტი აურელიო...
ჭდე: რუდი გარსია
გარსია: ოსიმენი და კვარაცხელია შეცვლას უკადრისობდნენ
„ნაპოლის’’ ყოფილმა მწვრთნელმა რუდი გარისამ ფრანგული Carré-თვის მიცემულ ინტერვიუში „ნაპოლიში’’ მუშაობის დრო გაიხსენა და რამდენიმე კულუარული ამბავი მოყვა. „გუნდში რთული კლიმატი იყო, ― თქვა გარსიამ, ― ბევრ ფეხბურთელს კლუბის დატოვება უნდოდა, ისინი კონტრაქტებით იყვნენ უკმაყოფილონი. ჯიუნტოლის სპორტული დირექტორის თანამდებობიდან წასვლამ ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. მმართველ რგოლში გაჩნდა სიცარიელე, თავის გართმევა გართულდა…’’ გარსიამ გაიხსენა ზაფხულის სატრანსფერო...
დი ლორენცოს კინაღამ კაპიტნობა ჩამოართვეს
„ნაპოლის” ჩაფლავებული სეზონის დასრულებამდე ერთი თამაშიღა რჩება. ახლა უკვე სასაცილოა იმ მიზნების გახსენება, რომლებსაც „პარტენოპეელები” სეზონის წინ ისახავდნენ. არადა, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელად ფრანგი რუდი გარსია დანიშნა, ჩაატარა კრება, რომელზეც ჩემპიონთა ლიგაში ბოლომდე გასვლაზე ილაპარაკა. შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად იცის. Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში „ნაპოლის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა, სამი დეკადის განმავლობაში დაჯგუფება „კომანდო...
ბოდიშს გიხდით, მისტერ
მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” სამი მწვრთნელიდან პირველი, ფრანგი რუდი გარსია საქველმოქმედო მატჩში გამოჩნდა. საფრანგეთში არის კლუბი Varietes Club de France, რომელიც ვეტერან ფეხბურთელებს და ჟურნალისტებს აერთიანებს. ეს კლუბი 1971 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ორმოცამდე საქველმოქმედო, საიუბილეო და სხვა დანიშნულების მატჩს მართავს მთელს მსოფლიოში. მორიგ შეხვედრას, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო და გარსიამ...
რა გააუმჯობესა კალცონამ?
„ნაპოლიმ” ფრანჩესკო კალცონას მიყვანა ხომ არ დაიგვიანაო, შიშობს პორტალი tuttonapoli და დასძენს, რომ ეს შეკითხვა ლოგიკურია, რადგან ერთი მხრივ გუნდს ჩავარდნა აქვს, მეორე მხრივ კი ახალი მწვრთნელი სტატისტიკას აუმჯობებსებს. მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” მესამე თავკაცი, რომელიც „აძურის” სათავეში 19 თებერვალს ჩაუდგა, იმთავითვე ურთულესი ამოცანის წინაშე იყო: ორიენტაციადაკარგული გუნდი გამარჯვების გზებზე უნდა დაებრუნებინა, მისთვის სახე აღედგინა. გარსიას...
თორმეტი შეხვედრის შემდეგ: გარსია მაცარიზე უკეთესი იყო
სირილ ნგონგეს მიერ „ჯენოას” კარში გატანილმა გოლმა „ნაპოლის” მწვრთნელი ვალტერ მაცარი თორმეტ თამაშში მეექვსე წაგებისგან იხსნა. სადღეისოდ მაცარის შედეგი ასეთია: 12 მატჩში 5 მარცხი, რაც მისი წინამორბედის რუდი გარსიას შედეგზე უარესია. ფრანგმა გარსიამ 12 შეხვედრაში 21 ქულა მოიპოვა, იტალიელმა მაცარიმ — 15. გარსიას „ნაპოლი” მეოთხე ადგილზე ჰყავდა, მაცარის მეცხრეზე ჰყავს. ოცდახუთი ტურის შემდეგ მეოთხეზე „ატალანტაა”,...
როგორ გააგდო დე ლაურენტისმა რუდი გარსია
აურელიო დე ლაურენტისმა კასტელ ვოლტურნოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუდი გარსიასთან კონფლიქტის შესახებ ილაპარაკა: „ამბობენ, მე რომ მწვრთნელი ვიყო იმისათვის, რაც გარსიას გავუკეთე სასამართლოში ვიჩივლებდი. ამბობენ, რომ მე გარსიას სახელი გავუტეხე. ჩემი რწმენით გარსია თავის დროზე საფრანგეთის ლიგა 1-ში კარგი მწვრთნელი იყო. იტალიაში, მისი ხელმძღვანელობით, „რომა” ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე. როდესაც სერია A-ში დებიუტი ჰქონდა, ზედიზედ ათი...
დელ ჯენიო: მაცარი გარსიაზე უარესია
მიუხედავად იმისა, რომ „სალერნიტანას” ბოლოწამს გატანილი გოლის წყალობით მოუგო, „ნაპოლის” თამაშის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ამის გამო გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი გააკრიტიკა. „რადიო გოლთან” საუბრისას დელ ჯენიომ თქვა: „ნაპოლი” პროგრესს არ განიცდის. შესაძლოა უარესადაც კი თამაშობს. გუნდი „მონცასთან” და „სალერნიტანასთან” დაახლოებით ერთნაირი იყო. უტოპიურ ოცნებას, რომ მაცარის ხელში „აძური” გასული...
კვარა — ძვირფასი ქვაა, მარიო რუი — კვარას შურდული
„გაძეტა დელო სპორტის” აზრით რუდი გარსიას გაშვება და მის ნაცვლად ვალტერ მაცარის დანიშვნა „ნაპოლიში” ბევრ ცვლილებას გამოიწვევს. მილანური გაზეთი წერს, რომ ახალი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ფეხბურთელების „გადატვირთვაა”, რომლებსაც ფრანგის ხელში საკუთარი თავის პოვნა გაუჭირდათ. ერთ-ერთი ასეთ ფეხბურთელთაგანია იესპერ ლინდსტრომი, „ფრანკფურტის” ყოფილი მოთამაშე, რომელიც მართალია „პარტენოპეელთა” ყველაზე ძვირი შენაძენი იყო, მაგრამ გარსიამ არა და...
რა მოხდა ნაპოლის გასახდელში?
„ლა რეპუბლიკა” წერს იმის შესახებ, თუ რა მოხდა „ნაპოლისა” და „ემპოლის” შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძელთა გასახდელში. ანგარიში ჯერ 0:0 იყო (საბოლოოდ „ემპოლიმ” მოიგო 1:0), მაგრამ რუდი გარსიას გუნდი ცუდად თამაშობდა. სტუმრებმა მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, რამაც „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი აიძულა ძმები კანავაროები ლოჟაში დაეტოვებინა და გასახდელში ჩასულიყო. „ლა რეპუბლიკას” ინფორმაციით პრეზიდენტს მოთმინების...









