ჯერ კონტრაქტი „ნაპოლისთან”, შემდეგ — ვაჟი. რუდი გარსიას ცხოვრებაში საუცხოო პერიოდი უდგას. „რომას” ყოფილ თავკაცს, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა „მარადონაზე” ლუჩანო სპალეტის შემცვლელად მიიყვანა, მალე მეოთხე შვილი გაუჩნდება. გარსიას პარტნიორი ფრანჩესკა ბრიენცა 37 წლისაა. ის რომაელია. ისინი ერთმანეთს „რომას” ბაზაზე, ტრიგორიაში შეხვდნენ. ფრანჩესკა კლუბის ტელეარხზე მუშაობდა, „ჯალოროსის” სახე იყო.
შვილი, რომელსაც წყვილი ელოდება, ქალისთვის პირველია, გარსიას კი პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი კლარა, ევა და ლენა ჰყავს.
„ლა რეპუბლიკას” ცნობით ფრანჩესკა იტალიაში იმშობიარებს. რომი რუდი გარსიასთვისაც ახლობელი ქალაქია. მას იქ წლები გაუტარებია, ხოლო ფრანჩესკა მარსელში, ლიონსა და საუდის არაბეთში ცხოვრების შემდეგ ბედნიერია შინ რომ ბრუნდება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/10/2026 | 09:10ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
მთავარი ამბავი20/10/2026 | 08:06უნდა ათამაშონ ბარსელონასთან კვარაცხელია თუ არა?
სიახლეები20/10/2026 | 06:54იამალი: პარიზო, მოვდივარ!
მთავარი ამბავი19/10/2026 | 09:04ბარკოლა: პრემიერლიგა ტაქტიკურად გაცილებით მარტივია
