მას მერე, რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობა იუარა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრების შესარჩევ თამაშებზე გადაიტანა. „ნაპოლის” გარემარბი უდავოდ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მაგრამ გოლი კვლავ ვერ გაიტანა.
ბოლოს მან 19 მარტს „ტორინოს” შეუგდო. თუ მხოლოდ ეროვნული გუნდის თამაშებს განვიხილავთ, მაშინ სტატისტიკა ასეთია: კვარაცხელიას თამაშიდან (პენალტს თუ არ ჩავთვლით) 5 მატჩია გოლი არ გაუტანია.
თავად ფეხბურთელმა კვიპროსთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ვითარება ასე ახსნა:
„არ ვფიქრობ, რომ უიღბლო პერიოდი მიდგას. „ნაპოლიში” ხანგრძლივი სეზონი ჩავატარე, ბევრ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ცოტა დაღლილი ვარ. მაინც იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაში შოტლანდიას გავუტან.
კვიპროსთან მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს იყო ჯგუფში პირველი გამარჯვება. დავითაშვილმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ახლა შოტლანდიაში ერთი მიზნით მივდივართ: უნდა გავიმარჯვოთ. საუკეთესო ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ”.
კორიერე დელო სპორტი
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
