„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პირველი კომენტარი აურელიო დე ლაურენტისის მიერ მისი დანიშვნის გამოცხადებიდან ერთ საათში გააკეთა. ნეაპოლური მედიის შეფასებით ეს გახლდათ სპონტანური სიტყვები, რომელიც სასარგებლო და სასიამოვნო გამოდგა.
ფრანგმა გაავრცელა ტვიტერის პოსტი, რომელიც „ნაპოლის” გვერდმა გააზიარა. გარსია მის სამწვრთნელო კარიერაში „რომას” შემდეგ მეორე იტალიურ კლუბს მიესალმა.
„რა სიამოვნებაა დაუკავშირდე „ნაპოლის” პროექტს. რა სიამოვნებაა იტალიაში დაბრუნება. ახლა ისეთი მოტივირებული და ამბიციური ვარ, როგორც არასდროს. მსურს იტალიის ჩემპიონატის დროშა ავიტაცო და მაღლა მეჭიროს”, — დაწერა ესპანური ფესვების მქონე ფრანგმა, რომელმაც ამ განცხადებით „პარტენოპეელი” გულშემატკივრის წინაშე წარდგენისა და ოფიციალური პრეზენტაციის წინ გულშემატკივართა ნაწილის გული მოალბო. 
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
