რა კაცია „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი რუდი გარსია? მისი არტისტული ხასიათი კარგად ჩანს 2014 წელს მომხდარი ინციდენტიდან, რომელიც „იუვენტუსისა” და „რომას” შეხვედრის დროს მოხდა. გარსია მაშინ „რომას” ედგა სათავეში.
„ჯალოროსიმ” „ბებერ ქალბატონთან” 2:3 წააგო, მაგრამ ამ საქმეში ტურინელებს მსაჯი ჯანლუკა როკი დაეხმარათ. ეს იყო ლიდერთა შეხვედრა, სადაც ფრანგი მწვრთნელი მოედნიდან იმიტომ გააძევეს, რომ… წარმოსახვით ვიოლინოზე დაუკრა.
ასეთი გახლდათ გარსიას რეაქცია მისი გუნდის კარში უსამართლოდ დანიშნულ პენალტზე. იმ ეპიზოდში მაიკონს ბურთი ხელზე საჯარიმო მოედნის გარეთ მოხვდა. პენალტი კარლოს ტევესმა შეაგდო.
მაგრამ, იმ დღეს არბიტრის შეცდომები ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით როკიმ „იუვეს” სასარგებლოდ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა და დანაშაული კვლავ საჯარიმოს გარეთ მოხდა — პოლ პოგბა (თუ) წააქციეს, წესები ისევ გარეთ დაირღვა.
„ის შეხვედრა კარგად მახსოვს. მან ბევრი პრობლემა შემიქმნა, — იხსენებს როკი, — მაშინ VAR რომ ყოფილიყო, გარსია „ვიოლინოზე” არ დაუკრავდა და ისტორიას ცნობილი კადრი არ შემორჩებოდა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
