ჭდე: როჯერ ფედერერი

Home როჯერ ფედერერი
ნოლეს მერვე საოცრება
ჩანაწერი

ნოლეს მერვე საოცრება

„შენ დღეს საკუთარი თავი პოპულარული და უფრო ცნობადი გახადე. ყოჩაღ, მშვენიერი მოქმედება იყო შენი მხრიდან,“ – უთხრა მეორე სეტის მიწურულს ნოვაკ ჯოკოვიჩმა დამიენ დუმუსს. და ვინ არის ეს დუმუსი? ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი, რომელმაც ნოლე მოწოდების ხაზზე მდგომი ორჯერ დროის გაწელვისთვის დააჯარიმა. პირველი სეტი სერბს მოგებული ჰქონდა და მეორეშიც ფსიქოლოგიური უპირატესობა მის...

ვერ მოხნა
ჩანაწერი

ვერ მოხნა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა ბადის პირველი ნახევარფინალი მეტისმეტად ადვილად პროგნოზირებადი აღმოჩნდა. 38 წლის როჯერ ფედერერს წილისყრაშივე გაუმართლა და ნახევარფინალამდე ისე იარა, ტოპ 40-დან არავინ შეხვედრია. იმათთანაც კაი ჯახირი დასჭირდა და მეოთხედფინალში სასწაულებრივ გადარჩენილი 7 მატჩბოლი რომ ვახსენოთ, ესეც საკმარისია. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველმეჩოგნის ტიტულის დაბრუნებას ეშურება, დიდებულ ფორმაშიცაა და ყველა მეტოქე მოსრა. ჩანს, მობერებული როჯერიც...

რაფა ზღაპარში არ შეუშვეს
ჩანაწერი

რაფა ზღაპარში არ შეუშვეს

ჩოგბურთის გურმანები ხელებს იფშვნეტდნენ დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ერთბაშად სამი გენიოსის ხილვის იმედად, მაგრამ ეს იმედი დომინიკ ტიმმა ჩაკლა. 26 წლის ავსტრიელმა რაფაელ ნადალს დიდი მუზარადის ზედიზედ 7 ნახევარფინალისგან შემდგარი სერია 4 საათზე დიდხანს გაგრძელებულ თრილერში შეაწყვეტინა – 7:6, 7:6, 4:6, 7:6. ძნელი სათქმელია, ამით ჩოგბურთმა მოიგო თუ წააგო, მაგრამ ერთი სუპერშოუ კი მოვისაკლისეთ. რაფას...

ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია
ჩანაწერი

ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია

ჯერ სულ ცინცხალი ამბავი: როჯერ ფედერერი ხუთსეტიანი თრილერის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა და შეიქნა უხუცესი 1977 წლის შემდეგ, ვისაც ამ ეტაპზე გაუღწევია. მის მეტოქეს კი ქება და დიდება: ამერიკელი ტენის სანდგრენი აქამდე მსოფლიოს მე-100 ჩოგანი იყო და მეოთხედფინალში გასვლით 44-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. არადა, ნახტომი მაშინ გენახათ, როჯერისთვისაც რომ მოეგო. არადა, რა ახლოს იყო!!!...

როჯერის რთული მეასე
ჩანაწერი

როჯერის რთული მეასე

„ერთი პერიოდი იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, პრესკონფერენციაზე თუ რა ახსნა უნდა მომეძებნა მარცხისთვის,“ – იტყვის მოგვიანებით როჯერ ფედერერი. გენიალურ შვეიცარიელ მეჩოგნეს თავის მართლება აღარ დაჭირდება. ყველაზე კრიტიკულ მომენტში „რკინის როჯერმა“ გააკეთა ის, რაც თავისი არაჩვეულებრივი კარიერის მანძილზე ხშირად გაუკეთებია და ავსრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა. ჯონი მილმანს კი ქება და ქება ეკუთვნის. აშკარაა, რომ...

ტერმინატორი? არა – დომინატორი!
ჩანაწერი

ტერმინატორი? არა – დომინატორი!

სპორტის ყველა სახეობაში გასული ათწლეულის გმირების დასახელება გრძელდება. კალათბურთში გასული ათი წელიწადი უდავოდ ლებრონ ჯეიმსის იყო, კრივში ფლოიდ მეივეზერის, მძლეოსნობაში უსაინ ბოლტის, ფორმულა 1-ში ლუის ჰემილტონის, ფეხბურთში ლეო მესის… ჩოგბურთში დღეს ერთბაშად სამი მოქმედი ლეგენდაა და ვისიმე გამორჩევაც უფრო გემოვნების საქმეა, მაგრამ საკმარისია ციფრები მოვიშველიოთ და – რაღა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი!  სერბის სულ მოგებული...

ჩანაწერი

მაესტრო მონეტაზე

„როჯერ ფედერერი კორტსა და მის მიღმა ყველაზე ცნობილი შვეიცარიელი პიროვნებაა. უამრავ საჩოგბურთო რეკორდთან ერთად, რომელთა შორისაც, ყველაზე გამოსარჩევი უდავოდ დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონობაა, ის შესანიშნავი პიროვნება და ქველმოქმედია. ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ელჩია, საყოველთაო სიყვარულს იმსახურებს და მსოფლიოში წარმატებისა და მიწიერი თავმდაბლობის განსხეულებაა,“ – ეს შვეიცარიის მთავრობის ოფიციალური განცხადებაა. დიად როჯერს, მსოფლიო მასშტაბით აღმერთებენ და მილიონობით...

ოთხი კი
ჩანაწერი

ოთხი კი

ღმერთმა უწყის ეს ბოლო მცდელობა იქნება თუ არა, მაგრამ მაესტრომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეცადოს ბულონის ტყიდან მატადორი განდევნოს. ყველა წინა მცდელობა უშედეგო გამოდგა. მართალია, მას „როლან გაროსი“ მოგებული აქვს, მაგრამ ამას აწ უკვე ყოფილ შვედ ჩოგბურთელს რობინ სოდერლინგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც 2009 წელს წარმოუდგენელი სენსაცია მოახდინა და რაფაელ ნადალი ტურნირიდან გამოთიშა, თავად კი ფინალში გააღწია...

წერილი სიას
ჩანაწერი

წერილი სიას

იაპონიაში ახლახანს დასრულებულ რაგბის მსოფლიო თასზე ჩემპიონობა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოიპოვა. შავი კონტინენტის წარმომადგენლებმა, ფინალურ დაპირისპირებაში ინგლისის საკმაოდ ძლიერ და სიმპათიურ გუნდს აკადემიურ სტილში აჯობეს და გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს. რაგბის თავგადაკლულ ქომაგს არა, მაგრამ ბევრს შესაძლოა ეგონოს, რომ ოვალური ბურთის ამ მართლაც ვაჟკაცურ სათამაშო სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ასე არ...

მატეომ დახურა
ჩანაწერი

მატეომ დახურა

შეივსო. ახლა, უკვე ლონდონში ცხელ კვირას საჩოგბურთო ბატალიებს და დიდ ვნებათაღელვას ველოდებით. სამეფო სპორტის ქომაგები უმალ მიხვდებოდნენ, რომ საუბარი წლის შემაჯამებელ ტურნირზე გვაქვს, რომელსაც ინგლისის დედაქალაქი ბოლოსწინაჯერ მასპინძლობს. არახალი ამბავია, რომ ATP-მ ვაჟთა შორის შემაჯამებელ შეჯიბრს ადგილი შეუცვალა და 2021 წლიდან ის ტურინში გაიმართება. იტალიურ ქალაქს, ეს პატივი 2025 წლამდე ექნება. 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის...