ჭდე: რაფა ნადალი

Home რაფა ნადალი
მაესტრომ მეფე გადააგდო
ჩანაწერი

მაესტრომ მეფე გადააგდო

ჩოგბურთელებიც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან, მაგრამ მათ ბევრი უცნაურობები ახასიათებთ. მაგალითად, ხშირად გაიგებთ და დადასტურებული ამბავიცაა, რომ საჩოგბურთო სამყაროში შუღლი და ქიშპი არავის უკვირს. ტურში, მოთამაშეებს ერთმანეთთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ და გადამკვდარი მეგობრობაც იშვიათობაა, თუმცა ეს ყველაზე ნამდვილად არ ითქმის. სამეფო სპორტში, 21-ე საუკუნის უმთავრეს „მტრებად“ უდავოდ როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი...

მაესტრო ტოკიოში
ჩანაწერი

მაესტრო ტოკიოში

ერთი პერიოდი ტოპ ჩოგბურთელებისთვის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა პრიორიტეტულად არ ითვლებოდა. სამეფო სპორტი ზაფხულის ოლიმპიადის ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, ვიდრე 1924 წელს თამაშების პროგრამიდან არ ამოიღებდნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩოგბურთი ხუთ რგოლში 1988 წელს სეულში დაბრუნდა და დღემდე მისი განუყრელი წევრია მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე მეჩოგნეები რატომღაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას...

საქართველო ელიტაა
ჩანაწერი

საქართველო ელიტაა

პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ ახალ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. ავსტრალია 2-დან 13 იანვრამდე მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს უმასპინძლებს, რომელთა შორის ჩვენი პირველმეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეწყვილე ალექსანდრე მეტრეველიც იქნებიან. ტურნირში სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლა  კი დამატებით დატვირთვას მისცემს თითოეულ შეხვედრას. ტურნირს ATP Cup ჰქვია და უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ორგანიზატორებმა საპრიზოდ...

ფედერერი vs ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე”
ჩანაწერი

ფედერერი vs ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე”

„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩოგბურთის თამაში მოაწყოს — რაფა ნადალი როჯერ ფედერერს შეახვედროს. ეს გეგმა ფლორენტინომ „რეალის” დირექტორატს კვირის თათბირზე გააცნო. ჩოგბურთის გარდა პერესს „რეალის” ქალთა გუნდის შექმნაც განუზრახავს. ესპანური გაზეთი ABC ამტკიცებს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის დაპირისპირება საჩოგბურთო მატჩზე დასწრების რეკორდს დაამყარებს. ტრიბუნებზე, სავარაუდოდ, 80 000 მაყურებელი მოიყრის თავს....

ბასილაშვილის უხერხული წილი
ჩანაწერი

ბასილაშვილის უხერხული წილი

რამდენიმე დღეც და ჩოგბურთის ქომაგები ნირვანაში გადაეშვებიან. სამეფო სპორტის მილიონობით გულშემატკივრიდან ვისაც გაუმართლებს და ექნება ბედნიერება ბილი ჯინ კინგის უნიკალურ კომპლექსში მატჩებს თვალ-ყური ადგილიდან მიადევნონ უკეთეს, ალბათ, ვერც ინატრებენ, უმეტესობას კი პოპკორნის მომარაგება და ტელევიზორის წინ რბილ სავარძელში ყოფნა მოუწევს. მოკლედ, 26 აგვისტოს,  ნიუ ორკში წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება – ამერიკის ღია პირველობა იწყება,...

რაფამ რუსი დაჩაგრა
ჩანაწერი

რაფამ რუსი დაჩაგრა

კანადური მასტერსი ესპანელი რაფა ნადალის ტრიუმფით დასრულდა. 33 წლის ესპანელმა, რომელიც თიხნარის ჯადოქრადაა ცნობილი, პირველად შეძლო შარშან გრუნტზე მოპოვებული ტიტულის დაცვა. ფინალში რაფამ რუსი დანილ მედვედევი 6:3, 6:0 გვემა და კარიერაში 35-ე მასტერსი მოიგო. რაფა ამ მხრივ რეკორდსმენია, რადგან უახლოეს მდევარ ნოვაკ ჯოკოვიჩს მხოლოდ 33 მასტერსი დაუგროვდა. 2004 წლიდან მოყოლებული, რაფას მასტერსის მოუგებლად წელიწადი არ...

ტიმმა, ტოკიო არაო
ჩანაწერი

ტიმმა, ტოკიო არაო

ოლიმპიური თამაშები ოთხწლეულის ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმია, რომელშიც არათუ გამარჯვება ან მედლის მოპოვება, მონაწილეობაც კი საამაყოა. ჩოგბურთი, ზაფხულის ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, თუმცა მხოლოდ 1924 წლამდე. შემდეგ სამეფო სპორტი გარკვეულ მიზეზთა გამო ოლიმპიურ თამაშებს ჩამოშორდა და ხელახლა 1988 წლიდან შეიტანეს ოლიმპიურ პროგრამაში. სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებისგან...

აღარ ვუყუროთ ჩოგბურთს?!
ჩანაწერი

აღარ ვუყუროთ ჩოგბურთს?!

შეგვიძლია, ჩოგბურთს აღარ ვუყუროთ. ამაზე დიდი დრამის წარმოდგენაც შეუძლებელია. ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში როჯერ ფედერერს 7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12 მოუგო. სტატისტიკა ამბობს, როჯერი უკეთესი იყოო, მაგრამ ფაქტია – თასი ნოვაკმა აღმართა… ამას ვერ აღწერ. უნდა გენახა. წლევანდელმა უიმბლდონმა ფედერერი – ნადალის და ფედერერი – ჯოკოვიჩის ორი სუპერბრძოლა გვაჩუქა და ისედაც დარჩებოდა ისტორიაში. ჯოკოვიჩი და...

ნადალს ესროლეს
ჩანაწერი

ნადალს ესროლეს

ავსტრალიელი ნიკ კირიოსი სრულიად საჩოგბურთო სამყაროს პრობლემად იქცა. არბიტრებთან და მეტოქეებთან მისმა კონფლიქტებმა დაუსრულებელი სახე მიიღო. უიმბლდონის მეორე წრის შეხვედრაში კირიოსმა განზრახ დაუმიზნა რაფაელ ნადალს ბურთი და მკერდში გაარტყა. წარმოიდგინეთ, რამდენად მტკივნეულია ასეთი დარტყმა. მეორედაც სცადა, მაგრამ ააცილა. კირიოსს ბოდიშის მოხდა არც უფიქრია: „რამდენი სლემი აქვს მოგებული ამ ბიჭს და რამდენი ფული ნაშოვნი? როგორმე ერთ...

ვარდივით წილი
ჩანაწერი

ვარდივით წილი

1 ივლისს, ლონდონში, „უიმბლდონი“ იწყება. ტურნირის ფავორიტი ცხადია, მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, თუმც სადაც როჯერ ფედერერი თამაშობს, დამეთანხმებით, იქ პროგნოზებიც ცოტა მოზომილი უნდა იყოს. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, აშკარაა, რომ ქართველი მეჩოგნე არასახარბიელო ფორმაშია. ის „როლან გაროსს“ სტარტზევე გამოეთიშა, მანამდე და შემდგომ ტურნირებზეც ბასილაშვილი უგერგილოდ ირჯებოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს კორტზე ნაძალადევად იდგა და თამაში...