ჭდე: რაფა ნადალი

Home რაფა ნადალი
უიმბლდონზე განთესილი ქართველი
ჩანაწერი

უიმბლდონზე განთესილი ქართველი

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სათამაშო ბადე უცნობია, თუმცა  ორგანიზატორებმა რეიტინგის ლიდერები უკვე განთესეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის მე-16 ნომერი კია, მაგრამ მეთვრამეტედ განთესეს. რატომ? მასპინძლები წარსულ მიღწევებს არ უვიწყებენ ხოლმე ჩოგბურთელებს. მე-18 ჩოგანი მარინ ჩილიჩი განთესვაში მეცამეტეა, ხოლო მეორე ნომრადაა განთესილი როჯერ ფედერერი, რომელსაც გამოცხადებული აქვს, რომ ეს მისი ბოლო უიმბლდონია. იდეალურ ვარიანტში ორგანიზატორები ჯოკოვიჩი-ფედერერის ფინალს...

ჩანაწერი

250 კვირა

აქამდე ჩოგბურთის ისტორიას სულ ოთხი ისეთი ლეგენდა ჰყავდა, რეიტინგის პირველ საფეხურზე 250 და მეტი კვირა (ჯამურად) რომ აქვთ გატარებული. დღეს პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ნოვაკ ჯოკოვიჩის 250-ე კვირა დაიწყო. ნოვაკის შედეგი ფენომენალურია პირველ რიგში ასაკის გამო: ის მხოლოდ 31 წლისაა და სულ მცირე, კიდევ ხუთი წელი მაინც შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. ფენომენალურია...

ჩანაწერი

ნიკას ნადალი მადრიდში ელის

მადრიდის მასტერსზე სუსტებს არაფერი ესაქმებათ. იქაურ თიხნარზე 56 საუკეთესო მეჩოგნე გავა. ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-17 ჩოგანია, პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ფრენსის ტიაფო ერგო. 21 წლის ამერიკელი რეიტინგში 31-ე გახლავთ. თუ ამ ბარიერს გადალახავს, ნიკას ფილიპ კოლშრაიბერის (41) და მიხაილ კუკუშკინის (40) დუელში გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება. უფრო შორს გახედვა ალბათ ადრეა, მაგრამ სულმა წაგვძლია:...