კუნძულ მალიორკაზე, ქალაქ სან ლორენსის ერთ-ერთ ქუჩას ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის სახელი მიენიჭება. არ იფიქროთ, ეს მისი სპორტული მიღწევების გამო ხდებოდეს – ქალაქის ხელმძღვანელობას სურს ნადალს კუნძულზე 2018 წელს მომხდარ წყალდიდობის დროს შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა ამ ფორმით გადაუხადოს. წყალდიდობა მალიორკაზე 2 წლის წინ მოხდა. სტიქიური უბედურება კუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური იყო და, შედეგად, 35.000...
ჭდე: რაფა ნადალი
100:2
ფანტასტიურია! ესპანელმა რაფა ნადალმა „როლან გაროსის“ ფინალში სამ სეტში „ჩამოალაბორანტა“ ნოვაკ ჯოკოვიჩი და საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მეცამეტედ გახდა. რაფას ამ ტურნირზე სულ 15-ჯერ აქვს ნათამაშევი და სულ ორი მარცხი განიცადა, ნოვაკთან მოგება კი მე-100 იყო. ჯამში მისი სლემტიტულების ოდენობა 20 გახდა, რითაც როჯერ ფედერერს გაუტოლდა. საფრანგეთში 13 ტიტულიდან 4 ესპანელს სეტის დაუთმობლად აქვს მოგებული...
კვალიფიკაციიდან ნახევარფინალში
მსოფლიოს 131-ე ჩოგანი ნადია პოდოროსკა პირველია, ვინც Open Era-ში (1968 წლიდან დღემდე) „როლან გაროსის“ ნახევარფინალში გასვლა კვალიფიკაციიდან მოახერხა. 23 წლის უკრაინული წარმოშობის არგენტინელმა აშკარა ფავორიტად მიჩნეული „თანამემამულე“ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა. პოდოროსკა ნახევარფინალში ტურნირის კიდევ ერთ აღმოჩენას 19 წლის პოლონელ იგა შვიატეკს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში იტალიელი მარტინა ტრევიზანი 6:3, 6:1 დაამარცხა....
ნოლემ ნიუ იორკში მოიწყინა
სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი US OPEN-ის წინ მშვენიერ ხასიათზე დადგა. ნოლემ ცინცინატის მასტერსი კორონავირუსის გამო ნიუ იორკში გადატანილი АТР-ს 1000-იანი ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში სერბმა კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა – 1:6, 6:3, 6:4. როგორც ხედავთ, პირველი სეტი ჯოკოვიჩმა უშანსოდ წააგო, მაგრამ, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვია მეტოქეს და… „პირველ სეტში მილოში შესანიშნავი იყო. თავადაც რამდენიმე ორმაგი...
მხოლოდ ნოლე
US Open-ზე დიდი სამეულის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაინც ვიხილავთ – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზე თამაში გადაწყვიტა, თუმც სერბი ჩოგბურთელი იქვე გამოტყდა, რომ ორგანიზატორების მკაცრი მოთხოვნები რთული შესასრულებელი იქნება. „სამედიცინო პროტოკოლითა და უსაფრთხოების წესების დაცვით US Open-ზე თამაში იოლი არ იქნება. ამ ტურნირისთვის ჩემ გუნდთან ერთად ვემზადებოდი და მგონი, კარგ ფორმაში ვარ. მზად...
რამდენს დაუქვითავენ ბასილაშვილს?
საჩოგბურთო სამყარო აგვისტოს ელოდება. სწორედ 3 აგვისტოს WTA ქალთა ტურს პალერმოში განაახლეებს, აქედან ზუსტად 11 დღეში კი ATP და ვაჟთა ჩოგბურთი ვაშინგტონის ტურნირით დაგვიბრუნდება. ახლა თავსატეხი ისაა, როგორი უნდა იყოს სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემა. მოგეხსენებათ, გაცდენილ თვეებში ჩოგბურთელებს შარშანდელი ქულები ჰქონდათ დასაცავი, რაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს. ქულების ბრმად ჩამოჭრაც აშკარა უსამართლობა იქნებოდა. როგორ...
პარიზი ხალხისა და რაფას გარეშე
ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობა დაგეგმილი 18 მაისის ნაცვლად 27 სექტემბერს დაიწყება. საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარ ჯუდიჩელი არ გამორიცხავს, რომ წლევანდელი „როლან გაროსი“ ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის. „არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. არ ვიცით რა იქნება მომავალში,ამიტომაც არ გვინდა ცრუ დაპირებები მოგცეთ. ტურნირმა უმაყურებლოდ რომ ჩაიაროს, ეს ჩვენთვის მაინც საინტერესო იქნება, რადგან არსებობენ სპონსორები, რომელთაც...
ვავრინკა წლეულს ფიქრობს, ნადალი – საგაისოდ
მსოფლიო პანდემიით შეჩერებულია საჩოგბურთო სამყარო. სადღეისოდ ტურნირების განახლება 13 ივლისისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ არის შანსი ამ თარიღმა გადაიწიოს. რაც შეეხება დიდი მუზარადის ტურნირებს, რომელიც წლეულს იყო დაგეგმილი, „უიმბლდონი“ ნამდვილად აღარ გაიმართება, „როლან გაროსის“ დაწყების თარიღი 27 სექტემბერია, ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებს ჯერ არაფერი უთქვამთ და ისევ 24 აგვისტოს არის ჩანიშნული. თუმცა, დიდი მუზარადის სამგზის ჩემპიონი...
ჩოგბურთის პირველი მერცხლები
12 მარტის შემდეგ პირველი საჩოგბურთო ტურნირი, რომელშიც ATP-ს მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, გერმანიაში დაიწყო, თუმცა, განსხვავებული წესებით – მატჩებს მაყურებელი არ ესწრება, ასევე არ არიან ხაზის მსაჯები და ბურთის მიმწოდებელი ბიჭუნები. კობლენცში მიმდინარე შეჯიბრში 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს 100-ეულში არ შედიან. მათ შორის არის დასტინ ბრაუნი, ვისაც უიმბლდონზე თვით რაფა ნადალი დაუმარცხებია. ყოველი მატჩის შემდეგ...
აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
2020 წლის საჩოგბურთო სეზონი კარგად გახურდა. წლის პირველ დიდი სლემის ტურნირთან ერთად უკან, რამდენიმე პრესტიჟული შეჯიბრია მოტოვებული. სამწუხარო ის არის, ჩოგბურთის მეფეს – როჯერ ფედერერს ტრავმისგან გამოწვეული ქირურგიული ჩარევის გამო იძულებითი შესვენება უწევს და ზაფხულამდე უქმობს. მაესტროს არყოფნას კი რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსებენ, რომლებმაც თავიანთ შთამბეჭდავ კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო მიამატეს. ესპანელმა მექსიკურ...









