რაფა ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში უდიდესი უპირატესობა გაანიავა და „დიდი მუზარადის“ ტურნირების მოგების 21-ე შანსი გადადო. არადა, ესპანელს ეს ტურნირი რომ მოეგო, მეიჯორის ტიტულებით ერთპიროვნულად დაწინაურდებოდა და როჯერ ფედერერთან გასაყოფი არაფერი ექნებოდა. ნადალი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა – 6:3, 6:2, 6:7, 4:6, 5:7. როგორც ხედავთ, ესპანელი ორი სეტის შემდეგ ისე იგებდა, საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი...
ჭდე: რაფა ნადალი
ჩოგბურთელი გენეტიკური დეფექტით
ბრიტანელი ჩოგბურთელი ფრანჩესკა ჯონსი ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში კი მოხვდა, მაგრამ იქ პირველივე წრეში წააგო ამერიკელ შებლი როჯერსთან – 4:6, 1:6. მატჩი საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. თუმცა, აქ სხვაზე გავამახვილებთ ყურადღებას – ჯონსი გენეტიკური დეფექტით, ექტროდაქტილიით დაიბადა. ჩოგბურთელს ხელზე რვა, ხოლო ფეხზე შვიდი თითი აქვს. ექიმები თვლიდნენ, რომ ჯონსი პროფესიონალი ჩოგბურთელი...
ნადალი ფედერერით ამაყია
„დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. ესპანელი მომავალ ტურნირზე არაფერს საუბრობს, მაგრამ კომენტარი საკუთარ რეკორდებზე და შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დაპირისპირებაზე კი გააკეთა. „ყოველდღიურად ჩვეულებრივ ვიხარჯები – ეს არის და ეს. რეკორდები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე მებრძოლი ვარ, მაგრამ არასდროს შევპყრობილვარ იდეებით, რომ საუკეთესოც. კონცენტრირებული ვარ კონკრეტულ მომენტზე. როჯერ ფედერერთან ერთად...
უმცროსი ბორგი მალიორკიდან იწყებს
ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის ბიორნ ბორგის შვილი მამის კვალზე წავიდა და ხელში ჩოგანი აიღო. ლეო ბორგი 17 წლის არის და მალიორკაზე, რაფაელ ნადალის აკადემიაში ვარჯიშობს. თუ როგორი ჩოგბურთელია ლეო, ამას ტონი ნადალისგან გაიგებთ, რომელიც რაფას ბიძა და ყოფილი მწვრთნელია. „ლეო შესანიშნავია, თუმცა მისთვის რთული იქნება მამის კვალზე წასვლა. მით უფრო, რომ შედარებები მალე დაიწყება. ერთი რაც...
შემაჯამებელი შვარცმანმა შეკრა
15-22 ნოემბერს, ლონდონში, წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, სადაც ყოველთვის ის საუკეთესო 8 სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს რეიტინგის სათავეში არიან, თუმც გადანაცვლებაც ხდება – წლეულს, მაგალითად, ლონდონში არ ითამაშებს ლეგენდარული როჯერ ფედერერი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი სუპერვარსკვლავი 2020 წლის 7 თებერვლის მერე აღარ გასულა კორტზე – 39 წლის ვეტერანი ტურნირებზე გამოსვლისგან თავს კორონავირუსის პანდემიის გამო იკავებს....
რაფა – მეოთხე უდიადესი
პარიზის „მასტერსის“ მეორე წრეში რაფაელ ნადალმა სამ სეტში თანამემამულე ფელიციანო ლოპესს 4:6, 7:6, 6:4 მოუგო. ეს მის კარიერაში მე-1000 გამარჯვება იყო. დიდი მუზარადის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ესპანელი ისტორიაში მეოთხეა, ვინც ეს ბარიერი გადალახა. მასზე წინ მხოლოდ ივან ლენდლი (1068), როჯერ ფედერერი (1242) და ჯიმი კონორსი (1274) არიან.
აქეთ რეალი, იქით – ბარსა
„დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, თიხნარის მეფედ წოდებულმა რაფა ნადალმა განაცხადა, რომ მის ოჯახში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ გუნდებს გულშემატკივრობენ. თუმცა, ეს ოჯახურ ჰარმონიას ხელს არ უშლის. „მამაჩემი და მთელი ჩემი ოჯახი ყოველთვის მადრიდისტა იყო, მაგრამ როდესაც ბიძაჩემი, მიგელ ანხელ ნადალი „ბარსელონაში“ თამაშობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მას ვგულშემატკივრობდით. როდესაც მალიორკაზე დაბრუნდა, ჩვენ გავიყავით, ნაწილმა „ბარსელონას“ ქომაგობა...
იმ კვირიდან ნადალი
„დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი, მომავალ კვირაში ATP-ს ისტორიაში დროის ხანგრძლივობის TOP 10 რეიტინგის რეკორდს დაამყარებს. ამჯერად ესპანელი 789 კვირით პირველ ადგილს იყოფს ამერიკელ ჯიმი კონორსთან ერთად, მაგრამ 9 ნოემბრიდან სათავეში მარტო იქნება. მესამე ადგილზეა ასევე მოქმედი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი. შვეიცარიელი 2016 წელს TOP 10-დან გავარდა და მისი სერია 734 კვირაზე გაჩერდა. თუმცა,...
ნოვაკი სამპრასს გაუსწორდა
ვენაში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატი ბორნა ჩორიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა. ამით მან გაინაღდა კალენდარული წლის შედეგებით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი. ეს მისი მეექვსე მსგავსი წარმატებაა. მანამდე ნოვაკი საუკეთესო 2011, 2012, 2014, 2015 და 2018 წლებში გახდა. ამ შედეგით სერბმა უკან მოიტოვა რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი, რომლებსაც პირველ საფეხურზე წელიწადი 5-5-ჯერ აქვთ...
ცხოვრება მშვენიერია
ესპანელი რაფაელ ნადალისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სპორტული დაპირისპირება უკვე ერთი დიდი ლეგენდაა. ორივეს კარიერაში „დიდი მუზარადის“ 20 ტურნირი აქვს მოგებული. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. თუმცა, კორტს გარეთ ჩოგბურთელებს სხვა ურთიერთობა აქვთ და ნადალმაც ამაზე ისაუბრა… „როჯერთან წლებია შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ. გადავიტანეთ კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები. „როლან გაროსის“ მოგებით ფედერერს „მეიჯორის“ ტიტულებით დავეწიე, რაც...








