კუნძულ მალიორკაზე, ქალაქ სან ლორენსის ერთ-ერთ ქუჩას ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის სახელი მიენიჭება.
არ იფიქროთ, ეს მისი სპორტული მიღწევების გამო ხდებოდეს – ქალაქის ხელმძღვანელობას სურს ნადალს კუნძულზე 2018 წელს მომხდარ წყალდიდობის დროს შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა ამ ფორმით გადაუხადოს.
წყალდიდობა მალიორკაზე 2 წლის წინ მოხდა. სტიქიური უბედურება კუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური იყო და, შედეგად, 35.000 ადამიანი დაზარალდა.
რაფა დაზარალებულებს, როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად დაეხმარა. ეს არც ნადალისთვის იყო პირველი შემთხვევა – მშობლიურ კუნძულზე საქველმოქმედო საქმიანობას ხშირად ეწევა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
