ინგლისის თითქმის ჩემპიონი „ლივერპული” შეურაცხყოფილია, რადგან ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ „რესტარტის” შემდეგ თამაშები „ენფილდზე” არ უნდა გაიმართოს. მიზეზი: ადგილობრივ ფანებს არ ენდობიან! მათ ქალაქში ფეხბურთი რომ დააბრუნო, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისგან განსხვავებით სოციალური დისტანცირების წესებს ვერ დაიცავენო. განვმარტოთ: ინგლისში პრემიერლიგის ჩემპიონატის განახლებას ცარიელი ტრიბუნების წინაშე და… ნეიტრალურ სტადიონებზე აპირებენ. კლუბები კი საფეხბურთო ხელისუფალთ სთხოვენ,...
ჭდე: პრემიერლიგა
ნიუკასლის მცველმა იგინა
ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მკაცრად გამოაცხადა, რომ 1 ივნისამდე ქვეყანაში სპორტული შეჯიბრება უმაყურებლოდაც კი არ გაიმართება, რითაც პრემიერლიგა სიხარულით ცას სწია — ინგლისის ჩემპიონატის განახლებას ხომ ისედაც 12 ივნისს აპირებდნენ. ამრიგად, ხელისუფლების ნებართვა არსებობს! „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” „ნიუკასლში” იჯარით გადასულმა მცველმა დენი როუზმა კი ჯონსონის გამოსვლას არადიპლომატიურად უპასუხა. მან f-იანი სიტყვის გამოყენებით თქვა, რომ ერის მორალისა...
აცრამდე შინ ისხედითო
ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და მისი მთავრობა აცხადებენ: სანამ ვაქცინა არ იქნება, ტრიბუნაზე ფეხს ვერავინ შედგამს! გასაგებია, რომ ლაპარაკია კორონავირუსის აცრაზე. covid 19-მა დღეისათვის, მსოფლიოში 283 860, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 31 855 ადამიანი იმსხვერპლა. ბრიტანეთის ხელისუფლება მინიმუმ სექტემბრამდე ამ საკითხს არც კი დაუბრუნდება, თითქოს არ არსებობდეს. ეს ფრიად უსიამოვნო ცნობაა ქვეყნის ფეხბურთის კლუბებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს, მომავალი...
ექვსი აუტსაიდერის ულტიმატუმი
„მირორი” წერს, რომ პრემიერლიგის ექვსი კლუბი ორშაბათს კოლეგებს კატეგორიულად გამოუცხადებს: გააუქმეთ პრემიერლიგიდან გავარდნა და ჩვენ შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაგამთავრებინებთ! „ნორვიჩი”, „უოტფორდი”, „ასტონ ვილა”, „ბორნმუთი”, „ვესტ ჰემი” და „ბრაიტონი” ნეიტრალურ მოედნებზე თამაშს იმ შემთხვევაში დაყაბულდებიან, თუ გავადნა აღარ იქნება. ისინი პრემიერლიგის კლუბთა ორშაბათის ვიდეოკონფერენციაში სწორედ ამ მოთხოვნით მიიღებენ მონაწილეობას. ჩამოთვლილ კლუბთაგან ერთ-ერთის მაღალჩინოსანმა „მირორს” განუმარტა: „ყველა თავისი ინტერესებიდან...
ინგლისელები გინებაზე ფიქრობენ
ინგლისში შეწყვეტილი პრემიერლიგს გაცოცხლებას Project Restart ანუ პროექტის განახლება უწოდეს და ამ „რესტარტზე” ბევრს მუშაობენ. ხსენებული მუშაობის მორიგი პუნქტი, მაგალითად ასეთია: „სქაი სპორტი” და „BT სპორტი” თამაშების ტრანსლაციების დროს ფეხბურთელების გინებას ბრძოლას გამოუცხადებენ. როგორ? სავარაუდოდ, ხმას გაუთიშავენ. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია 92 მატჩი. ინგლისელებს არ უნდათ, რომ ტელეეთერში ბილწსიტყვაობა ისმოდეს, თორემ ის რომ არსებობს და ხალხი...
ქულათა იურგენული განაწილება არ ივარგებს
პრემიერლიგის კლუბებს უცბად შეეშინდათ, რომ „ლივერპული” როგორც კი ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს, ყმაწვილებით განაგრძობს თამაშს და ამით კორონავირუსის მიერ ისედაც დაკნინებულ ჩემპიონატს კიდევ უფრო დააკნინებს. რატომ მოუვიდათ ეს აზრი თავში? იმიტომ, რომ იურგენ კლოპი თებერვალში, ფეხბურთის ასოციაციის თასის საპასუხო შეხვედრაში, „შრუსბერის” წინააღმდეგ სწორედ ასე მოიქცა. პრემიერლიგის ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ლივერპული” მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს....
ვისაც კორონას შინ მიტანა არ უნდა
პრემიერლიგის ცხრა კლუბმა გამოაცხადა, რომ ნებას აძლევს თავის ფეხბურთელებს უარი თქვან შეწყვეტილი ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მონაწილეობაზე, თუკი მათ ეშინიათ, რომ კორონავირუსს შინ მიიტანენ და ახლობლებს გადასდებენ. ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონი სეზონის განახლებას 12 ივნისს აპირებს. მისი მთავარი მიზანია ჩავარდნილი სეზონით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილება. ამასობაში პრესამ შეიტყო, რომ პრემიერლიგის კლუბების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ მოთამაშეებისთვის...
ექიმებმა არ შეიძლებაო!
პრემიერლიგის ექიმები გაერთიანდნენ და კლუბების ხელმძღვანელებს წერილი მისწერეს, სეზონის განახლება სახიფათოაო. ეს ძალიან გრძელი წერილი 100 პუნქტს შეიცავს. მასში ჩამოთვლილია შეკითხვები და პრობლემები. წერილის ადრესატები კლუბების ხელმძღვანელების გარდა არიან პრემიერლიგის სამედიცინო მრჩეველი მარკ ჯილეტი და ფეხბურთის დირექტორი რიჩარდ გერლიკი. წერილს თავისი სტრუქტურა აქვს. ის ათ ნაწილად არის დაყოფილი. ათივე ნაწილი ეხება covid 19-თან დაკავშირებულ იმ...
პრემიერლიგაში ბოიკოტი მწიფდება?
ინგლისური პრემიერლიგის ექვსი კლუბის პოზიციამ, შესაძლოა, ჩემპიონატის განახლებას საფრთხე შეუქმნას. მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს გაიმართა ვიდეოკონფერენცია და ოცივე კლუბმა მხარი დაუჭირა სეზონის განახლებას. იქვე დაითქვა, რომ დარჩენილი შეხვედრები 8 ან 10 ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მოიკვლიეს ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება არც თუ ერთსულოვანი იყო. ადგილი აქვს ერთგვარ ბუნტს ცხრილის ფსკერზე მყოფი კლუბების მხრიდან. „ბრაიტონი“, „უოტფორდი“, „ვესტ...
გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა
პრემიერლიგის კლუბები კორონავირუსზე ტესტებს უკვე იკეთებენ. იმისათვის, რომ ინგლისის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდეს, სულ საჭიროა 40 000 ტესტი, რაც 4 მილიონი გირვანქა დაჯდება. გაირკვა, რომ ერთ წაყვან კლუბს უკვე დაუწყია თავისი მოთამაშეებისა და თანამშრომლების შემოწმება. მას ტესტები შეუძენია და ფეხბურთელებისთვის შინ დაუგზავნია. კლუბს ჯერ არ ასახელებენ. გეგმის თანახმად, პრემიერლიგელებმა ვარჯიში შემდეგ ორშაბათს უნდა განაახლონ. ჯერჯერობით, ლაპარაკია ინდივიდუალურ...









