„არსენალის” ბოსნიელი მცველის სეად კოლოშინაცის მეუღლე ბელა კოლოშინაცი კვირას, ბრიტანეთში, ელექტროშოკური პისტოლეტის შეტანისთვის დააკავეს. 27 წლის ქალბატონს, თურმე შარშანდელი ინციდენტის შემდეგ მოსვენება დაუკარგავს და თავის დასაცავად იარაღის შეძენა სდომებია. შარშანდელი ისტორია კი ასეთი იყო: მის მეუღლეს და მესუთ იოზილს ლონდონში ვიღაც დანიანი კაცები დაესხნენ თავს. ერთი სიტყვით, ბელა კოლოშინაცი გერმანიაში გამგზავრებულა, სადაც ელექტროშოკერის ტარების ლიცენზია...
ჭდე: პრემიერლიგა
მილიარდერები და ლაბორატორიის ვირთხები
„ნიუკასლ იუნაიტედის” 300 მილიონიანი ყიდვა-გაყიდვა დამტკიცდა. პრემიერლიგამ მყიდველი მხარე შეისწავლა და მწვანე აანთო. ამიერიდან, „კაჭკაჭებს” ფლობს კონსორციუმი, რომელსაც ინგლისელი ბიზნესლედი ამანდა სტეივლი წარმოადგენს, მაგრამ რეალურად საუდელებისაა. „ნიუკასლის” გაყიდვის საკითხი აქამდეც უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ პრემიერლიგის შეფები covid 19-თ გამოწვეულ საფეხბურთო პრობლემებს აგვარებდნენ და დაყოვნდნენ. ერთი ფაქტია: მიზეზი, რომლის გამოც გარიგება შეიძლებოდა ჩაშლილიყო, ვერ მოიძებნა. ერთადერთი რაც...
პრემიერლიგა რეკორდზე წავიდა
პრემიერლიგის განახლებას საშველი არ დაადგა. არც თარიღებია ცნობილი და, თუ საერთოდ გაიმართა, ბოლო ტური შუა ზაფხულში მოუწევს. დაახლოებით ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდა ინგლისის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა შორეულ, 1947 წელს. სეზონის ჩაშლის შანსი მაშინაც იყო, მაგრამ სხვა მიზეზით. ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946-47 წლების სეზონი პირველი სრულფასოვანი ტურნირი გამოდგა. თუმცა, უკვე 1947 წლის მარტში, საფეხბურთო...
ექვსი ახალი შემთხვევა პრემიერლიგაში
პრემიერლიგაში ჩატარებულმა ტესტებმა ექვს ადამიანს დაუდგინა covid 19, მათ შორის ერთ-ერთი „უოტფორდის” მოთამაშეა. გუნდები საწვრთნელ პროცესს ამ კვირაში დაუბრუნდნენ. სულ 748 ტესტი ჩატარდა. კორონავირუსით დაავადებული ფეხბურთელის ვინაობას უოტფორდელები ჯერჯერობით მალავენ, ამ კლუბზე კი ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ ბოლო პერიოდში მისმა მოთამაშემ ტროი დინმა „პროექტის განახლების” წინააღმდეგ ბრძოლით გამოიჩინა თავი და ახლა თავისი სიმართლის არგუმენტებით გამყარებას...
ჟოზემ კოლეგებს ბუნდესლიგა მიუგდო
პრემიერლიგის მწვრთნელებმა ონლაინშეხვედრა გამართეს. ცხადია, საუბარი ჩემპიონატის განახლებაზე შედგა. საქმე ის არის, რომ გუნდების თავკაცებს განსხვავებული აზრები აქვთ და რამდენიმე მათგანს პრემიერლიგის განახლება არ სურთ. შიში პანდემიას არ ეხება – ისინი თვლიან, რომ ფეხბურთელები სათამაშო ფორმაში სრულფასოვნად შესვლას ვერ შეძლებენ. თუ ადრე აუტსაიდერი გუნდების წამომადგენლები აპირებდნენ ბუნტს, ამჯერად ჩემპიონატის განახლებას სკეპტიკურად პეპ გვარდიოლა და ფრენკ...
მაგას, თანაგუნდელები არ ენდობიან
„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი უნაი ემერი იგონებს, რომ მისი ჩრდილოეთ ლონდონში მუშაობის დროს გერმანელი მესუთ იოზილი გუნდის ერთგულებით და თავდადებით არ გამოირჩეოდა. ემერი „მეთოფეთა” მწვრთნელის თანამდებობიდან ნოემბერში გაუშვეს. იმ მომენტისთვის იოზილს, 2019-20 წლების სეზონში, მხოლოდ შვიდჯერ ჰქონდა ნათამაშები. ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ გერმანელი ყველაფერში საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. ის დასძენს, რომ თანაგუნდელები მას არ ენდობოდნენ,...
პრემიერლიგა ერთი კვირით გადაიწევს?
პრემიერლიგის ფეხბურთელებს პირობა მისცეს, რომ ეგრეთწოდებულ პროექტის განახლებაში ანუ შეწყვეტილი ჩემპიონატის აღდგენაში მონაწილეობას არ დააძალებენ და არც დააჩქარებენ. გუშინ გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პრემიერლიგის კლუბები, საკუთრივ ლიგის წარმომადგენლები, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის შეფები და აგრეთვე მიწვეული ჰყავდათ მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამ კონფერენციაზე გაისმა ზოგიერთი ფეხბურთელის ეჭვნარევი ხმა — ნაადრევად ხომ არ მოსდით ინგლისში, კორონავირუსის...
ფეხბურთი ჩახუტებით
საფეხბურთო ევროპა სუნთქვაშეკრული ელის სეზონის განახლებას. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ახალი წელთაღრიცხვის – კორონასშემდგომი ფებხბურთი. ძალიან ბევრი “უ” ახლავს მოლოდინს და უმაყურებლობის გარდა უემოციობაც ემატება. სამედიცინო პროტოკოლებით თითქმის ყველა ქვეყანაში წინასწარვე აკრძალულია გოლის ტრადიციული აღნიშნვა ჩახუტებებით და თანმდევი რიტუალებით. და აჰა, პირველი მერცხლები, ვინც ფეხბურთი სრულყოფილი სახით დაიბრუნა. უკვე განახლდა ფარერების ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი...
პოლიციას აღარ ეკითხებით?
პრემიერლიგის განახლებას კიდევ ერთი დავა-განხილვა მოჰყვა: სად უნდა ჩატარდეს დარჩენილი თამაშები, ნეიტრალურ მოედნებზე თუ ყველა შეხვედრას კალენდრის შესაბამისად მასპინძელი ეყოლება? ჯერჯერობით, გადაწყვეტილია, რომ თამაშები ნეიტრალურ მოედნებზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ კლუბებს ეს არ მოსწონთ. მათ ერთხმად ითხოვეს მასპინძლობის ნებართვა; მართალია, ტრიბუნებზე მაყურებელი არ ეყოლებათ, მაგრამ მაინც შინ უჯობთ თამაში. ამბობენ, რომ ასე უფრო სამართლიანი იქნება. ინგლისის...
მათთვის ვისაც ეშინია
პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელები და რიგ შემთხვევებში კაპიტნები, საკუთრივ ლიგისა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის შეფებთან ერთად დღეს ვიდეოკონფერენციას გამართავენ. თემა: როგორ დავიყოლიოთ თამაშზე ის ფეხბურთელები, რომელთაც კორონავირუსის ეშინიათ. ინგლისური მედია წერს, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა მზად არის მონაწილეობა მიიღოს „რესტარტში”, მაგრამ მაინც გამოჩნდა განსხვავებული აზრის მქონე მოთამაშეთა ჯგუფი. დღევანდელი ვიდეოთათბირის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ ჯგუფს საგანგებო პროტოკოლში...









