ჭდე: ოქროს ბურთი

Home ოქროს ბურთი
მესის მერვე „ოქროს ბურთი“…
ჩანაწერი

მესის მერვე „ოქროს ბურთი“…

პარიზის თეატრ „შატლში“, „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. გამოვლინდნენ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში. კაცებში 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა – მან არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესისთვის ეს კარიერაში მერვე „ოქროს ბურთია“. გამოკითხვაში მეორე ადგილი ერლინგ ჰალანდმა („მანჩესტერ სიტი“) დაიკავა, მესამე – კილიან მბაპემ („პარი სენ-ჟერმენი“),...

ხვიჩა და ოქროს ბურთი
ჩანაწერი

ხვიჩა და ოქროს ბურთი

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტთა 30-კაციან სიაშია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა შორის „ფრანს ფუტბოლმა“ დაასახელა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება. ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება: ხულიან ალვარესი, ნიკოლა ბარელა, ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი,რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოშკო გვარდიოლი, ერლინგ...

კვარა ფრანს ფუტბოლის ათეულში შევა
ჩანაწერი

კვარა ფრანს ფუტბოლის ათეულში შევა

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში” გადასვლისთანავე ვარსკვლავი გახდა. მან როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ისეთი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, რომ „ოქროს ბურთის” კანდიდატთა სიაში შეიყვანეს. გარდა ამისა, კვარამ „პარტენოპეელი” გულშემატკივრების გული მოიგო და ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითად იქცა. spazionapoli.it წერს, რომ ევროპას კვარამანია მოედო და ის, რომ „ფრანს ფუტბოლმა” ქართველი გარემარბი „ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორის ჩაწერა ამის ნათელი...

ოქროს ბურთი ქართულად…
ჩანაწერი

ოქროს ბურთი ქართულად…

„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საქართველოს აგერ უკვე სამი ათეული წელია, „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია წარმოადგენს. ვერ დავიჩემებთ, რომ ჟიურის მასზე უფრო სტაჟიანი წევრი არ ჰყავს, თუმცა ამას არც აქვს რაიმე მნიშვნელობა. უდავო ის არის, რომ „ოქროს ბურთზე“ პრესტიჟული გამოკითხვა ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს. „ფრანს ფუტბოლმა“ ზურაბ ფოცხვერიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ქართულ თარგმანსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ....

ოქროს ბურთი ჩემი ოცნებაა
ჩანაწერი

ოქროს ბურთი ჩემი ოცნებაა

მადრიდის „რეალის“ 34 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ოქროს ბურთის“ მოპოვება მისი ბავშვობის ოცნებაა. „ოქროს ბურთის მოგება? ვნახოთ, რა მოხდება. დაველოდოთ შედეგებს. სხვა მხრივ, ამ პრიზის მოპოვება ჩემი ბავშვობის ოცნებაა. მგონი ახლა არც ისე შორს ვარ ამ ნატვრის ასრულებასთან“, – თქვა ბენზემამ. შეგახსენებთ, რომ ქარიმი მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში უკვე ოთხი გატანილი...

მესი ოქროს ბურთის სიაში საერთოდ არ არის
ჩანაწერი

მესი ოქროს ბურთის სიაში საერთოდ არ არის

ასეთი რამ პირველად მოხდა: „ოქროს ბურთის” შვიდგზის მფლობელი ლეო მესი წლევანდელი გამოკითხვის 30 კაცშიც ვერ მოხვდა. აი, რა შედეგი მოიტანა „ბარსელონადან” „პარი სენ ჟერმენში” გადასვლამ და ეფექტურობას მოკლებულმა პირველმა პარიზულმა სეზონმა. ყველაფრის თავი და თავი კი ალბათ ასაკია — არგენტინელი 35 წლის არის. მსოფლიოს შარშანდელი საუკეთესო ფეხბურთელი ნომინანტთა სიაში 2005 წლიდან რეგულარულად შეჰყავდათ, 2007-ის შემდეგ...

სად ოქროს ბურთი და სად შოიგუ?!
ჩანაწერი

სად ოქროს ბურთი და სად შოიგუ?!

ცოტა რაკურსი: ვინც არ იცის, ფოტოზე უკრაინელი იგორ ბელანოვია თავისი „ოქროს ბურთით“, 1986 წელს რომ მოიგო. კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორვარდი… ამ ისტორიაზე ადრეც დაგვიწერია, კაცმა „ოქროს ბურთი“ მოიგო და იმავე წელს სსრკ საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრ ზავაროვი გახდა. … ამ ომის დროს ბელანოვმა ტექსტი დაწერა, სადაც ომის შეწყვეტას ითხოვს. უკრაინულ პრესაში კი ცუდი...

ჩემთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე ფინალია
ჩანაწერი

ჩემთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე ფინალია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში სამეულშიც კი არასოდეს ყოფილა. 40 წლის იბრამ თქვა, რომ ეს სულაც არ უშლის ხელს, რათა საუკეთესო ფეხბურთელად იგრძნოს თავი… „პრიზი კარგი რამ არის, მაგრამ არ მჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ საუკეთესო ვარ. საჭიროა მენტალობა. იცით, ყოველდღიურად ისე ვვარჯიშობ, როგორც ვთამაშობ. ჩემთვის ყოველი დღე ფინალია. … „მილანში“ დაბრუნებისას გამიჭირდა, მაგრამ ფეთქებადი გუნდი...

რაიოლა ოქროს ბურთს სერიოზულად არ უყურებს
ჩანაწერი

რაიოლა ოქროს ბურთს სერიოზულად არ უყურებს

ნოემბრის ბოლოს „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ ტრადიციული დაჯილდოება მოაწყო. ფრანგული ჟურნალის მიერ გამოკითხულთა ვერსიით მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეშვიდედ გახდა არგენტინელი ლეო მესი, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მსოფლიოში ცნობილმა საფეხბურთო საქმოსანმა მინო რაიოლამ თქვა, რომ ამ გამოკითხვას პატივს არ სცემს. იბრაჰიმოვიჩს კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზნად „ოქროს ბურთის“ მოპოვება ჰქონდა დასახული. ფრანგული ჟურნალის ჯილდო მსოფლიო  ფეხბურთში...

მესის ბარსაში უხელფასოდ უნდა ეთამაშა?
ჩანაწერი

მესის ბარსაში უხელფასოდ უნდა ეთამაშა?

კატალონიური „სპორტის“ ცნობით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პარიზში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ლეო მესის არ შეხვედრია, მაგრამ თქვა, რომ მისი გამარჯვება გაუხარდა, რადგან არგენტინელი წოდებას იმსახურებდა და მის მოპოვებაში „ბარსელონასაც“ აქვს წვლილი შეტანილი. ლაპორტა არ მიიჩნევს, რომ მან „ბარსას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი მოატყუა — მესის კლუბში დატოვება აღუთქვა, სინამდვილეში კი „პარი სენ ჟერმენში“ გაუშვა. „ჩვენ ყველა...