ორი წლის წინ, როდესაც ოსმან დემბელეს არასტაბილური და უშედეგო თამაშის გამო ჯერ კიდევ დასცინოდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას ელისეს სასახლეში (საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია) შეაქებდნენ? არადა, კვირა დღეს სწორედ ეს მოხდა. „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მერე, ემანუელ მაკრონთან მიღებაზე გარეთ შეკრებილმა ხალხმა ცნობილი სიმღერა წამოიწყო: „Et Ousmane, Ballon d’Or“ („და ოსმანს ოქროს ბურთი“)....
ჭდე: ოსმან დემბელე
დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელმა ოსმან დემბელემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ტულუზთან’’ ჩინებულად ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი იყო. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რომელთაც აქ გთავაზობთ. – გვითხარით თქვენი პირველი გოლის შესახებ, როგორ შეასრულეთ მარცხენა ფეხით ეს შესანიშნავი დარტყმა შორიდან? – ვფიქრობ, ათჯერ რომ ვცადო ასეთს მხოლოდ ერთხელ...
ალესილი დემბელე
ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოების ცერემონიალს და პარიზულ წითელ ხალიჩას კარგად იცნობს, კანის ფესტივალსა და მის წითელ ხალიჩაზე კი რა მოგახსენოთ. მართალია კანის ფესტივალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მთავარი გამბედაობაა: როდესაც „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელს „ნეტფლიქსის’’ კამერების წინაშე დადგომა შესთავაზეს, ყოყმანი არ დაუწყია. „დემბუზმა’’ ფილმ Peaky Blinders-ის (ალესილი კეპები) რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ეს ფილმი გახლავთ...
კაცი გამარჯვებულის მენტალიტეტით
„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის წინა საღამოს „პარი სენ ჟერმენის’’ ფორვარდმა ოსმან დემბელემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. პირველი თამაში პარიზში პსჟ-ს 5:2 აქვს მოგებული. – „რენთან’’ წაგების შემდეგ თქვენ თქვით, რომ ფეხბურთელი თავის თავზე კი არა, კლუბზე უნდა ფიქრობდეს. ამ სიტყვებს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ხომ არ ნანობთ? – საერთოდ არ ვნანობ. როგორც მაშინ...
დემბელე გაბრაზდა! ლუის ენრიკე გაბრაზდა!
რენში 1:3 მარცხით გაწბილებულმა ოსმან დემბელემ Ligue 1+თან ინტერვიუში ბრაზი ვერ დამალა. როგორც ჩანს 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ ლაურეატს თანაგუნდელებმა მოუშალეს ნერვები. „ძალიან ცუდად დავიწყეთ, – თქვა პარიზელთა ერთადერთი გოლის ავტორმა, – მეტი ჟინის გამოვლენა გვმართებდა. ჩვენ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ უნდა ვთამაშობდეთ. თუ მარტო საკუთარი თავისთვის ვითამაშებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ასე ტიტულს ვერ მოვიგებთ. შარშან ჯერ...
დემბელე: ბალერდი ნაგავია
არ წყდება ლაპარაკი „ლე კლასიკის’’ შესახებ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა და 5 წუთში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, მაგრამ პარიზელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ყველა გამოკითხვის თანახმად 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ოსმან დემბელემ შეიტანა, რომელმაც ორი გოლი თავად შეაგდო და პლუს კვარაცხელიას ჩინებული საგოლე...
საფრანგეთში ინტერნეტი გადაიტვირთა
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ინტერნეტი ოსმან დემბელეს მომავალზე მსჯელობით გადაიტვირთა. 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენთან’’ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად კლუბმა თავდამსხმელს თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც მან უარით უპასუხა. „პარიზიენმა’’ დაადგინა, რომ საქმე მთლად ასე არ არის. დიახ, პსჟ-ს ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული...
რა ხდება დემბელეს და ბარკოლას თავს?
„პარი სენ ჟერმენს’’ ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ეს ორი ფეხბურთელი ამჟამინდელი კონტრაქტების თანახმად „პარკ დე პრენსზე’’ 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს, მაგრამ რა მოხდება მერე? მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ეტაპზე პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოთამაშეთა ხელშეკრულებების მოწესრიგებით არის დაკავებული. ითქვა, რომ პსჟ-მ ურთიერთობა გაარკვია ორ ფეხბურთელთან, ოღონს ამის შესახებ...
დემბელე ფიფასთვისაც საუკეთესოა
„ოქროს ბურთის’’ მფლობელ ოსმან დემბელეს 2025 წელს მსოფლიოში ბადალი მართლა რომ არ ჰყავდა ფიფას გამოკითხვამაც დაადასტურა ― 16 დეკემბერს დოჰაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კიდევ ერთი უდიდესი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში ხმას აძლევენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ნაკრები გუნდების კაპიტნები და მწვრთნელები. შარშან ფიფას საუკეთესო ვინისიუსი იყო. დემბელეს გარდა შორტ-ლისტში მოხვდნენ პსჟ-ს ფეხბურთელები...
დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის
ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი...









