ჭდე: ოლე გუნარ სულშერი

Home ოლე გუნარ სულშერი
ბრუნო ფერნანდეში და „მანჩესტერ იუნაიტედის” ხუთი პორტუგალიელი
ჩანაწერი

ბრუნო ფერნანდეში და „მანჩესტერ იუნაიტედის” ხუთი პორტუგალიელი

ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუმ შეაყვარა. 25 წლის პორტუგალიელმა მანკუნიანელებთან ხუთწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფერნანდეშის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგი” „ოლდ ტრეფორდიდან” 55 მილიონ გირვანქას მიიღებს. თანხა ასე განაწილდება: 46,6 მილიონი ახლავე, 4,2 მილიონი იმის მიხედვით, თუ როგორ მოერგება ფეხბურთელი ახალ გუნდს და 4,2 იმ შემთხვევაში თუ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება. ხოლო თუ ბრუნო...

58 წლის შემდეგ!
ჩანაწერი

58 წლის შემდეგ!

„მანჩესტერ იუნაიტდის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი გასაჭირშია — მის გუნდს „ბარნლიმ” მოუგო (2:0), თან „ოლდ ტრეფორდზე”, და პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირა. შონ დაიკის მოთამაშეთაგან გოლები გაიტანეს კრის ვუდმა და ჯეი როდრიგესმა. „იუნაიტედმა” საშინლად ითამაშა. გულშემატკივრები „ოცნებათა თეატრს” საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე ტოვებდნენ. „ხელები უნდა ავწიოთ და ვაღიაროთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, — თქვა...

მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი ბაზრობენ
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი ბაზრობენ

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს იანვრის სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსის” ჯობნა და „პარი სენ ჟერმენის” 32 წლის თავდამსხმელის ედინსონ კავანის გადაბირება უნდა. თავად კავანის კი პსჟ-დან წასვლა სურს. „იუნაიტედისთვის” კავანი „ვულვერჰემპტონთან” სათასო შეხვედრაში დაშავებული მარკუს რეშფორდის შემცვლელი იქნება. რეშფორდს გარკვეული ხანი მკურნალობა სჭირდება. „ექსპრესი” წერს, რომ ურუგვაელმა ფორვარდმა „პარი სენ ჟერმენს” კვირას წერილობით სთხოვა ტრანსფერი, რაც...

მანჩესტერიდან კაპიტანი წავიდა
ჩანაწერი

მანჩესტერიდან კაპიტანი წავიდა

თითქმის 9-წლიანი კარიერის შემდეგ ეშლი იანგმა „მანჩესტერი“ დატოვა და მილანის „ინტერში“ გადაბარგდა. იანგი გასულ სეზონში ვალენსიას არყიფნაში კაპიტნობდა გუნდს, ბოლო დროს კი სრულფასოვანი კაპიტანი იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მანჩესტერელთა დღევანდელ თაობაში იანგი და დე ხეა ყველაზე სტაჟიანები არიან. იტალიელებმა 34 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მეკარის გარდა ყველა პოზიციაზე უთამაშია, 1.5+1 სისტემით გაუფორმეს კონტრაქტი. „მანჩესტერი“ ამ...

ვინ შეხედავს პოგბას მუშტრის თვალებით
ჩანაწერი

ვინ შეხედავს პოგბას მუშტრის თვალებით

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წამსვლელს ჰგავს — არც მას უნდა გუნდში დარჩენა და აღარც კლუბს ეპიტნავება მისი დატოვება. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასად ზაფხულში 180 მილიონ გირვანქა (211,6 მილიონ ევროს) თქვეს, ნაახალწლევს კი ეს თანხა 100 მილიონ გირვანქამდე (117,6 მილიონი ევრო) შეამცირეს. ესე იგი მყიდველების დაფრთხობა აღარ უნდათ....

ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი
ჩანაწერი

ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი

ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი. მესუთ...

რა იოლია რაიოლასთვის
ჩანაწერი

რა იოლია რაიოლასთვის

ცნობილი ამბავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს 19 წლის თანამემამულე თავდამსხმელის, ავსტრიაში, ზალცბურგის „რედ ბულში” მოთამაშე ერლინგ ჰოლანდის ყიდვა უნდა; მაგრამ, სულშერი შეიძლება პრობლემას წააწყდეს — ჰოლანდის აგენტი გახლავთ ლამის ნახევარი საფეხბურთო სამყაროს მპყრობელი, იტალიელი მინო რაიოლა, რომლის კლიენტი „იუნაიტედის” ფრანგი ვარსკვლავი, მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაცაა. და სწორედ ეს კოზირი შეიძლება გამოიყენოს...

ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”
ჩანაწერი

ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”

ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ჟოზე მოურინიუს ახსოვდა. და ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ახსოვდა… თუ მისი ფეხბურთელობის წლების არ ჩავთვლით. ეს გუნდი იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ. ეს იყო ფეთქებადი, ამაღელვებელი, დომინანტი „იუნაიტედი”, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი — მარკუს რეშფორდი. მან მასპინძელთა ორივე გოლი...

ოლე ჟოზესა და პეპის მოლოდინში
ჩანაწერი

ოლე ჟოზესა და პეპის მოლოდინში

ოლე გუნარ სულშერმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, თუ ამ კვირაში „ტოტენჰემთან” და „სიტისთან” წავაგებთ, იცოდეთ, მომხსნიანო. დღეს, პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი” მეცხრე ადგილზეა. მისი მდგომარეობა ბოლო ტურში „ასტონ ვილასთან” შინ ნათამაშებმა 2:2-მა დაამძიმა და სოლსკიაერის  გუნდში დარჩენა-არდარჩენაზეც კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ. ამრიგად, სულშერმა ფეხბურთელების მოტივაციის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. მან ბიჭები შეკრიბა და შეახსენა, რომ ოთხშაბათს,...

ბავშვობაში დაბრუნება
ჩანაწერი

ბავშვობაში დაბრუნება

მაურისიო პოჩეტინო ესტუმრა კლუბს, სადაც პირველად გააგორა ბურთი. ეს კლუბი გახლავთ „ნიუელს ოლდ ბოისი” არგენტინის ქალაქ როსარიოდან. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილმა მწვრთნელმა აქ გაიარა საყმაწვილო აკადემია და 1989-94 წლებში პროფესიული ფეხბურთიც აქ ითამაშა. ნიშნავს თუ არა რამეს ეს ვიზიტი ვერ გეტყვით, ის კი ფაქტია, რომ ოკეანის გადმოღმა, ბრიტანეთში, პოჩეტინოს სახელს აქტიურად უკავშირებენ „არსენალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”....