„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა თქვა, მანკუნიანელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იანვარში თავკერძა თუ არ გახდა, კლუბმა მის მაგივრად შეიძლება მაურისიო პოჩეტინო აიყვანოსო. ნევილმა „იუნაიტედის” თავდამსხმელთა ტრიოც აკრიტიკა, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან” შეხვედრაში (3:3) უკბილოდ თამაშობდნენო. გადაცემაში Monday Night Football ნევილმა თქვა: „სულშერმა იანვარში კლუბს ფული უნდა გამოართვას, სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს და მაქსიმალურად დახარჯოს. ეს მან თავისთვის,...
ჭდე: ოლე გუნარ სულშერი
ჟოზე ოლდ ტრეფორდზე
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” შეხვედრის (1:1) დროს, „ოლდ ტრეფორდზე” მისულ, „სქაი სპორტის” ლოჟა-სტუდიაში მოკალათებულ ჟოზე მოურინიუს გულშემატკივარმა ემოციური შეხვედრა მოუწყო. იყო შეძახილები, ხელის ქნევა და მხურვალე სალამი. „იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი (2016-2018) როი კინსა და გრემ სუნესთან ერთად ტურის მთავარი მატჩის მიმოხილვაში მონაწილეობდა. ოვაციების პასუხად პორტუგალიელი მანჩესტერელ გულშემატკივარს ჰაეროვან კოცნასა და დიდ სიყვარულს უგზავნიდა. „ოლდ ტრეფორდზე” შეკრებილ...
მანჩესტერს კიდევ დასუსტება უნდოდა?
კვირას, 20 ოქტომბერს, პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასპინძლობს და მანჩესტერელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი პრობლემის წინაშეა: დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა დროულად გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ. 15 ოქტომბერს, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრაში (1:1) დე ხეა მე-60 წუთზე შეცვალეს. ის მოედანზე დაეცა. არადა, ორთაბრძოლაში არ მონაწილეობდა — მიგორებული ბურთისთვის ფეხი უნდა დაერტყა. ესპანელმა თამაშის გაგრძელება...
რად გინდა ბურთი თუ კარში არ დაარტყამ?
„მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამჯერად ნიუკასლში წააგო 0:1. 72-ე წუთზე გოლი მეტი ლონგსტაფმა გაიტანა. „იუნაიტედი” ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დარჩა გამარჯვების გარეშე. ამრიგად, 8 ტურის შემდეგ მანჩესტერელები მე-12 ადგილზე არიან. მათ მხოლოდ 9 ქულა აქვთ, მაშინ როდესაც ლიდერის „ლივერპულის” მონაგარი 24 ქულაა. ახლა სანაკრებო თამაშები იწყება ანუ „იუნაიტედი” საქმეს 20 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც...
ოლეს კვერი ცხვაო
ოლე გუნარ სულშერს უნდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა დიდების წლები დაივიწყონ და აღიარონ, რომ მათი გუნდი ის აღარ არის, რაც იყო. ოთხივე მწვრთნელს, რომლებიც „ოლდ ტრეფორდზე” სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ მივიდნენ, მხრებზე „იუნაიტედის” ბრწყინვალე წარსულის სიმძიმე აწვა. დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის შუაშია და უჭირს დაამტკიცოს, რომ ის გუნდია, რომელიც ზედა ოთხეულისთვის იბრძოლებს. სულშერმა თქვა: „ჩვენ 90-იან...
კარში არ დაურტყამთ, პენალტი არ მისცეს
ევროპა ლიგის შეხვედრაში, სტუმრად, „ალკმაარის” წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. თამაში დამთავრდა ფრედ, 0:0. მანჩესტერელებმა ინგლისურ პრესაში დიდი კრიტიკა მოიმკეს. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ გუნდის კრიზისი გრძელდება, მაგრამ ოლე გუნარ სულშერმა თავისი ფეხბურთელები პრეს-კონფერენციაზე მაინც დაინდო. აუგი არავისზე უთქვამს. „ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სტუმრად, მოედნის რთულ საფარზე, რთულ მეტოქესთან ქულა მოვიპოვეთ, —...
სულშერი გაბრაზდა, რომ მსაჯი მის სასარგებლოდ შეცდა
გუშინ, „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „არსენალმა” 1:1 ითამაშეს. მასპინძლები სკოტ მაკტომინეიმ პირველი ტაიმის ბოლო წამებში, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა და ჩვენ სწორედ ამ ეპიზოდზე გვინდა შევჩერდეთ. ეს იყო გოლი, რომელშიც ვიდეორეფერი ჩაერია და რომელმაც მანჩესტერელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი გააბრაზა. საქმე ის გახლავთ, რომ ობამეიანგმა ბურთი აბსოლუტურად...
ვენგერს მანჩესტერში უნდა
არსენ ვენგერმა „მანჩესტერ იუნაიტედს” საოცნებო სამსახური უწოდა. მეტიც, ორი ათწლეულის განმავლობაში „იუნაიტედის” დიდმა მოქიშპემ თქვა, რომ ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენა ამ გუნდს მსოფლიო გრანდებში დააბრუნებს. ინგლისური გაზეთი „მირორი” წერს, რომ „არსენალის” ლეგენდარული თავკაცისგან „იუნაიტედზე” ასე ლაპარაკი მოულოდნელი და გასაკვირი იყო. მეტიც, beIN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანგი თურმე გატაცებით და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. მაა უთქვამს, რომ ოლე გუნარ...
მანჩესტერს ფეხბურთი ისე არ ეხერხება, როგორც პენალტები
„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდი მატჩისშემდგომ პენალტებში უფრო ძლიერია, ვიდრე ფეხბურთის თამაშში. სულშერის ბიჭებმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასის მეთექვსმეტედფინალში, საკუთარ კედლებში, „ოლდ ტრეფორდზე”, პირველლიგელ „როჩდეილს” რეგულარულ დროში 1:1-ის მეტი ვერაფერი მოუხერხეს და პენალტებითღა აჯობეს. შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგა ინგლისის საფეხბურთო იერარქიაში მესამე დონეა პრემიერლიგის და ჩემპიონშიფის შემდეგ. „ხშირად მოგვსვლია ასეთი...
უვარგისები
„ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ არ ნერვიულობს. მე კი მის ადგილზე ვინერვიულებდი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ არ ნერვიულობს სულშერი. მას, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს და თავისი მოთამაშეები დაიცვას, მაგრამ ფაქტია, კვირას ისინი არაფრად ვარგოდნენ. და კიდევ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გიჟები არ არიან — გუნდმა „ლონდონ სთედიუმზე” წარმოუდგენლად ცუდად ითამაშა და ფანებმა ეს ძალიან კარგად...









