ჭდე: ნეიმარი

Home ნეიმარი
ნეიმარი ალყაშია
ჩანაწერი

ნეიმარი ალყაშია

მას ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გაუხსნეს ფინანსური ფრონტი. როგორც ესპანური „ელ მუნდო“ იუწყება, ძიება ნეიმარის მიერ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების გამო გაზაფხულიდან წარმოებს. ნებისმიერი პირი, ვინც ესპანეთში 183 დღეზე ანუ ნახევარ წელიწადზე მეტს იცხოვრებს, ვალდებულია, შეავსოს საშემოსავლო დეკლარაცია. ნეიმარს „ბარსაში“ თამაშის მთელი პერიოდი ამოუქექეს და საერთო ჯამში 35 მილიონ ევროს ეცილებიან. რამდენიმე დღის წინ გამცნეთ,...

სად არის ნეიმარი? ვის უნდა ნეიმარი?
ჩანაწერი

სად არის ნეიმარი? ვის უნდა ნეიმარი?

„პარი სენ ჟერმენმა” ახალი სეზონისთვის მზადება ნეიმარის გარეშე დაიწყო. სად არის 27 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი? პარიზულმა კლუბმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს — ნეიმარს პსჟ-სგან გაცდენის ნებართვა არ აუღია. უნებართვო გაცდენას კი, რასაკვირველია, შინაგანი გარჩევები მოჰყვება. ნეიმარს კონტრაქტის თანახმად „პარკ დე პრენსზე” 2022 წლამდე მართებს დარჩენა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ვარსკვლავის თანამემამულე ლეონარდომ თქვა: „ერთადერთი ის...

ბარსელონა გამორიცხა
ჩანაწერი

ბარსელონა გამორიცხა

ევროპელი კოლეგები ბევრს წერენ, ნეიმარი ბარსელონაში დღე-დღეზე დაბრუნდებაო. თითქოს ამის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, მაგრამ მამამისი, კაცი რომელიც ბრაზილიის ნაკრების ლიდერის კარიერას განსაზღვრავს, კატალონიურ კლუბთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს. ნეიმარ უფროსმა, ფეხბურთელის აგენტის სტატუსსაც რომ მშვენივრად ირგებს თქვა, ყოფილ კლუბთან შეხებაც არ გვქონიაო. „ამჟამად, ჩემს ვაჟთან ერთად ბრაზილიაში ვარ და მალე პარიზში ვბრუნდები. ბარსელონასთან მოლაპარაკება არ...

ესპანური პრესა: ნეიმარი ბარსაში ბრუნდება!
ჩანაწერი

ესპანური პრესა: ნეიმარი ბარსაში ბრუნდება!

ესპანურმა პრესამ ხმაური ატეხა: ნეიმარმა და „ბარსელონამ” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიესო. ცნობილია, რომ ბრაზილიელმა „პარი სენ ჟერმენიდან” გაქცევა განიზრახა და ბოლოხანს ახალი გუნდის ძიებაში იყო. და აი, კატალონიურმა „სპორტმა” დაწერა, რომ ფორვარდმა თავის ყოფილ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა. „სპორტი” წერს, რომ 27 წლის ვარსკვლავს „ბარსას” პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსთვის სიტყვაც არ შეუბრუნებია, პირდაპირ დათანხმდა ყველა პირობას,...

ნეიმარი უარით მიაბრძანეს 
ჩანაწერი

ნეიმარი უარით მიაბრძანეს 

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნეიმარის საჩივარი არ დააკმაყოფილა. „რენთან“ წაგებულ  თასის ფინალში პსჟ-ს თავდამსხმელმა გულშემატკივრის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ბრაზილიელმა ორი შეხვედრა უკვე გამოტოვა, მესამე კი ისევ „რენთან“ დაპირისპირება იქნება, ამჯერად სუპერთასზე. ფინალის შემდეგ ნეიმარი ერთერთმა ქომაგმა გააჩერა და მასთან გასაუბრება სცადა, თუმც 27 წლის ფეხბურთელისგან სახეში სილა მიიღო. ეს ბრაზილიელი ფორვარდის დასჯის პირველი...

ნეიმარს ბრაზილია დაუყადაღეს
ჩანაწერი

ნეიმარს ბრაზილია დაუყადაღეს

ბრაზილიურმა სასამართლომ ყადაღა დაადო უძრავი ქონების 36 ობიექტს, რომელიც ნეიმარს ეკუთვნის. ფეხბურთელს ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება და სასამართლო მას 15,6 მილიონ ევროს ედავება. პსჟ-ის და ბრაზილიის ნაკრების ლიდერის ადვოკატები ჯარიმის 2,6 მილიონ ევრომდე დაყვანას ითხოვენ, თუმცა სავარაუდოდ, არაფერი გამოუვათ. საქმე იმაშია, რომ ნეიმარი, ფაქტობრივად, რეციდივისტია: 2013 წელს „ბარსელონაში“ გადასვლისას მან ასევე დამალა შემოსავალი და...

რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე
ჩანაწერი

რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე

ყველა-ყველა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ნებისმიერი ღონისძიების გამართვა მეფურად იცის. აგერ, ედენ აზარის პრეზენტაციას იმდენი ხალხი დაესწრო, სერიოზულ ნაკრებებს ოფიციალურ შეხვედრებზეც რომ ენატრებათ. ესპანელმა ჟურნალისტებმა მყისვე ამოქექეს პირველი ათეული იმ ფეხბურთელებისა, ვისმა პრეზენტაციამაც ყველაზე დიდი აუდიტორია შეკრიბა.   1. კრიშტიანუ რონალდუს სანახავად „სანტიაგო ბერნაბეუს“ 2009 წელს 75 000 ფანი მიაწყდა. თითქმის ანშლაგი იყო, რადგან სტადიონი სულ...

საზაფხულო მილიონები
ჩანაწერი

საზაფხულო მილიონები

ჟურნალ „ფორბსის“ სპეციალიზაცია ხომ სხვისი ფულების თვლაა და ამჯერდ იმ სპორტსმენთა სია გვაახლეს, ვინც გასული წლის 1 ივნისიდან წლევანდელ 1 ივნისამდე ყველაზე მეტი იშოვა. სიას სათავეში სამი ფეხბურთელი უდგას, ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ლიონელ მესი – 127 მილიონი დოლარი 2. კრიშტიანუ რონალდუ – 109 მილიონი დოლარი 3. ნეიმარი – 105 4. საულ ალვარესი –...

ჩანაწერი

აქაც მბაპე, იქაც მბაპე

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა გამოაქვეყნა სამი უმთავრესი ტიტულის ნომინანტთა სია. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში: ლიგა1-ს საუკეთესო ფეხბურთელი ლიგა 1-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი საუკეთესო ლეგიონერი ნომინანტების ჩამონათვალი ასეთია: ლიგა 1-ს საუკეთესო ფეხბურთელი: არტემ ბენ-არფა (რენი) ნეიმარი, ანხელ დი მარია, კილიან მბაპე (ყველა -პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი). ლიგა 1-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: უსამ აუარი (ლიონი), კილიან მბაპე...

ფეხბურთის მონტე-კრისტოები
ჩანაწერი

ფეხბურთის მონტე-კრისტოები

ფრანგულმა „ეკიპმა“ მოიკვლია და გამოაქვეყნა ევროპის ტოპ-ლიგებში მოთამაშე ვარსკვლავების ხელფასები. ბუნებრივია, თანხა ევროებშია მოცემული, ოღონდ ერთი დაზუსტებით: ეს ფეხბურთელთა სრული ხელფასია, რომელიც იბეგრება და სუფთა სახით გაცილებით ნაკლები რჩება. ამ მხრივ გამორჩეული საფრანგეთია, სადაც ყველაზე მაღალი გადასახადებია და თითქმის თანხის ნახევარს აღწევს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეო მესი გახლავთ, რომელსაც ბარსელონაში ყოველ თვე 8.3 მილიონს უხდიან. მეორე...